სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

როგორ დაეხმარა სასამართლო “მრეწველებს” “თავისუფალი დემოკრატებისათვის” საარჩევნო ადმინისტრაციაში წევრის ყოლის უფლების წართმევაში

26 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი, რომლითაც ცესკოს თავმჯდომარის პარტიების დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის თაობაზე განკარგულების ბათილობას ვითხოვდით და ამით თქვა, რომ:

2016-11-28 10:51 სრულად ნახვა

მარიკო კობახიძის ბლოგი- ვიდრე, მე თქვენი „შთაგონების წყარო“ ვარ...

საუკუნეების მანძილზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ, სხვადასხვა დამოკიდებულება არსებობდა და ის დროთა განმავლობაში იცვლებოდა. ის სტერეოტიპები და სტიგმა, ჩვენს რეალობაში დღესაც რომ მყარად არის გამჯდარი, საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა და ყალიბდებოდა. ისტორიული წყაროებით შემორჩენილია სხვადასხვა კულტურული ხედვა,  რომელიც თავის დამოკიდებულებას ასახავდა შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე ადამიანების მიმართ. თუ შორეულ წარსულს გადავავლებთ თვალს, აღმოვაჩენთ, რომ შშმ პირები აღიქმებოდნენ, ადამიანებად, რომლებიც შეპყრობილნი იყვნენ ბოროტი სულით და მათ, ხშირ შემთხვევაში, ამის გამო სჯიდნენ. 

2016-10-17 12:52 სრულად ნახვა

მე ისეთ პარლამენტარს რა ვუთხრა, ვინც ვერ ახერხებს ქართულად, წერა, კითხვას და ლაპარაკს?! 

წლევანდელი არჩევნებიც გამორჩეულია სხვა არჩევნებისგან, პოლიტიკური ბატალიებიდან დაწყებული საარჩევნო დარღვევებით დამთავრებული. თითოეული კანდიდატი ცდილობს ამომრჩევლის გულის მოგებას, ზოგი კანონიერად, ზოგიც უკანონოდ. ვფიქრობ, უკანასკნელი შემთხვევა, რომელიც ქობულეთში ხდება, ყველაზე გამორჩეული, უცნაური და შემაშფოთებელია. საქართველოს პარლამენტის წევრობა სურს პირს, რომელმაც არ იცის ქართული ენა. ენა, რომლის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აღიარებულია კონსტიტუციით და იგი მიჩნეულია ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობად. უფრო მეტიც, საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 22 ივლისს სპეციალური კანონიც კი მიიღო სახელმწიფო ენის დაცვის შესახებ.

2016-09-11 22:00 სრულად ნახვა

იყო და არა იყო რაა.. იყო საბჭო…

საბჭო, ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციებით აღჭურვილი.  მაინც რა ევალებოდა? ბეევრი რამ, მათ შორის, სასამართლოს (მოსამართლის) დამოუკიდებლობის, მართლმსაჯულების ხარისხისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნა - გათავისუფლება.

2016-07-20 17:22 სრულად ნახვა

რატომ ვირჩევ?

​80 დღეში საქართველოში, უკვე მერამდენეჯერ მოგვიწევს „მნიშვნელოვანი“ არჩევანის გაკეთება, წინ დიდი საპარლამენტო არჩევნები  გველის .

2016-07-19 11:28 სრულად ნახვა

მაგდა პაპიძე რომ უდანაშაულო ყოფილიყო...

პ.ს. დასაწყისშივე მინდა აღვნიშნო, რომ ბლოგი არ ეხება მაგდა პაპიძის მიერ ჩადენილ დანაშაულს და არც ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტს. ეს ბლოგი საზოგადოებაზეა, პაპიძის დანაშაულობის მიღმა არსებულ საზოგადოებაზე, რომელმაც სასამართლო პროცესების დაწყებამდე და მტკიცებულებების გამოკვლევამდე გამოიტანა განაჩენი. 

2016-07-06 18:26 სრულად ნახვა

წინ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებია...

წინ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებია...2016 წლის გაზაფხული პოლიტიკური თვალსაზრისით დატვირთული იყო, თუმცა ზაფხულის დადგომასთან ერთად არა მხოლოდ ჰაერის ტემპერატურა აიწევს საქართველოში, წინ პოლიტიკურადაც ცხელი ზაფხული გველოდება... წინ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებია. 

2016-05-18 16:48 სრულად ნახვა

პოლიტიკურად მოტივირებული „კაბელების საქმე“

2016 წლის 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ე.წ. „კაბელების საქმეზე“ თავდაცვის სამინისტროს ხუთ მაღალჩინოსანს სასჯელის სახით 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

2016-05-17 14:05 სრულად ნახვა

დაბრუნებამდე

ადრე, აჭარაში, ჯერ კიდევ მაშინ როცა სკოლაში ვსწავლობდი, სასწავლო კვირის შემდგომი უქმე დღეები  ჩემს სოფელში - ძენწმანი გრძელდებოდა. თითქმის ყოველთვის ორი უქმე დღიდან ერთს - შაბათს ან კვირას სოფლის თავში, "ოთხზიარის" ძველ სათესებსა და ყანებში ვატარებდით. არა, დასვენების მიზნით კი არა მიწაზე ვმუშაობდით. გაზაფხულზე ჯერ ყანის „მოჩალვით“ იწყებოდა ყველაფერი. მერე ყანა იხვნებოდა, იფარცხებოდა და სიმინდი ითესებოდა. მიწიდან ამოსულ სიმინდს ყანის „ფხეკა“ მოსდევდა თან. ფხეკის დროს ერთადერთი შვება ყანის თავში მდგარი ვეებერთელა თეთრი ბალი იყო. თეთრ ბალს შუადღეს წყაროზე ჩაცივებული მაწონი და მჭადი ანაცვლებდა. შემოდგომაზე ყანის აღების დრო მოდიოდა და ზამთრის შემდეგ ყველაფერი თავიდან იწყებოდა. ერთი სიტყვით მთელი ეს პროცესი ფილოსოფია იყო და ამ ფილოსოფიის დროს ნალიაში გაფენილ ბალახზე წამოკოტრიალებასა და ფიქრს ცოტა რამ თუ სჯობდა ქვეყანაზე.

2016-05-11 10:45 სრულად ნახვა

ცხელი პური და სიყვარული

აღმაშენებლის ჩაყოლებაზე, ერთმანეთზე მიწყობილი ჭრელა-ჭრულა მაღაზიებია და სულ ბევრი ხალხი ირევა. ამ პატარა მწკრივის წინ, პასტერის მოსახვევიდან მაკდონალდსამდე  რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით 6 ადამიანი ხურდას ითხოვს, სხვადასხვა კუთხეში შეყუჟული. 

2016-05-09 00:29 სრულად ნახვა