| ქუთაისი |
|
|
|
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი 1996 წლის ნოემბერში დაფუძნდა. ქუთაისის ფილიალი ახორციელებს ჰოლანდიურ ფონდ “NOVIB”–ის მიერ დაფინანსებულ პროექტს “კანონის უზენაესობა სამართლიანობისათვის”. ორგანიზაცია ასევე ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს “საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფოს ხელშეწყობა”. ზემოაღნიშნული პროექტების ფარგლებში ხორციელდება მოქალაქეთათვის იურიდიული კონსულტაციების გაცემა სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე, როგორც სატელეფონო, ასევე პირადი და გასვლითი კონსულტაციების სახით. პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობით ორგანიზაცია დახმარებას უწევს მოქალაქეებს, რომელებსაც დამოუკიდებლად არ შეუძლიათ დაიცვან საკუთარი ინტერესები სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობაში. საია-ს ქუთაისის ფილიალში ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა, რომელშიც მიმდინარეობს უფროსკლასელთათვის სამართლის საფუძვლების სწავლება და მათი მომზადება ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის. ქუთაისის რამდენიმე სკოლაში მიმდინარეობს პრაქტიკული სამართლის სწავლება. ფილიალში იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ტარდება სემინარები სისხლის, სამოქალაქო სამეწარმეო და ადმინისტრაციული სამართლის დარგებში. “წვევამდელთა უფლებების” დასაცავად ხორციელდება ადგილობრივი ორგანოების სამხედრო განყოფილებების მონიტორინგი. ფილიალი ახორციელებს იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სამართლებრივი დახმარებას მათი უფლებების დაცვის მიზნით. ფილიალში მოქმედებს ქალთა უფლებების დაცვის და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების ჯგუფები. საია-ს ქუთაისის ფილიალში ფუნქციონირებს იურიდიული ბიბლიოთეკა, რომლითაც ადგილზე სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. ბიბლიოთეკა აღჭურვილია 2000-მდე სხვადასხვა სახის იურიდიული ლიტერატურით. საიას ქუთაისის ფილიალის მისამართია: ნიუ-პორტის #5; 4600; საიას ქუთაისის ფილიალის
საიას ქუთაისის ფილიალის წლიური ანგარიში - 2006 |





