სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

რეკომენდაციები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით

მიგვაჩნია, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნების ჭრილში პრიორიტეტულ საკითხს  არსებული საარჩევნო სისტემის შეცვლა წარმოადგენს, კერძოდ, უნდა მოხდეს ისეთი სისტემის დამკვიდრება, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, ამომრჩეველთა ნების პროპორციულად გარდასახვას მანდატებში, დაკარგული ხმების მინიმუმამდე შემცირებას და ხმის წონის თანაბრობის პრინციპის დაცვას.

2015-01-14 16:34 სრულად ნახვა

კოალიციის განცხადება უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შერჩევასთან დაკავშირებით

კოალიციას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის სურს გამოეხმაუროს უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შერჩევის საკითხს, რომლის მიმართაც საზოგადოებაში უკვე არსებობს მზარდი ინტერესი. როგორც ცნობილია, მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა 2015 წლის თებერვალში იწურება. 

2015-01-12 14:25 სრულად ნახვა

საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით კანონი ისევ ირღვევა

2014 წლის 12 დეკემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე, შპს "RMG Gold"-მა არქეოლოგიური ობიექტის დაშლა (აღების) სახელით, საყდრისი-ყაჩაღიანის უძველეს ოქროს მაღაროზე მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოება განაახლა. აღნიშნული სამუშაოების განახლება წარმოადგენს კანონის დარღვევას, ვინაიდან მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოების უფლება "RMG Gold"-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ამ დრომდე შეჩერებული აქვს.

2015-01-12 11:30 სრულად ნახვა

საიას დეკემბრის თვის წარმატებული საქმეები

საიას დახმარებით მ.ბ.-მ შეძლო სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხის მოგვარება   საიას თბილისის ოფისი იცავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, მ.ბ. -ს ინტერესებს. 2005 წელს სასამართლომ მ.ბ.-ს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მოპასუხეს დააკისრა მიყენებეული ზიანის ანაზღაურება. გადაწყვეტილება წლების განმავლობაში არც ნებაყოფლობით და არც იძულებით არ სრულდებოდა, იმ მიზეზით რომ მოპასუხის სახელზე ქონება არ ირიცხებოდა. მოგვიანებით მ.ბ.-თვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხემ ფაქტობრივი ფლობით მიიღო მამის სამკვიდრო ქონება, თუმცა თავი აარიდა ქონების მესაკუთრედ საჯარო რეესტრში რეგისტრაციას და მთელი სამკვიდრო მოწმობა მისი განცხადების საფუძველზე გაიცა მხოლოდ მის დედაზე. 

2015-01-07 14:13 სრულად ნახვა

განცხადება ტელეკომპანია „მაესტროში“ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „მაესტროში“ განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არხის სარედაქციო დამოუკიდებლობასა და ჟურნალისტების პროფესიული თავისუფლების პრინციპების დაცვას, ასევე არღვევს „მაესტროში“ დასაქმებულ პირთა საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებულ შრომით უფლებებს. 

2014-12-25 14:19 სრულად ნახვა

საიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს

2014 წლის 23 დეკემბრს ახლგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის გადაწყვეტილებით  საიას ახალ თავმჯდომარედ ანა ნაცვლიშვილი აირჩიეს. ანა ორგანიზაციის რიგით მე-11 თავმჯდომარეა.  საიას წესდების თანახმად თავმჯდომარე ყოველწლიურად აირჩევა გამგეობის შემადგენლობიდან.

2014-12-24 12:00 სრულად ნახვა

პეტიცია - საყდრისი-ყაჩაღიანის მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიური ობიექტის განადგურების საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ დავით უსუფაშვილს   ჩვენ, ამ პეტიციის ხელმომწერები მივიჩნევთ, რომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტზე 2014 წლის 12 დეკემბრიდან განვითარებული მოვლენების სრული და ობიექტური შესწავლა. ამ პროცესში უშუალო მონაწილეობა უნდა მიიღოს საქართველოს პარლამენტმა დროებითი საგამოძიებო კომისიის სახით.

2014-12-18 15:33 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება გიორგი კლდიაშვილის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

2014 წლის 12 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი. დაკავების მიზეზი გახდა გიორგი კლდიაშვილს კუთვნილი და მასზე ოფიციალურად რეგისტრირებული ცეცხლსასროლი საკოლექციო იარაღის გადატანა ხელოსანთან შსს-ს მომსახურების სააგენტოდან აღებული ნებართვის გარეშე. შსს-ს თანამშრომელთა პირველადი განმარტებით, გიორგი კლდიაშვილს  ქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფარგლებს არ ცდებოდა და მას ჯარიმის გადახდა მოუწევდა. თუმცა, მოგვიანებით, გიორგი კლდიაშვილს წარედგინა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება), რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 3-5 წლამდე. 3 საათიანი დაკითხვის შემდგომ გიორგი კლდიაშვილი დააკავეს და გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, ე.წ. “მოდულის“ შენობაში, სადაც მან 2 დღე დაჰყო.

2014-12-18 10:44 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს

2014 წლის 12 დეკემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული იქნა ბრძანენები (#03/266 და #2/271), რომლის შემდეგაც შპს „RMG-Gold”-მა საყდრისი-ყაჩაღიანში სამუშაოები განაახლა.   მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, არც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და არც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, საკუთარ ვებგვერდზე შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტაცია ამ დრომდე არ გამოუქვეყნებიათ, რაც ყველა დაინტერესებულ პირს საკითხთან დაკავშირებული სრული და ამომწურავი ინფორმაციის მიღების საშუალებას მისცემდა.

2014-12-15 09:00 სრულად ნახვა

საიას განცხადება საყდრისი-ყაჩაღიანში სამუშაოების განახლებასთან დაკავშირებით

მედიაში გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2014 წლის 13 დეკემბერს, კომპანია - “RMG-Gold”-მა საყდრისი-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განაახლა. სამუშაოების განახლების საფუძვლად კომპანიამ, 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის #03/226 და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის #2/271 ბრძანებები მიუთითა. კომპანიის მხრიდან სამინისტროს და სააგენტოს გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივ აღსრულებამ პრაქტიკულად ეჭვის ქვეშ დააყენა  მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობა.

2014-12-15 09:00 სრულად ნახვა