სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება

საია, სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტებსაც აკვირდებოდა. საჭიროების შემთხვევაში კი წარმოადგენდა გათავისუფლებულ პირთა ინტერესებს სასამართლოში. საანგარიშო პერიოდში, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების სამი ფაქტი დაფიქსირდა, კერძოდ:

2016-09-08 17:50 სრულად ნახვა

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები რეგიონში

2016 წლის 18 ივლისს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით გავრცელდა[1] ინფორმაცია წინასაარჩევნო აგიტაციის ფარგლებში ქ.ბათუმში, ბენზეს დასახლებაში, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ლევან ვარშალომიძის ამომრჩევლებთან შეხვედრის შესახებ. აღნიშნულ შეხვედრაზე ლევან ვარშალომიძემ რამდენიმე ამომრჩეველთან დადო წერილობითი ხელშეკრულება ახალი კორპუსის მშენებლობის დაპირების შესახებ.

2016-09-08 17:48 სრულად ნახვა

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები თბილისში

მიმდინარე წლის 9 ივნისს, საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუს“-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, თევდორე კობახიძის ინიციატივით, „ვაკის სკოლების პედაგოგებს უფასო დიაგნოსტიკური კვლევები ჩაუტარდებათ.“ აღნიშნული ფაქტის დეტალურად შესწავლის მიზნით,  განცხადებით მივმართეთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამოვითხოვეთ ინფორმაცია დაგეგმილი ღონისძიების ინიციატივისა და ბიუჯეტის შესახებ.

2016-09-08 17:48 სრულად ნახვა

გაზეთმა „ტყიბულმა“ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების წესები დაარღვია

მუნიციპალიტეტის ადგილობრივ საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთის „ტყიბული“-ს ივლისის ნომერში გამოქვეყნდა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ელგუჯა გოცირიძის სააგიტაციო წერილი და სტატია.   ორივე შემთხვევაში, სტატიისა და სააგიტაციო წერილის სათაურამდე არ იყო წარწერა „უფასო პოლიტიკური რეკლამა“ ან „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“. წარმოადგენს მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების ზოგადი  წესების დარღვევას, რას დაკავშირებით განცადება საია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წარადგინა.

2016-09-08 17:46 სრულად ნახვა

წინა საარჩევნო აგიტაციის წესების დარღვევა

2016 წლის 16 ივნისს ქალაქ რუსთავში დაგეგმილი იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა. მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას დაემთხვა უამინდობა. ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა მისულ მხარდამჭერებს მოუწოდეს თავი წვიმისაგან იქვე იუსტიციის სახლისა და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციისათვის შეეფარებინათ. მიუხედავად იმისა, რომ წინასარჩევნო აგიტაციის ჩატარება აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებეში აკრძალულია,  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების აღნიშნულ შენობებში შესვლის შემდეგ, შეკრებილ მოსახლეობას პოლიტიკური შინაარსის განცხადებებით მიმართა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ. მიმართვის შემდეგ ლიდერებმა შეკრებილებს დაშლისა და მაჟორიტარების წარდგენის სხვა დროისათვის გადადება შესთავაზეს.  

2016-09-08 17:45 სრულად ნახვა

აგიტაციაში უკანონო მონაწილეობა და აგიტაციის წესების დარღვევა

ინტერნეტ სივრცისა და სოციალური ქსელის სააგიტაციო მიზნებისთვის გამოყენებისა და უკანონო აგიტაციის განხორციელებისათვის ცალკე საკანონმდებლო რეგულაციები არ არსებობს. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად კი, საარჩევნო დარღვევების ბუნებაც ტრანსფორმირდა და რიგ შემთხვევებში ინტერნეტ სივრცეში გადაინაცვლა, რისი ნათელი მაგალითია სოციალური ქსელის (მათ შორის Facebook) საშუალებით აგიტაცია  და საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ვიდეო ტრანსლირების განხორციელება და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩართვა ამ გზით წინასაარჩევნო აგიტაციაში.

2016-09-08 17:43 სრულად ნახვა

პრემიერის ინიციატივა „ცხოვრება გრძელდება“ პარტიული და სახელმწიფო რესურსებს შორს აუცილებელ ზღვარს ბუნდოვანს ხდის

მართალია საქართველოს კანონმდებლობა წინასაარჩევნო პერიოდში, გამონაკლისების გარდა, არ კრძალავს, სოციალური ხასიათის პროგრამების ინიცირებას და განხორციელებას, თუმცა ასეთი ინიციატივები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რისკებს შეიცავს. მსგავსი ინიციატივები ძირითადად მოსახლეობის ფართო მასებზეა გათვლილი და წინასაარჩევნოდ მათი ინიცირება სწორედ ამომრჩეველთა კმაყოფილების დონის ამაღლებას ისახავს მიზნად.

2016-09-08 17:32 სრულად ნახვა

მაჟორიტარობის ერთ-ერთი კანდიდატი სავარაუდოდ კანდიდატობისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს

2016 წლის 27 აგვისტოს N81 ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გამოსცა N07/2016 განკარგულება, რომლის თანახმადაც 2016 წლის 08 ოქტომბრის საქართველოს პარალმენტის არჩევნებისათვის N71 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საინიციატივო ჯგუფის წევრების მიერ წარდგენილი ლეონიდ ჩერნოვეცკი დარეგისტრირდა პარლამენტის წევრობის მაჟორიტარობის კანდიდატად.

2016-09-08 17:00 სრულად ნახვა

წინასაარჩევნო პერიოდი და საბიუჯეტო ცვლილებები აკრძალვებს მიღმა

დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდი საქართველოში ტრადიცულად 2 თვეს გრძელდება, თუმცა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდი ოთხი თვით განისაზღვრა. აღნიშნულმა   როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური ასპექტები გააჩინა. მაგალითად, საბიუჯეტო ცვლილებებისა და ახალი პროგრამების განხორციელება/არსებულის ზრდა, რომელიც საარჩევნო კოდექსით აკრძალულია არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან, რიგ შემთხვევებში სწორედ კამპანიის ოფიციალურად დაწყების შემდეგ განხორციელდა.

2016-09-08 14:49 სრულად ნახვა

საარჩევნო წელს ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებში აქცენტი სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე არის გაკეთებული

წინასაარჩევნო პერიოდში, მთელ რიგ მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტების ცვლილებები განხორციელდა, რომლითაც  ადგილობრივი ხელისუფლება შეეცადა 2016 წლის ბიუჯეტით, განსხვავებით 2015 არასაარჩევნო წლის ბიუჯეტისაგან, გათვალისწინებული თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი ისეთ პროგრამებზე გადაენაწილებინა, რომელთა განხორციელებაც მოსახლეობაში კმაყოფილებას, საბოლოო ჯამში კი, არჩევნებზე მათი მხარდამჭერების რიცხვის ზრდას გამოიწვევდა. მათი განხორციელება წინასაარჩევნოდ, შესაძლოა უშუალოდ არ ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსის კონკრეტულ ნორმებს, თუმცა, თავისი არსით, საბიუჯეტო სახსრების საარჩევნო მიზნებისათვის გამოყენებას წარმოადგენს და არათანაბარ პირობებს ქმნის პოლიტიკური პარტიებისათვის.

2016-09-08 14:36 სრულად ნახვა