სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებზე განცხადებას ავრცელებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესწავლის და შეფასების მიზნით საიას აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საინიციატივო ჯგუფმა მიმართა. ფაქტების შესწავლის შემდგომ, საზოგადოების (განსაკუთრებით აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის) დაინტერესების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ამ საკითხზე საჯარო განცხადების გავრცელება. 

2013-05-28 06:54 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციათა განცხადება 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ ვეხმიანებით რა 2013 წლის 17 მაისს თავისუფლების მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს, გვსურს საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ კონსტიტუციური თანასწორობის პრინციპის დაცვის მნიშვნელობაზე, მსგავსი სამწუხარო მოვლენების გამომწვევ მიზეზებზე და მათ თანმდევ უარყოფით შედეგებზე.    

2013-05-24 11:00 სრულად ნახვა

საია პატიმარ ლ.კ-ს გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება

საია შეშფოთებას გამოთქვამს პატიმარ ლ.კ-ს გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.  როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ამა წლის 12 მაისს  მსჯავრდებული სხეულის დაზიანებებითა და ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობით გეგუთის #14 დაწესებულიდან გადაიყვანეს  ზ. ცხაკაიას სახელობის, ინტერვენციული მედიცინის დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, სადაც იგი 23 მაისს გარდაიცვალა. 

2013-05-24 05:59 სრულად ნახვა

არასათავრობო ორგანიზაციები 17 მაისის მოვლენებთან კავშირში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანხმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 17 მაისს რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ორ სასულიერო პირს ბრალი წაუყენეს. აღნიშნულ პირებს ბრალად ედებათ შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფა, უკანონოდ და ძალადობით ხელის შეშლა (სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). 

2013-05-23 10:17 სრულად ნახვა

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართვა დონორი ორგანიზაციების მიმართ

2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ხელისუფლების მშვიდობიანი, არჩევნების გზით ცვლილების პრეცენდენტი მნიშვნელოვნად აფართოებს საქართველოს განვითარების პერსპექტივას. ის მნიშვნელოვანი წინაპირობაა ქვეყნის წინსვლისთვის, თუმცა - არა საკმარისი. ამ ეტაპზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას და ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის აქტიური, ჯანსაღი და რაციონალური ურთიერთობის დამყარებას.

2013-05-23 10:11 სრულად ნახვა

საიამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები წარადგინა

საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შეტანილი იქნა ცვლილებები, რომელსიც უმნიშვნელოვანესია სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გაზრდისა და სასამართლო რეფორმის მიმდინარეობის პროცესში.   შეიცვალა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი, პროცედურები გახდა უფრო გამჭვირვალე და დემოკრატიული. საბჭოში არამოსამართლე წევრების კანდიდატურების საქართველოს პარლამენტისათვის  წარდგენის უფლებამოსილება მიენიჭა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც. 

2013-05-22 06:40 სრულად ნახვა

სახლის გარეშე

არავინ იცის ზუსტი სტატისტიკა, რამდენი ოჯახია საქართველოში თავშესაფრის გარეშე.  უსახლკარო ადამიანებმა განსაკუთრებული აქტიურობით სახელმწიფოს თავი 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდგომ  შეახსენეს. მათ ქ. თბილისში დაიკავეს არაერთი შენობა, გამართეს საპროტესტო აქციები, რითაც  ერთის მხრივ  საზოგადოებას დაანახეს საკითხის სიმწვავე,  ხოლო მეორეს მხრივ სახელმწიფოს მოუწოდეს,  მიეღო ზომები მათი  საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად.  არ შევეხები იმის განხილვას, რამდენად ეფექტური აღმოჩნდა მათი პროტესტი და გადავალ იმ საკითხზე, თუ რა პოლიტიკას გვთავაზობს სახელმწიფო პრობლემის მოსაგვარებლად.  

2013-05-20 02:24 სრულად ნახვა

17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი აქციის დამკვირვებელ ორგანიზაციათა პირველადი შეფასება

17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი აქციის ჩატარების უზრუნველყოფა სახელმწიფომ ვერ შეძლო, რითაც აქციის მონაწილეების მიმართ დაარღვია შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება.  სტრატეგია, რომელიც პოლიციამ აქციის მონაწილეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შეიმუშავა, კონტრდემონსტრანტების ოდენობის, მათი უკონტროლო ქცევისა და რისკების გათვალისწინებით არ იყო ადეკვატური და ეფექტური.  

2013-05-17 07:43 სრულად ნახვა

მრგვალი მაგიდა „არასათანადო მოპყრობა - ძველი და ახალი გამოწვევები“

2013 წლის 17 მაისს გაიმართა მრგვალი მაგიდა „არასათანადო მოპყრობა - ძველი და ახალი გამოწვევები“. ღონისძიება ჩატარდა საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთობლივი პროექტის „პატიმართა უფლებების გაუმჯობესება - ერთობლივი ადვოკატირება“ ფარგლებში.

2013-05-17 07:20 სრულად ნახვა

ვაკანსია საპარლამენტო მდივნის სამსახურში

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანამდებობაზე, საპარლამენტო მდივნის სამსახურში. ძირითადი მოვალეობები:  

2013-05-16 14:26 სრულად ნახვა