სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დისკუსია: ქალთა ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში

2016 წლის 7 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვლევის - „2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გენდერული ანალიზი, ძირითადი მიგნებები და გამოწვევები“ შუალედური შედეგების პრეზენტაცია გამართა. კვლევა პროექტის - „საქართველოში კონკურენტული,  სამართლიანი და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა 2016-2018 საარჩევნო ციკლისთვის“ ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტის მიზანს წარმოადგენს საქართველოში ინკლუზიური, კონკურენტული და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა.

2016-12-07 14:36 სრულად ნახვა

საიას თბილისის ოფისის იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა-სტაჟიორთა კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ!

საიას იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა/სტაჟიორთა შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატთა დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, კონკურსის პირველი ეტაპი - (კაზუსების ამოხსნა) ჩატარდება რამდენიმე ნაკადად. გთხოვთ, თანდართულ დოკუმენტში იხილოთ შესაბამისი გადანაწილებები და განრიგი. 

2016-11-29 11:59 სრულად ნახვა

არჩევნების შემდგომ საჩივრების განხილვისა და შედეგების შეჯამების პროცედურების მონიტორინგის შედეგები

წინასაარჩევნო პერიოდისა და არჩევნების დღის გარდა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ არჩევნების დღის შემდგომი პერიოდის მონიტორინგიც განახორციელა. ორგანიზაციის დამკვირვებლები საჩივრების განხილვას როგორც ზემდგომ საარჩევნო კომისიებში, ასევე სასამართლოებში აკვირდებოდნენ. 

2016-11-25 14:52 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებას ეხმაურებიან

ცესკოს თავმჯდომარის 2016 წლის 22 ნოემბრის #221/2016 განკარგულებით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიებზე გასანაწილებელი დაფინანსების ოდენობები განისაზღვრა. აღნიშნული განკარგულება წინააღმდეგობაში მოდის კანონმდებლობის მოთხოვნებთან და უსაფუძვლოდ, პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს მხოლოდ ერთ პოლიტიკურ გაერთიანებას -  „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს.“  

2016-11-24 11:20 სრულად ნახვა

სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტი: სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების მართვა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულა საქართველოში

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის - საქართველოს ეროვნული პლატფორმის ფარგლებში ერთობლივად მოამზადა სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების მართვა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება“, რომელიც 2016 წლის 22 ნოემბერს საქართველოს ეროვნული პლატფორმის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე წარედგინება საქართველოს მთავრობას. 

2016-11-22 10:54 სრულად ნახვა

საია და IDFI საქართველოს მთავარ პროკურატურას შსს-ს წინააღმდეგ გამოძიების დაწყების განცხადებებით მიმართავენ

18 ნოემბერს,  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ( გაზეთი ბათუმელების სახელით),  და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI)  მთავარ პროკურატურას შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) წინააღმდეგ გამოძიების  დაწყების შესახებ განცხადებებით მიმართეს.  

2016-11-18 16:39 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის XXIII საერთო კრება

საიას წევრთა საყურადღებოდ! გაცნობებთ, რომ 2016 წლის 26 ნოემბერს, ქორთიართ მარიოტში გაიმართება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის XXIII საერთო კრება

2016-11-12 18:26 სრულად ნახვა

საია მოუწოდებს ხელისუფლებას, სიფრთხილით მოეკიდოს დიასპორასთან ურთიერთობის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან ინტერესებს და არ მიიღოს ნაჩქარევი გადაწყვეტილება დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმების თაობაზე

29 ოქტომბერს, ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში, საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის (დიასპორის სამინისტროს) გაუქმების შესახებ, რაც დაუკავშირა „კონსერვატული“ დანახარჯების პოლიტიკას.

2016-11-10 18:14 სრულად ნახვა

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღის შეფასება

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. ამომრჩეველმა ნება ძირითადად თავისუფლად გამოხატა.

2016-10-31 12:50 სრულად ნახვა

მეორე ტურის კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 21:00 საათისთვის

საია აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობის დაკვირვებას. 

2016-10-30 21:40 სრულად ნახვა