სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას განცხადება მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით

მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამა წლის 27 მარტს, 13:00 საათზე, მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დასაკითხად დაბარებულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ყოფილი თუ მოქმედი მაღალი თანამდებობის პირის ჩვენების მისაცემად დაბარებას  შესაძლოა როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური ასპექტები ჰქონდეს. მიუხედავად ამისა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საკუთარი მანდატიდან გამომდინარე, მხოლოდ სამართლებრივი შეფასებებით შემოიფარგლება.

2014-03-26 08:45 სრულად ნახვა

სისხლის სამართლის რეფორმის საქართველოს ალიანსი: სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა გარდაცვალების ფაქტებზე აუცილებელია შესაბამისი რეაგირება

 გავრცელებული ინფორმაციით 2014 წლის 23 მარტს, დაახლოებით 8:10 საათზე, სასჯელაღსრულების N14 (გეგუთის) დაწესებულებაში 1988 წელს დაბადებული მსჯავრდებული ა.მ. გარდაიცვალა. სიკვდილის გამომწვევი მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, თუმცა წინასწარ გავრცელებული ინფორმაციით მსჯავრდებულმა თავი მოიკლა. 

2014-03-25 11:26 სრულად ნახვა

კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის განცხადება ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესთან დაკავშირებით

გვინდა გამოვეხმაუროთ იმ ვალდებულებებს, რომელიც "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონში 2014 წლის თებერვალში შეტანილი ცვლილებებით დაეკისრა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. 2014 წლის 1 აპრილამდე კომისიამ უნდა უზრუნველჰყოს საქართველოს ციფრული საეთერო მიწისზედა მაუწყებლობის ოპერატორის კონკურსის გამოცხადება. კონკურსის პირობების განსაზღვრისას კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის N206 განკარგულებით მოწონებული გეგმის შესაბამისად უნდა იმოქმედოს.

2014-03-25 06:56 სრულად ნახვა

საია და ტფილისის ჰამქარი გუდიაშვილის მოედნის შესახებ განცხადებას ავრცელბენ

ბოლო წლებში გუდიაშვილის მოედანზე არსებულ შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია-რესტავრაციასთან დაკავშირებული საკითხი არაერთხელ გახდა საზოგადოების განსჯისა და დისკუსიის საგანი. სამწუხაროდ, ამ დრომდე შესაბამისი ორგანოების მიერ არ გადადგმულა ეფექტური ნაბიჯები რაც გუდიაშვილის მოედანზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სათანადო წესების დაცვით რეაბილიტაცია-რესტავრაციას და მისი მომავალი თაობებისთვის შენარჩუნებასთან იქნებოდა დაკავშირებული.

2014-03-23 01:26 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „საქართველოს მოსამართლეთა ერთობის“ განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილების შესახებ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ,,საქართველოს მოსამართლეთა ერთობა" ეხმიანებიან 2014 წლის 18 მარტს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართულ სხდომას და საბჭოს მოსამართლე წევრების მიერ   2005-2006 წლებში მოსამართლეებზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ მიღებული ინფორმაციის ყოველგვარი რეაგირების გარეშე დატოვებას უარყოფითად აფასებენ. კერძოდ, საბჭომ რეაგირების გარეშე დატოვა ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის 13 დეკემბერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაუგზავნა. დოკუმენტი ეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეების -მერაბ ტურავას, ნინო გვენეტაძის,  თამარ ლალიაშვილისა და მურმან ისაევის უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე უკანონოდ შეწყვეტას. 

2014-03-22 06:05 სრულად ნახვა

საია ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის საქმეზე განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება

 2005 წლის 3 თებერვალს ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარადაცვალების დღესვე საზოგადოებაში მთელი რიგი კითხვები გამოძიების ოფიციალურ ვერსიასთან (უბედური შემთხვევა, გაზით გაგუდვა) დაკავშირებით გაჩნდა, რაზეც სამართალდამცავ ორგანოებს ამ დრომდე არ გაუციათ კომპეტენტური და დამაჯერებელი პასუხები. საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით აუცილებლად მიგვაჩნია გამოძიება მაღალ პროფესიულ დონეზე, ობიექტურად და ამ საქმის პოლიტიზირების, პოლიტიკურ ძალთა დაპირისპირების, გამოძიების უახლოეს დღეებში დასრულების მრავალჯერადად დაანონსების გარეშე წარიმართოს. ეს აუცილებელია, რათა არ დაზიანდეს გამოძიების ინტერესები.

2014-03-21 07:38 სრულად ნახვა

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ განცხადება „TV MR საქართველოს“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე

კოალიცია ,,მედიის ადვოკატირებისათვის“ ყურადღებით აკვირდება უკანასკნელ პერიოდში კომპანია „TV MR საქართველოში“ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო შემოწმების პროცესს. „TV MR საქართველო“ წარმოადგენს საერთაშორისო კომპანიის შვილობილ კომპანიას საქართველოში, რომლის რეიტინგებსაც მსოფლიო მასშტაბით საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სარეკლამო ბაზრის განსასაზღვრად. 

2014-03-19 09:39 სრულად ნახვა

საია პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას დეპუტატის იმუნიტეტის შესუსტებასთან დაკავშირებით გაუმართლებლად მიიჩნევს

საია ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ბატონი დავით უსუფაშვილის, განცხადებას, სადაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 167-ე და 169-ე მუხლები  არაკონსტიტუციურად არის შეფასებული. საია უარყოფითად აფასებს ინიციატივას არაკონსტიტუციურობის მოტივით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილ იქნეს იმგვარი ცვლილებები, რაც პროკურატურას უფლებას მისცემს, დეპუტატის მიმართ დაიწყოს სისხლისსსამართლებრივი დევნა პარლამენტის თანხმობის გარეშე. 

2014-03-18 13:34 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს

როგორც ცნობილია მიმდინარე წლის 14 მარტს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც,  სამინისტრომ შპს ,,RMG Gold''-ს საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე შესაბამისი სამუშაოების წარმოების უფლება მისცა.

2014-03-18 02:37 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საყდრისი-ყაჩაღიანის თაობაზე კულტურის სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება

14 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ „RMG Gold”-ისთვის საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე  წიაღისეულის მოპოვების მიზნით გაცემულ ნებართვას გამოეხმაურა და სამინისტროს მიერ მიღებულ აღნიშნულ გადაწყვეტილება უარყოფითად შეაფასა.

2014-03-14 05:24 სრულად ნახვა