სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ექვსი წლისთავთან დაკავშირებით

დღეს, 8 აგვისტოს, ექვსი წელი შესრულდა რუსეთს-საქართველოს ომის დაწყებიდან. 2008 წლის აგვისტოს ომი წარმოადგენს საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას, რომელმაც უმძიმესი შედეგები მოუტანა ქვეყანას. პატივს მივაგებთ ომში დაღუპულ მეომრების ხსოვნას, რომლებმაც საკუთარი სოცოცხლის ფასად დაიცვეს საქართველოს დამოუკიდებლობა. 

2014-08-08 16:43 სრულად ნახვა

,,ეს შენ გეხება“ მიესალმება ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის მიღებას

კამპანია “ეს შენ გეხება” მიესალმება საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას ფარულ მიყურადებებთან დაკავშირებით მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების მიღებას. ვფიქრობთ, რომ ამ ცვლილებების მიღებით  მნიშვნელოვნად უმჯობესდება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციურ გარანტიები, მოქმედი კანონმდებლობა მეტად დაუახლოვდება ევროპის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის სტანდარტებს. 

2014-08-04 15:33 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით

ვეხმაურებით საქართველოს ექსპრეზიდენტის და სხვა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას. 

2014-08-01 12:47 სრულად ნახვა

კვლევის პრეზენტაცია - „საარჩევნო კამპანიის მედია მონიტორინგი - პრაქტიკის ანალიზი“

2014 წლის 31 ივლისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცამ გამართა კვლევის პრეზენტაცია „საარჩევნო კამპანიის მედია მონიტორინგი-პრაქტიკის ანალიზი“. 

2014-07-31 12:00 სრულად ნახვა

სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა

2014 წლის 30 ივლისს, სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა” (EMC), “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” (TI) და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” (საია), ერთობლივი პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა, სადაც კვლევის პრეზენტაცია შედგა. კვლევა განხორციელდა კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” ფარგლებში.

2014-07-30 13:09 სრულად ნახვა

საია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებას პასუხობს

საიას მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ე.წ. მაყურებლების სავარაუდოდ არსებობასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის გასაჯაროების საპასუხოდ, 24 ივლისს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.

2014-07-25 16:10 სრულად ნახვა

კონკურსი ტრენიგნში მონაწილე პირებისთავის

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია/GYLA და მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი/CIPDD იწვევენ ტურიზმის სფეროში დასაქმებულ პირებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან და თბილისიდან ტრენინგ-სემინარში:  „საქართველოში ტურიზმის განვითარება ტურისტული მომსახურების სრულყოფის საფუძველზე“ მონაწილეობის მისაღებად. 

2014-07-24 13:57 სრულად ნახვა

თავისუფლების შეზღუდვის, როგორც არასაპატიმრო სასჯელის ამოქმედების გადავადება მიუღებელია

საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანას და თავისუფლების შეზღუდვის, როგორც სასჯელის ერთ-ერთი სახის ამოქმედების 2 წლით გადავადებას ითვალისწინებს. ცვლილებების ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, ავტორი კი - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო. აღნიშნულ ინიციატივას საია უარყოფითად აფასებს.

2014-07-24 13:20 სრულად ნახვა

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ე.წ. ,,მაყურებლების“ სავარაუდოდ არსებობასთან დაკავშირებით საია დამატებით ინფორმაციას ავრცელებს

 2014 წლის 16 ივლისს, საიამ სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში  ,,მაყურებლების“ სავარაუდოდ არსებობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და შესაბამის უწყებებს რეაგირებისაკენ მოუწოდა. განცხადება ერთ-ერთი პატიმრის, შავლეგ გურგენიძის მიერ საიას ადვოკატისათვის მიცემულ ახსნა-განმარტებას ეფუძნებოდა. ახსნა-განმარტებაში პატიმარი საუბრობდა #8 დაწესებულებაში მყოფი კონკრეტული მსჯავრდებულების შესახებ, რომლებიც სხვა პატიმრებს აიძულებდნენ დამორჩილებოდნენ მათ მოთხოვნებს და  ციხის ადმინისტრაციის მფარველობით სარგებლობდნენ.  

2014-07-24 11:49 სრულად ნახვა

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ ახალი კანონის პროექტი მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებს

საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ ახალი კანონის პროექტი. მისი ავტორი უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფია, ინიციატორი კი - საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი სესიაშვილი. დღეს მოქმედი მოძველებული კანონის ცვლილების სურვილი მისასალმებელია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი ინიციატივა ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს და ვერ უზრუნველყოფს დასახული მიზნის - სახელმწიფო საიდუმლოების მარეგულირებელი ნორმების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიღწევას.

2014-07-23 15:04 სრულად ნახვა