სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნას ეხმაურება

ამა წლის 4 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება „სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ".რომელიც მიზნად ისახავს დღეს მოქმედი კონსტიტუციის გადასინჯვას (ძალაშია 9 ოქტომბრიდან). კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. დადგენილების მიხედვით, კომისიის შემადგენლობაში პოლიტიკოსებთან ერთად შევლენ საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები, სახალხო დამცველი, იუსტიციის მინისტრი, პრეზიდენტისა და მთავრობის საპარლამენტო მდივნები, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ასევე „სამართლის, საჯარო პოლიტიკისა და სახელმწიფო მართვის არაუმეტეს 20 ექსპერტ-სპეციალისტი, მათ შორის, ამავე სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.“

2013-10-10 08:15 სრულად ნახვა

საია საქართველოს მთავარ პროკურატურას მოქალაქე ლევან კორკოტაშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს

9 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მომართეს ლევან კორკოტაშვილის ოჯახის წევრებმა,  რომელთა განმარტებითაც 8 ოქტომბერს,  შსს ძველი თბილისის  #4 სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ იქნა  ლ. კორკოტაშვილი.  დაკავების დროს ლ.კორკოტაშვილი პოლიციის თანამშრომლებმა სასტიკად სცემეს და  მიაყენეს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები.  ამჟამად იგი მოთავსებულია ქ. დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო ჩარევას.   

2013-10-10 06:00 სრულად ნახვა

სექტემბრის თვის წარმატებული საქმეები

საიას დახმარებით ნიგერიის მოქალაქემ საქართველოში ბინადრობის ნებართვა მიიღო   საიას თბილისის ოფისის ადვოკატის სამართლებრივი დახმარების შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნიგერიის რესპუბლიკის მოქალაქის ს.ა.ე.-ს სარჩელი და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა, ხელახლა ემსჯელა მოსარჩელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეცვლილა არც სააპელაციო სასამართლოს მიერ და ის შევიდა კანონიერ ძალაში.  

2013-10-10 05:05 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის ანგარიში საქართველოს მიერ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის შესრულების თაობაზე

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის ანგარიში საქართველოს მიერ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის შესრულების თაობაზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მონაწილეობით არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის მიერ წარმოებული კვლევის შესაჯამებლად მომზადდა. არასამთავრობო ორგანიზაციები გაერთიანდნენ კოალიციაში, რათა შეეფასებინათ საქართველოს მიერ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის შესრულება. 

2013-10-09 08:15 სრულად ნახვა

საია მთავრ პროკურატურას დავით კაპანაძის საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს

8 ოქტომბერს მედიით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოქალაქე დავით კაპანაძეს პოლიციის თანამშრომლებმა სცემეს, რის შემდეგაც მას მიადგა სხეულის მძიმე დაზიანება. ჩვენ მოვინახულეთ დავით კაპანაძე, რომლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ:    დ.კაპანაძემ აღნიშნა, რომ პროფესიით იგი არის ქორეოგრაფი, თავისი პროფესიით მუშაობს თბილისის ორ სკოლაში. მას გარკვეული სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა სხვა ქორეოგრაფთან, თ.ჟ-სთან.  

2013-10-09 05:15 სრულად ნახვა

საია ბაჩო ახალაიას საქმეზე სასამართლოს პროცესის გაჭიანურებას ეხმაურება

საია მონიტორინგს უწევს ბაჩო ახალაიას საქმის განხილვას და  ჩვენი შეფასებით  პროკურატურის ქმედებები  საქმის განხილვის ხელოვნურად გაჭიანურების ნიშნებს შეიცავს. პროკურორ რევაზ ნადოის 17 სექტემბერს საქმეზე უნდა წარმოეთქვა დასკვნითი სიტყვა, რაც ვერ მოხერხდა ამავე პროკურორის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო (აღსანიშნავია, რომ წინა დღეს 16 სექტემბერს, პროკურორი ნადოის წერილობითი განცხადების საფუძველზე გადაიდო საქმე მეგის ქარდავასა და სხვათა მიმართ. წერილობით განცხადებაში პროკურორი მიზეზად ახალაიას სხდომაზე დასკვნითი სიტყვისათვის მზადებას ასახელებდა).  

2013-10-08 03:21 სრულად ნახვა

საიამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართა

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი მიმდინარე წლის 24 და 27 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თბილისსა და ბათუმში ანგარიშის - “რეაბილიტაციის პროცესი ფასადს მიღმა, ბათუმის რეაბილიტაცია” - პრეზენტაცია გამართა.   ანგარიშში ვრცლად არის მიმოხილული ბათუმის თვითმმართველობის მიერ 2009-2013 წლებში განხორციელებულ ბათუმის „ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ პროგრამა. ცალკე არის წარმოდგენილი აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ისეთი პროექტები, როგორიცაა ბათუმში ალფაბეტური კოშკისა და პიაცას მოედნის მშენებლობა.  

2013-10-08 03:21 სრულად ნახვა

კოალიციის „მედიის ადვოკატირებისათვის“ განცხადება საზოგადოებრივ მაუწყებელში შექმნილი მდგომარეობის შესახებ

კოალიცია ,,მედიის ადვოკატირებისთვის“ საგანგაშოდ მიიჩნევს საზოგადოებრივ მაუწყებელში შექმნილ ვითარებას.  საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ორმა წევრმა დაწერა განცხადება საბჭოს დატოვების თაობაზე, რასაც დანარჩენი მეურვეები მათზე განხორციელებულ ზეწოლას უკავშირებენ. განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს საბჭოს რამდენიმე მოქმედი წევრიც. საბჭოში დარჩენილი შვიდი მეურვე არ არის უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილებები. გენერალური დირექტორის გათავისუფლების შემდეგ, საზოგადოებრივ მაუწყებელს მართავს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. გაუმჭვირვალედ და საზოგადოებასთან კონსულტაციის გარეშე მიმდინარეობს პირველ არხზე გადაცემების დახურვისა და ახალი პროექტების შერჩევის პროცესი. ოფიციალური განმარტებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი განიცდის მძიმე ფინანსურ კრიზისს, რაც საფრთხეს უქმნის არხის ჯეროვან ფუნქციონირებას. 

2013-10-04 12:07 სრულად ნახვა

კოალიცია საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს შეაჩეროს საერთო სასამართლოების კანონში ცვლილებების შეტანის პროცესი

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის კიდევ ერთხელ ეხმიანება საქართველოს პარლამენტში შალვა შავგულიძის მიერ ინიცირებული „საერთო სასამართლოების შესახებ “საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ პროექტის განხილვის პროცესს. როგორც ცნობილია, დღეს საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით მეორე მოსმენით განიხილავს აღნიშნულ კანონპროექტს. აგრეთვე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, კონსტანტინე კუბლაშვილმა დღეს დააფიქსირა თავისი პოზიცია კანონპროექტის შესახებ და შესთავაზა პარლამენტს კანონპროექტის განხილვის დროებითი შეჩერება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ჩავთვალეთ საჭიროდ ჩვენი პოზიციის დაფიქსირება. 

2013-10-03 09:24 სრულად ნახვა

საიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი წარადგინა

ბოლო დროს სხვადასხვა მედია საშუალებებსა და სოციალურ ქსელებში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მიერ, უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხული საქართველოს მოქალაქეების, სწავლისა და სწავლასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების დაფინანსებას ეხებოდა. საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი რჩება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სპეციალურად ამ მიზნით პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებით შექმნილი კომისიის მიერ: 

2013-10-03 08:15 სრულად ნახვა