განცხადების ნომერი   უწყება
განცხადების გაგზავნის პერიოდიპასუხის ტიპიარსებული მდგომარეობა
განცხადების შინაარსისაიას ოფისი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საქმიანობის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტების დამკვიდრებაა. ჩვენს ორგანიზაციას მტკიცედ სჯერა, რომ ინფორმირებული საზოგადოება განვითარებისა და წინსვლის გარანტია.

ნებისმიერ პირს უფლება აქვს, მოითხოვოს და მიიღოს საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე, საჯარო დაწესებულების ან მოხელის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია (საჯარო ინფორმაცია).

საია მიიჩნევს, რომ მისი მოვალეობაა, საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს ის საჯარო ინფორმაცია, რომელიც მის მიერ იქნა მოძიებული და, რომელსაც ის ყოველდღიურად მოიპოვებს საქმიანობისას. ამ მიზნით, წინამდებარე ბაზაში თავს იყრის 2010 წლიდან საიას მიერ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის თაობაზე გაგზავნილი განცხადებები და საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული პასუხები - ყველა დოკუმენტი, რომელიც მიღებულ იქნა საჯარო დაწესებულებებიდან.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, ფართო საძიებო სისტემის მეშვეობით მოიძიონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია, რომელიც საიას საჯარო დაწესებულებებიდან აქვს გამოთხოვნილი. ამასთან, დააკვირდნენ განცხადებაზე სახელმწიფოს რეაგირების პროცესს, თუ რამდენად კანონით დადგენილ ვადაში და სრულყოფილად გასცემენ ისინი საჯარო ინფორმაციას. ასევე, შეიტყონ, რა ზომებს მიმართა საიამ ინფორმაციის გაუცემლობის ფაქტებთან დაკავშირებით.

ბაზაში მოცემულია გაგზავნილი განცხადებებისა და მიღებული პასუხების მოკლე აღწერილობა, რომლებსაც თან ერთვის მათი ორიგინალები. ბაზა ყოველდღიურად განახლებადია. შესაბამისად, ეს არის თითოეული მოქალაქის შესაძლებლობა, მუდმივ რეჟიმში დააკვირდეს ხელისუფლების ქმედებებს, ასევე, მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია გამჭვირვალობის უზრუნველყოფის კუთხით საიას მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.

Copyright © 2011, GYLA All Right Reserved