"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ...
"საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის ...
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს ...
"საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ...
"საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ...
"იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" ...
"თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ" ...
საქართველოს საარჩევნო კოდექსის პროექტი
"საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ...
"საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ...
10 რეიტინგული დასკვნა
”ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ...
"საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ...
"სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს ...
"საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების ...
"საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ...
"საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და ...
"ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ...
"საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ...
"სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანულ ...
"მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ...
სფერო / დარგი
განხილვის სტადია
კანონპროექტის ინიცირების პერიოდი
ინიციატორი
ავტორი
კანონპროექტის დასახელება
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის
მთავარი მისიაა კანონის უზენაესობის დამკვიდრება საქართველოში. ამ მიზნის
მისაღწევად ორგანიზაცია წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს
პარლამენტის საქმიანობაში.
საია ახორციელებს კანონშემოქმედებითი პროცესის სისტემატურ მონიტორინგს
და ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციიას წერილობითი ფორმით
წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. კერძოდ, ორგანიზაცია დასკვნებს ამზადებს
პროექტებთან მიმართებით, რომლებიც მნიშვნელოვანია:
1. ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით;
2. ეფექტური მმართველობის კუთხით;
3. კანონის უზენაესობის კუთხით;
4. უკავშირდება ორგანიზაციის პროექტულ საქმიანობას;
5. წარმოადგენს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს.
ყველა მნიშვნელოვან კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლებიც
უკანასკნელი წლების განმავლობაში განიხილა საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მომზადებული და წარდგენილი აქვს წერილობითი
მოსაზრება.
წარმოდგენილი მონაცემთა ბაზის სახით საქართველოს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაინტერესებულ პირებს აძლევს საშუალებას სწრაფად,
მარტივად და უფასოდ მოიძიონ მნიშვნელოვანი კანონპროექტები და დასკვნები აღნიშნულ
პროექტთან დაკავშირებით.
მონაცემთა ბაზა აერთიანებს კანონშემოქმედებით სფეროში საქართველოს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ 2006 წლიდან გაწეული სამუშაოს შესახებ
ინფორმაციას. კერძოდ, ბაზაში მოცემულია:
1. საიას მიერ საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილი
დასკვნები კანონპროექტებთან დაკავშირებით;
2. საიას მიერ შემუშავებული საკანონმდებლო წინადადებები.
თქვენ შეგიძლიათ მარტივად მოიძიოთ თქვენთვის საინტერესო პროექტი და
შესაბამისი დასკვნა ისეთი კრიტერიუმების გამოყენებით, როგორებიცაა: სფერო/დარგი;
კანონპროექტის განხილვის სტადია; პროექტის ავტორი; ინიციატორი; კანონპროექტის
ინიცირების პერიოდი; კანონპროექტის დასახელება.
აქვე, შეგიძლიათ გაეცნოთ ამა თუ იმ კანონპროექტთან დაკავშირებით მედია
საშუალებებით გავრცელებულ სატელევიზიო სიუჟეტებს, საგაზეთო სტატიებსა და რადიო
გადაცემებს.
ბაზაში სპეციალური გვერდი ეთმობა საიას საკანონმდებლო წინადადებებს,
რომლებითაც ორგანიზაციამ მიმართა პარლამენტს.
ვებ-გვერდი ასევე, გაძლევთ შესაძლებლობას გამოიწეროთ ახლად დამატებული
დასკვნების შესახებ ინფორმაცია. ამ ფუნქციის გააქტიურების შემთხვევაში, თქვენ
ავტომატურ რეჟიმში მიიღებთ საიას მიერ პარლამენტისათვის წარდგენილი დასკვნის
ელექტრონულ ვერისიას.
იმედს გამოვთქვამთ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ
შექმნილი მონაცემთა ბაზა გამოიწვევს მომხმარებლის დაინტერესებას, მნიშვნელოვნ
დახმარებას გაუწევს, როგორც სხვადასხვა დაინტერესებულ პირებს, ასევე საქართველოს
პარლამენტს და მოკრძალებულ წვლილს შეიტანს ქვეყანაში საკანონმდებლო პროცესის
გამჭვირვალეობასა და დახვეწაში.