სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კონფერენცია „რუსეთის პასუხისმგებლობა აგვისტოს ომის დროს და დღეს: საიას საქმეები ევროპულ სასამართლოში“

2015 წლის 6 მაისს საიამ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში კონფერენცია გამართა „რუსეთის პასუხისმგებლობა აგვისტოს ომის დროს და დღეს: საიას საქმეები ევროპულ სასამართლოში“. კონფერენციაზე მიმოიხილეს საქმეები, რომლებშიც საია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე  რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს. 

2015-05-06 15:00 სრულად ნახვა

პირველადი შენიშვნები და მოსაზრებები სასამართლო რეფორმის კანონპროექტებთან დაკავშირებით

 წარმოგიდგენთ, კოალიციის სამართლებრივ ანალიზს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე, რომელიც შეეხება “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში, “იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ” საქართველოს კანონსა და „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას. 

2015-05-05 12:13 სრულად ნახვა

მშრომელთა საერთაშორისო დღეს საია მთავრობას მოუწოდებს შექმნას ეფექტური შრომის ინსპექცია

1 მაისს მშრომელთა საერთაშორისო დღეა. შრომის უფლება, რომელიც ასევე მოიცავს უფლებას შრომის უსაფრთხო და სათანადო პირობებზე, ადამიანის ფუნდამენტური უფლება და სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ვალდებულებაა, რომელიც აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით, ასევე საქართველოს მიერ აღიარებული საერთაშორისო ვალდებულებებით.

2015-05-01 16:07 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მიერ ეკა გიგაურისა და კახა კოჟორიძის მისამართით გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით

გვინდა, გამოვეხმაუროთ გადაცემაში "კვირის 20/30" ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ყოფილ და ამჟამინდელ ხელმძღვანელთა მიმართ. 

2015-04-28 11:55 სრულად ნახვა

საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის აფეთქების ფაქტზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიებიება უნდა დაიწყოს

2014 წლის 13 დეკემბერს, შპს „RMG-Gold”-მა მედიაში გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც კომპანიამ საყდრის-ყაჩაღიანის #1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განაახლა. კომპანიის მიერ ინფორმაციის გავრცელების პარალელურად ცნობილი გახდა რომ საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტზე ადგილი ჰქონდა აფეთქების ფაქტს.

2015-04-24 11:00 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები გურჯაანის მუნიციპალიტეტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან

ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით უკანასკნელ დღეებში გურჯაანში განვითარებულ მოვლენებს, ვგმობთ საზოგადოებისადმი გამოხატულ აშკარა უპატივცემლობის ფაქტებს, რომლებიც შესაძლოა ასევე შეიცავდეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს და სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი რეაგირებისკენ მოვუწოდებთ. 

2015-04-23 17:08 სრულად ნახვა

კოალიციის მოსაზრებები პროკურატურის რეფორმის კონცეფციასთან დაკავშირებით

ვეხმაურებით სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს მიერ, 2015 წლის 8 აპრილს, წარმოდგენილ პროკურატურის რეფორმის კონცეფციას, რომლის მიხედვითაც შემოთავაზებულია რამდენიმე სიახლე მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის პროცედურებთან დაკავშირებით. კონცეფციით დანიშვნის პროცესში შემოყვანილია საპროკურორო საბჭო, რომელიც ახდენს იუსტიციის მინისტრის მიერ ნომინირებული კანდიდატების განხილვას. საბჭოს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატურა წარედგინება მთავრობას, მთავრობის თანხმობის შემთხვევაში კი, კანდიდატურის თაობაზე მსჯელობს პარლამენტი, რომელიც საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას უბრალო უმრავლესობით იღებს.

2015-04-21 17:12 სრულად ნახვა

არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების თაობაზე ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით

უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტი გეგმავს პირველი მოსმენით მიიღოს საქართველოს კანონი “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”, რომლის ავტორია - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო ინიციატორი - საქართველოს მთავრობა. კანონპროექტის ერთ-ერთ მიზანს  ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდების კრიმინალიზება წარმოადგენს.

2015-04-17 16:30 სრულად ნახვა

კოალიციის განცხადება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პროექტთან დაკავშირებით

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მიესალმება იუსტიციის სამინისტროს მიერ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მომზადებას.  კოდექსის შექმნა შეესაბამება  ბავშვის უფლებათა  კონვენციას, რომელიც მის ხელმომწერ სახელმწიფოებს ავალდებულებს დაამკვიდროს სპეციალური პოლიტიკა, პროცედურები, და ინსტიტუტები, მართლმსაჯულების სისტემასთან შემხებლობაში მყოფი არასრულწლოვნებისთვის.  

2015-04-16 11:16 სრულად ნახვა

,,კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის'' მიმართვა კომუნიკაციების კომისიას

ბოლო დღეების განმავლობაში კომპანია მაგთისატის ოფიციალურ Facebook გვერდზე ვრცელდება არასათანადო, აუდიტორიის შეცდომაში შემყვანი რეკლამა, როგორც ტექსტური, ისე ვიდეორგოლის სახით, რომლის მთავარი მესიჯია, რომ ,, 17 ივნისიდან საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ სპეციალური ციფრული დეკოდერის გარეშე ვეღარ უყურებთ ქართულ ტელეარხებს''.

2015-04-15 11:00 სრულად ნახვა