19 და 20 ივნისს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) წარმომადგენლები ვენეციის კომისიის სხდომებს დაესწრებიან, სადაც „პროკურატურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილება.
2015-06-19 12:01 სრულად ნახვაფორუმმა შეკრიბა სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები წარსულში ჩადენილი დარღვევების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის განსახილველად. კოალიციამ სახელმწიფოს წარუდგინა რეკომენდაციები, რომელთა მიზანია სამართლის აღსრულება ჩადენილი დარღვევების მიმართ იმგვარად, რომ პროცესი დაცული იყოს პოლიტიკური ანგარიშსწორებისგან.
2015-06-17 10:30 სრულად ნახვა16 ივნისს ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა რიგაში ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიშების პირველადი მიგნებები და პროექტის ფარგლებში მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტები წარადგინეს.
2015-06-16 12:00 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ღრმა მწუხარებას გამოხატავს იმ უდიდესი ტრაგედიის გამო, რაც 13 ივნისს მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად თავს დაატყდა თბილისისა და ახლომდებარე ტერიტორიების მაცხოვრებლებს.
2015-06-15 14:00 სრულად ნახვასაიას თბილისის ოფისის დახმარებით მოქალაქე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა უზენაესმა სასამართლომ საიას დაცვის ქვეშ მყოფი ლ.მ. სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა, რომელიც ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ ცნობილი იყო დამნაშავედ ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებაში და მისჯილი ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით
2015-06-09 10:48 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება 2015 წლის 8 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას გიორგი ოქროპირიძის საქმეზე და პროკურატურის თანმდევ მოქმედებებს, რომლებიც სერიოზულ კითხვებს აჩენს ამ უწყების დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.
2015-06-08 19:41 სრულად ნახვა2015 წლის 5 ივნისს ხელისუფლებაში მყოფმა კოალიციამ „ქართული ოცნება“ საზოგადოებას საკუთარი გადაწყვეტილება გააცნო, რომლის მიხედვითაც, 2016 წელს საპარლამენტო არჩევნები კვლავ დღეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება, თუმცა გარკვეული ცვლილებებით, კერძოდ: მაჟორიტარული სისტემით დეპუტატების არჩევისთვის 50% ბარიერი დაწესდება. აგრეთვე, ამომრჩეველთა ხმების თანასწორობის პრინციპის დასაცავად და მიმდინარე წელს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესასრულებლად, მაჟორიტარული ოლქების საზღვრები შეიცვლება.
2015-06-08 14:58 სრულად ნახვა2010 წელს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მომჩივნის-ზ.ჯაყელის სახელით საჩივრით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ 2015 წლის 12 მაისს გამოიტანა განჩინება, რომელიც ამავე სასამართლოს ვებ-გვერდზე 2015 წლის 4 ივნისს გამოქვეყნდა. ევროპულმა სასამართლომ მიღწეული მორიგების საფუძველზე განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ამორიცხა საჩივარი „ჯაყელი საქართველოს წინააღმდეგ“.
2015-06-08 13:32 სრულად ნახვასაიას იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა/სტაჟიორთა შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატთა დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, კონკურსის პირველი ეტაპი - წერითი გამოცდა (კაზუსების ამოხსნა) ჩატარდება რამდენიმე ნაკადად. გთხოვთ, თანდართულ დოკუმენტში იხილოთ შესაბამისი გადანაწილებები.
2015-06-07 10:36 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიესალმება თბილისის საქალაქო სასამრთლოს 5 ივნისის განჩინებას თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების, ე.წ. “კაბელების” საქმესთან დაკავშირებით.
2015-06-07 10:31 სრულად ნახვა