პარტნიორები ბეჭდვა ელფოსტა
2006 წლის თებერვალში საია-მ  თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა ერთ-ერთ ცნობილ არასამთავრობო ორგანიზაცია - ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC).

თანამშრომლობის პრაქტიკული დეტალების განხილვის მიზნით ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრსა და საია-ს შორის შეხვედრა თებერვალში ამ ორგანიზაციის ლონდონის ოფისში შედგა. გადაწყდა, რომ ერთობლოვი პროექტი თავიდან სამ ძირითად საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას:

სამარალწარმოება ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში. ექსპერტის დახმარებით და სახელმძღვანელო პრონციპების მიწოდებით  EHRAC დაეხმარება საია-ს სტრასბურგში განაცხადთა წარგზავნაში;
ტრენინგის ჩატარება თბილისში.  ტრენინგი, სავარაუდოდ, 2006 წლის აპრილში ჩატარდება; 
საია-ს წარმომადგენლის მონაწილეობა ლონდონსა და სტრასბურგში EHRAC –ის საადვოკატო უნარჩვევების განვითარების პროგრამაში.
შეხვედრას ესწრებოდნენ პროფესორი ბილ ბოურინგი, თინა დევადასანი, ფილლიპ ლიჩი (EHRAC) და ანა დოლიძე, სოფო ჯაფარიძე და ზურაბ ბურდული (საია).

EHRAC-ი ლონდონის მეტროპოლის უნივერსიტეტის ბაზაზე დაარსდა 2003 წლის იანვარში იმისათვის, რომ რუსული არასამთავრობო ორგანიზაცია "მემორიალისათვის" გაეწია დახმარება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში საქმეთა წარმოებაში.

ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრის ძირითადი მიზანია რუსეთსა და საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციათა, კერძო პირთა და იურისტთა დახმარება ადამაინის უფლებათა ევროპის სასამართლოში განაცხადთა წარგზავნაში.

EHRAC 2003 წლიდან თანამშრომლობს ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრ მემორიალთან (MHRC). ერთობლივი პროექტი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. პროექტის ფარგლებში სტრასბურგში გაგზავნილი განაცხადებიდან თერთმეტივე საქმეზე სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხვნა. ამ საქმეთაგან ექვსი მათგანი ჩეჩნეთის კონფლიქტს შეეხებოდა.

გარდა ევროპულ სასამართლოში სასამართალწარმოებისა, EHRAC-ი  მემორიალთან ერთად რუსეთში ატარებს ტრეინინგს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში და ახორციელებს ყოველწლიურ იურიდიულ უნარჩვევათა განვითარების პროგრამას ლონდონსა და სტრასბუგში.   

წელიწადში ორჯერ EHRAC აქვეყნებს საქმეთა ბიულეტინს, და ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებათა პოპულარიზაციის მიზნით ინგლისურ და რუსულ ენაზე აქვს პროექტის ვებ-გვერდი (www.londonmet.ac.uk/ehrac; http://ehracrom.memo.ru). ეს ვებ-გვერდი პროექტის პროგრესისა და საქმეების გარდა წარმოადგენს ტრენინგის ერთგვარ წყაროს, რომელიც მოიცავს სტატიებს ევროპული სასამართლოსა და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ადამიანის უფლებათა საკითხებზე.

გარდა ამისა, EHRAC –მა ახლახანს რუსულ ენაზე გამოაქვეყნა სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განაცხადთა წარგზავნის თაობაზე. რუსეთში ეს გამოცემა უკვე გავრცელდა არასამთავრობო ორგანიზაციათა, ადამიანის უფლეაბათა დამცველთა, უნივერსიტეტებსა და ბიბლიოთეკებს შორის. EHRAC-ის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიპოვოთ ინტერნეტით www.londonmet.ac.uk/ehrac

 

 

 

 

 

დევნილთა და ლტოლვილთა კავკასიის არასამთავრობო ორგანიზაციათა გაერთიანება - ქსელი CRINGO 75-ზე მეტ დამოუკიდებელ, არაკომერციულ, არაპოლიტიკურ ორგანიზაციებს მოიცავს, რომლებიც ლტოლვილებთან, დევნილებთან და სხვა მათთან გათანაბრებულ პირებთან მუშაობენ.

CRINGO შეიქმნა 2002 წელს ქ. სოჭში (რუსეთი), სადაც წევრებმა მიიღეს ქსელის დებულება, ქცევის კოდექსი და ქსელის მართვის დემოკრატიული წესები, აგრეთვე ჩამოაყალიბეს ქსელის ძირითადი ხედვა და პრინციპები. 

CRINGO-ს ისტორია დსთ-ს ქვეყნების ჟენევის კონფერენციიდან იწყება, სადაც წევრთა უმრავლესობა შეხვდა და გადაწყვიტა უფრო ორგანიზებული ქსელური სტრუქტურის მეშვეობით საერთო მიზნებისთვის მიეღწია და ემოქმედა. ამ პროცესს დანიის ლტოლვილთა საბჭომ დაუჭირა მხარი და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის ფარგლეფში დააფინანსა.

კავკასიის მასშტაბით მუშაობისას ქსელ CRINGO-ს მართავს ოთხი საკოორდინაციო პუნქტი, რომელიც მდებარეობს ბაქოში, ერევანში, თბილისსა და სტავროპოლში. ოთხივე ქვეყანაში მთავარი საკონტაქტო პირები ქსელის ფასილიტატორები, ოთხი წევრი ადმინისტრაციული ორგანიზაციის თანამშრომლები არიან.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციია წარმოადგენს თბილისის საკოორდინაციო პუნქტის ადმინისტრაციულ ორგანიზაციას.