საია აცხადებს კონკურსს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში საარჩევნო ანალიტიკოსების პოზიციაზე
19 მარტი, 2024საიას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ანალიტიკოსი იმუშავებს საიას დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამაში სხვა პროგრამებთან მჭიდრო კოორდინაციით.
პოზიციის დასახელება - საარჩევნო ანალიტიკოსი
საარჩევნო ანალიტიკოსის ვალდებულებებში შედის საარჩევნო გარემოსთან და საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაანალიზება, განცხადებების, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ მოსაზრებების, კვლევებისა და ანგარიშების მომზადება.
სამუშაო განაკვეთი - არასრული
სამუშაო ადგილი - თბილისი
სამუშაოს ხანგრძლივობა - 10 თვე
ანაზღაურება - 500$ - ის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში (საშემოსავლო და საპენსიო გადასახადის ჩათვლით)
ძირითადი ფუნქციები:
1. საარჩევნო საკითხების კვლევა და ანალიზი, გრძელვადიანი და მოკლევადიანი საარჩევნო მონიტორინგის ფარგლებში ანალიტიკური დოკუმენტის მომზადება, ორგანიზაციის საარჩევნო მისიაში აქტიური ჩართულობა;
2. პროექტის ფარგლებში შეხვედრების, პრეზენტაციების და სხვა ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა;
3. პროექტის პერიოდული ანგარიშების და საორგანიზაციო დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობა;
4. გრძელვადიან და მოკლევადიან მონიტორებთან მჭიდრო და მუდმივი კომუნიკაცია;
5. სამართლებრივი კორესპონდენციის წარმოება;
6. მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა;
7. მიუკერძოებლობისა და პარტიულობის შენარჩუნება საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ყველა აქტივობაში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მაგისტრის ხარისხი სამართალმცოდნეობაში;
- შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნა და ინტერესი;
- ინგლისური ენის ცოდნა (წერითი და საკომუნიკაციო უნარები);
- გამართული წერა და მეტყველება ქართულ ენაზე;
- საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (word, excel, power point);
უნარ-ჩვევები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სამუშაოს ორგანიზების უნარი;
- შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი;
- კრიტიკული ანალიზის, პრობლემების პროაქტიულად გამოვლენის და ოპერატიულად კომუნიკაციის უნარი;
- სტრესულ სიტუაციებში ორგანიზებული მუშაობა.
წარმოსადგენი დოკუმენტები:
- რეზიუმე (CV)
- სარეკომენდაციო წერილი;
- მაგისტრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
- აპლიკანტის მიერ წარსულში მომზადებული წერილობითი ანალიტიკური დოკუმენტი, რომელიც საუკეთესოდ გამოავლენს კანდიდატის უნარ-ჩვევებს (სასურველია ქართულ და ინგლისურ ენაზე);
ეტაპები
- პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;
- მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება;
საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზაცია უფლებას იტოვებს დაიბაროს კანდიდატი შერჩევის დამატებით ეტაპებზე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნონ ელ. ფოსტის მისამართზე - vacancy@gyla.ge,
გთხოვთ, Subject ველში მიუთითეთ პოზიციის სახელი - საარჩევნო ანალიტიკოსი
საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!
ელექტრონული განაცხადის მიღების საბოლოო ვადაა 2024 წლის 31 მარტი 23:59.
საკონტაქტო პირი ვაკანსიასთან დაკავშირებულ შინაარსობრივ საკითხებზე: ნანუკა ყრუაშვილი, nkruashvili@gyla.ge.
გააზიარე: