სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 20:00 საათისთვის

 საიას დამკვირვებლები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით მიმდინარე შუალედურ არჩევნებს სენაკის  #64 ოლქსა და ზუგდიდის #67 ოლქში აკვირდებიან. დამკვირვებლების სენაკი ოლქის 34-ე, 35-ე და ზუგდიდის #67 ოლქის 45-ე უბნებში არიან განთავსებულნი.

2015-05-31 20:55 სრულად ნახვა

კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 12:00 საათისთვის

მიუხედავად გარკვეული დარღვევებისა, 12 საათისათვის კენჭისყრის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. სამივე საარჩევნო უბანი აღჭურვილი იყო შესაბამისი საარჩევნო მასალებით და დროულად იყო მზად ამომრჩევლის მისაღებად. ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა საარჩევნო სუბიექტის ორი წარმომადგენელის ყოფნა უბანზე, ასევე  კენჭისყრის დროს დაირღვა საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა, რაზედაც კომიასიამ მიიღო გადაწყვეტილება საარჩევნო ყუთის ხელახლა დალუქვისა და კენჭისყრის გაგრძელების თაობაზე.  

2015-05-31 12:48 სრულად ნახვა

რა მოხდება ხმა რომ ამოვიღოთ?

მინდა ვინმეს მაინც გადავცე ის, რაც ჩვენს გარშემო სინამდვილეში ხდება. ჩვენ კი არ გვესმის, არ ვხედავთ და არ გვინდა, რომ შევაჩეროთ.                                                            ეს არ გახლავთ, მხოლოდ ის სოფელი, სადაც  ცხოვრებისთვის ელემენტარული პირობები არ არსებობს, სადაც მხოლოდ ,,ცალსახურავით’’ არის პატარა სახლი გადახურული და სავსეა ხმაურიანი, სასტიკი ისტორიით. სადაც მხოლოდ ერთი დაშლილი ტახტი და  მოგონებებით გაჟღენთილი, სიძველისგან დაღლილი კარადები დგას...

2015-05-31 00:01 სრულად ნახვა

მიმართვა საქართველოს პარლამენტს საარჩევნო სისტემის რეფორმირების საკითხზე

2015 წლის 30 მაისს 8 არასამთავრობო ორგანიზაციისა და 14 პოლიტიკური პარტიის  წარმომადგენლებმა  პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ კონფერენციაზე  ქვეყნის  საარჩევნო სისტემის რეფორმების საკითხზე დოკუმენტი გააფორმეს. აღნიშნულ დოკუმენტში ასახულია ერთიანი ხედვა, რომელიც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის, პროპორციული საარჩევნო სისტემით შეცვლას გულისხმობს.

2015-05-30 16:18 სრულად ნახვა

საიამ საზოგადოებრივი მაუწყებელის სამეურვეო საბჭოს მოსაზრებები წარუდგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საზოგადოებრივი მაუწყებლის 2015 - 2016 წწ. პროგრამული პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტზე სამეურვეო საბჭოს მოსაზრებები წარუდგინა .    

2015-05-29 18:18 სრულად ნახვა

კოალიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის პროცესს ეხმაურება

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ეხმაურება საქართველოს მთავრობის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის ფარგლებში მომზადებულ კანონპროექტთა პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოყოფას და მისგან გამომდინარე ცვლილებებს. 

2015-05-28 18:00 სრულად ნახვა

„ქართული ოცნების“ მმართველობის ორი წელი: არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასება

დღეს გამართულ კონფერენციაზე საქართველოში მოღვაწე 15-მა აქტიურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირველი ორი წელი შეაფასა. შემაჯამებელი ანგარიში საჯარო პოლიტიკის 20-ზე მეტ სფეროს ეხება.

2015-05-28 14:55 სრულად ნახვა

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა პროექტის “სამოქალაქო და სამართლებრივი განათლების ხელშეწყობა” დახურვის ცერემონია გამართა

2015 წლის 25 მაისს საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში პროექტის “სამოქალაქო და სამართლებრივი განათლების ხელშეწყობა” დახურვის ცერემონია გამართა. 

2015-05-25 17:30 სრულად ნახვა

2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით კერძო სადაზღვევო სქემაში ჩართული პირებისათვის საყოველთაო დაზღვევის მხოლოდ მინიმალური პაკეტის შეთავაზებას საია არაკონსტიტუციურად მიიჩნევს

2015 წლის 25 მაისს საიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით. საია დისკრიმინაციულად მიიჩნევს ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" მთავრობის დადგენილების მე-2 მუხლს. ამ ნორმით პირები, რომლებიც 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით სარგებლობდნენ კერძო დაზღვევით, ვერ მიიღებენ საყოველთაო დაზღვევით გათვალისწინებულ ყველა სამედიცინო მომსახურებას. 

2015-05-25 17:00 სრულად ნახვა

კონკურსი საიას თბილისის ოფისის იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა/სტაჟიორთა მიღების შესახებ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თბილისის ოფისის იურიდიული დახმარების ცენტრი აცხადებს კონკურსს ადვოკატ-კონსულტანტის თანაშემწეთა/სტაჟიორთა მისაღებად საზოგადოებრივ საწყისებზე.

2015-05-18 17:32 სრულად ნახვა