სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

განცხადება ისლამოფობიის მორიგი ფაქტის შესახებ

გვსურს, გამოვეხმაუროთ 10 სექტემბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მუსლიმთა მიმართ რელიგიური შეუწყნარებლობის გამოვლენის ფაქტს. როგორც მედიით გახდა ცნობილი, ქობულეთში მცხოვრებმა მოქალაქეებმა, რომლებიც თავს მართლმადიდებელ მრევლს მიაკუთვნებენ, ლერმონტოვის ქუჩა #13-ში მდებარე მუსლიმთა პანსიონატის გახსნა გააპროტესტეს. შეკრებილებმა შენობის შესასვლეთან დაკლეს ღორი და მისი თავი კარზე დაკიდეს. პანსიონატის დახურვის მოთხოვნით, მათ ქუჩაც ჰქონდათ გადაკეტილი.

2014-09-10 21:26 სრულად ნახვა

კონკურსი საიას თბილისის ოფისის იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა/სტაჟიორთა მიღების შესახებ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თბილისის ოფისის იურიდიული დახმარების ცენტრი აცხადებს კონკურსს ადვოკატ-კონსულტანტის თანაშემწეთა/სტაჟიორთა მისაღებად საზოგადოებრივ საწყისებზე. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს: იურიდიული ფაკულტეტის (საერთაშორისო სამართლის) ბაკალავრიატის მე-3 და ზედა კურსის სტუდენტებს ან კურსდამთავრებულებს. კონკურსში მონაწილეებს  მოეთხოვებათ ასევე კომპიუტერული პროგრამების (საოფისე პროგრამები) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

2014-09-08 10:35 სრულად ნახვა

საიას აგვისტოს თვის წარმატებული საქმეები

საიას დახმარებით მოქალაქემ  საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაცია შეძლო საიას აჭარის ფილიალი სასამართლოში იცავდა ნ.მ.-ს ინტერესებს, რომლის სახელზე ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში ირიცხებოდა ქ. ბათუმში მდებარე საცხოვრებელი ბინა.  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა ნასყიდობის ხელშეკრულების წარუდგენლობის გამო ნ.მ.-ს უარი უთხრა ზემოაღნიშნული საცხოვრებელი ბინის დარეგისტრირებაზე.

2014-09-01 12:02 სრულად ნახვა

საიას შემაჯამებელი კონფერენცია

2014 წლის 15 აგვისტოს საიამ  პარტნიორ ორგანიზაცია სომხეთის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად პროექტის - „მოქალაქეების თანამონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილების მიღების პროცესში: ევროკავშირის გამოცდილების გაცნობა“ - ფარგლებში შემაჯამებელი კონფერენცია გამართა. პროექტს საია პარტნიორ ორგანიზაციებთან სომხეთის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან და ჩეხეთის ორგანიზაცია  „აგორაცე“-სთან ერთად, ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებდა.

2014-08-20 13:07 სრულად ნახვა

კერძო მაუწყებლები და არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს, პრეზიდენტსა და მთავრობას სოციალურ რეკლამასთან დაკავშირებული კანონპროექტის თაობაზე მიმართავენ

6 აგვისტოს, გაიმართა დისკუსია, სადაც მაუწყებლების, კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული ცვლილებების პროექტი განიხილეს.

2014-08-13 11:38 სრულად ნახვა

საიას ივლისის თვის წარმატებული საქმეები

სასამართლომ პირი უდანაშაულოდ ცნო და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა საიას თბილისის ოფისის ადვოკატი იცავდა ვ.შ.-ს ინტერესებს, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დამნაშავედ იყო ცნობილ სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით (საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულისათვის. სასჯელის სახით  დანიშნული ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, ასევე დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით. 

2014-08-11 11:01 სრულად ნახვა

საიას განცხადება სასამართლოს მიერ ყოფილი პრეზიდენტისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე

როგორც 5 აგვისტოს ცნობილი გახდა, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაცვის მხარის მიერ შეტანილი საჩივარი. შესაბამისად, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2014 წლის პირველ აგვისტოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ მიღებული განჩინება.

2014-08-08 17:19 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ექვსი წლისთავთან დაკავშირებით

დღეს, 8 აგვისტოს, ექვსი წელი შესრულდა რუსეთს-საქართველოს ომის დაწყებიდან. 2008 წლის აგვისტოს ომი წარმოადგენს საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას, რომელმაც უმძიმესი შედეგები მოუტანა ქვეყანას. პატივს მივაგებთ ომში დაღუპულ მეომრების ხსოვნას, რომლებმაც საკუთარი სოცოცხლის ფასად დაიცვეს საქართველოს დამოუკიდებლობა. 

2014-08-08 16:43 სრულად ნახვა

,,ეს შენ გეხება“ მიესალმება ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის მიღებას

კამპანია “ეს შენ გეხება” მიესალმება საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას ფარულ მიყურადებებთან დაკავშირებით მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების მიღებას. ვფიქრობთ, რომ ამ ცვლილებების მიღებით  მნიშვნელოვნად უმჯობესდება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციურ გარანტიები, მოქმედი კანონმდებლობა მეტად დაუახლოვდება ევროპის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის სტანდარტებს. 

2014-08-04 15:33 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით

ვეხმაურებით საქართველოს ექსპრეზიდენტის და სხვა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას. 

2014-08-01 12:47 სრულად ნახვა