სტრატეგიული ამოცანები
| 3. ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობის ხელშეწყობა |
|
|
|
გვერდი 1 of 3
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში არაერთი რეფორმა დაიწყო და გატარდა. შემცირდა კორუფციის მასშტაბები, თუმცა, შესამჩნევია კორუფციის სახეცვლილება. ხშირია უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებიც. პოლიტიკური პროცესი უფრო და უფრო დახურული ხდება და მცირდება საზოგადოების თანამონაწილეობის შესაძლებლობა. პრობლემები იქმნება საჯარო მოხელეთა დაბალი კვალიფიკაციისა და ხშირი როტაციის გამოც. იმისათვის, რომ არ შესუსტდეს და არ დაკნინდეს დემოკრატიული პროცესი, ხელისუფლებას სჭირდება ჯანსაღი საზოგადოებრივი ოპონირება და მონიტორინგი. ამ მიმართულებით დღეს ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია არ საქმიანობს. ქვეყანაში ანტიკორუფციული და გამჭვირვალე მმართველობის დამკვიდრებისათვის ბრძოლაში ლიდერთა შორის ვართ და მიგვაჩნია, რომ ჩვენი ფუნქციაა, ბიძგი მივცეთ და წავახალისოთ ხელისუფლების საზოგადოებრივი მონიტორინგი. ჩვენი პოლიტიკა, ამ მხრივ, ეფუძნება პროფესიონალიზმსა და ექსპერტულ მიდგომას, რისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაღალკვალიფიციური ადამიანური რესურსის მობილიზება. შესაბამისად, საია ზრუნავს ასეთი კადრების მოძიებასა და განვითარებაზე. ჩვენი ყურადღების მიღმა არც ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესია და ვცდილობთ მუდმივი მონიტორინგითა და რეკომენდაციებით დავეხმაროთ სახელმწიფოს ნაკისრი ვალდებულებების ეფექტურ შესრულებაში. შესაბამისად, გავაგრძელებთ მუშაობას ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელების ეტაპზე მონიტორინგისა და მონაწილეობის კუთხით. სტრატეგიული ქვეამოცანები: 1. ლიბერალურ ღირებულებებზე დაფუძნებული კონსტიტუციური წესრიგისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობა შედეგები და ინდიკატორები • სტრატეგიული კონსტიტუციური სამართალწარმოების განხორციელება; |





