სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს

გვსურს გამოვეხმაუროთ მიმდინარე წლის 10 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოთქმულ შეფასებას. კერძოდ, მედია საშუალებებით გავრცელებულ აუდიოჩანაწერში პრეზიდენტი აცხადებს შემდეგს: „ის, რომ ხალხს ქუჩაში ხოცავდნენ, იმავე სერიიდანაა, მე რომ ძუძუებს ვაჭამდი. სად ხოცავდნენ ხალხს ქუჩაში ჩემი მთავრობის დროს? 37 რჩეული ვაჟკაცი მოგვიკლესო - ვინ რჩეული ვაჟკაცი, ვაზაგაშვილი? ვაზაგაშვილს ჰქონდა ორი ავტომატი და მიდიოდა სხვების დასახოცად“. ინტერნეტსივრცეში ასევე გავრცელდა ერთ-ერთი სტუდენტის ინტერვიუ ჟურნალისტთან, რომელმაც პრეზიდენტთან შეხვედრის დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. ინტერვიუში სტუდენტი აცხადებს, რომ მან დარბაზი დატოვა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა „ის ახალგაზრდები, რომლებიც შეიწირა რეჟიმმა კვლავ მოიხსენია მკვლელებად, კერძოდ-ვაზაგაშვილი, აფრასიძეები“. 

2013-05-14 03:34 სრულად ნახვა

განცხადება სახელმწიფოს სასოფლო-სამეურნეო პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით

 როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 22 იანვარს დაარსდა ა(ა)იპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი“, რომლის მიზანსაც საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ინვესტიციების მოზიდვა წარმოადგენს. ამ ეტაპზე ფონდის მიერ ხორციელდება ორი პროექტი: „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“, რომლის ფარგლებშიც სასოფლო სამეურნეო მიწის მფლობელმა მოსახლეობამ მიმდინარე წელს სხვადასხვა ღირებულების ვაუჩერი მიიღო და „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“, რომელიც მიზნად ისახავს დაბალპროცენტიანი აგროკრედიტების გაცემას.

2013-05-14 03:00 სრულად ნახვა

რეკომენდაციები პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ

ამომრჩევლის მოსყიდვის საკანონმდებლო რეგულირება ბუნდოვანი და არაგანჭვრეტადია, ამასთან, დეფინიციები და შესაბამისი სანქციები მოცემულია სამ სხვადასხვა საკანონმდებლო აქტში, რაც არსებული რეგულაციების ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანის საჭიროებას განაპირობებს. 

2013-05-13 15:34 სრულად ნახვა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა გლდანის დაწესებულებაში მოინახულა სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფი შვიდი პირი. ყველა მათგანთან დეტალური გასაუბრების საფუძველზე მივიჩნევთ, რომ მნიშვნელოვანია რამდენიმე საკითხი, რომელიც საგამოძიებო ორგანოებისა და საზოგადოების ყურადღებას საჭიროებს. 

2013-05-13 08:15 სრულად ნახვა

აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პრობლემატურობა სისხლის სამართლის საქმეებში

2013 წლის 2 აპრილს საიამ თბილისისა და ქუთაისი საქალაქო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. მონიტორინგი განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის,  JILEP-ის ფარგლებში. 

2013-05-08 06:03 სრულად ნახვა

ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმის ობიექტური და ეფექტური გამოძიებისათვის აუცილებელია კონკრეტული ზომების მიღება

საია მიიჩნევს, რომ 2012 წლის 28 აგვისტოს ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე ამჟამად მიმდინარე გამოძიება არ აკმაყოფილებს ობიექტური, ეფექტური და დამოუკიდებელი გამოძიების მოთხოვნებს და მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს  დროულად გამოასწორონ არსებული ხარვეზები.    საია იცავს ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული - ასლან მარგოშვილის, ბაჰაუდინ ალდამოვის, ბაჰაუდინ ბაღაკაშვილის, სალამ ზაურბეკოვისა და ასევე, პოლიციის მაიორის არჩილ ჩოხელის ოჯახის წევრების ინტერესებს. გარდაცვლილი პირების ახლო ნათესავების სახელით, 2012 წლის დეკემბრიდან საია ინტენსიურ წერილობით კომუნიკაციას აწარმოებს გამოძიებასთან, თუმცა, ჩვენს მიერ წარდგენილი მნიშვნელოვანი შენიშვნები და მოსაზრებები გამოძიებას არ გაუზიარებია. 

2013-05-08 03:24 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები გმობენ ფარული ვიდეოჩანაწერის გავრცელებას

გვსურს გამოვხატოთ უკიდურესი შეშფოთება 3 მაისს გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველ დეტალებს შეიცავს. განსაკუთრებით შემაძრწუნებელია ის გარემოება, რომ ვიდეოში ფიგურირებს ჟურნალისტი, რაც თავისთავად წარმოშობს მედიაზე ზეწოლის მცდელობის ეჭვებს. გამოძიების დასრულებამდე დასკვნების გამოტანა რთულია, თუმცა ცხადია, რომ არსებობენ პირები, რომელთაც კონკრეტული ჟურნალისტის დისკრედიტაცია სურთ.  ეჭვებს კიდევ უფრო აძლიერებს ის გარემოება, რომ, თავად ჟურნალისტის თქმით, ვიდეოს ინტერნეტში განთავსება უკავშირდება მის მიერ კორუფციული გარიგების გამოვლენის გეგმას ყოფილი და ამჟამინდელი მთავრობის წარმომადგენლების მონაწილეობით. მისივე მტკიცებით, კადრების გავრცელებაზე პასუხისმგებელნი სწორედ ეს პირები არიან. 

2013-05-04 10:02 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პროექტზე პარლამენტის გადაწყვეტილებას მიესალმებიან

საქართველოს პარლამენტმა პირველ მაისს კიდევ ერთხელ იმსჯელა კანონპროექტზე, რომელიც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარის თქმას შეეხება და ამ შესაძლებლობას მხოლოდ მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში ითვალისწინებს. აღნიშნული კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების შემდეგ დაუბრუნდა. კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები გააჩნდათ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, რაც არაერთხელ იქნა დაფიქსირებული.  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოუწოდებდნენ საქართველოს პარლამენტს არ გაეზიარებინა ინიცირებული ცვლილება და შეენარჩუნებინა ბრალდებულის უფლება მოტივირებული შუამდგომლობით უარი ეთქვა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე. 

2013-05-02 09:56 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ერთობლივი განცხადება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით

არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმიანებიან  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებს  და მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, უზრუნველყოს საკანონმდებლო დონეზე დაცვის უფლების განხორციელების ეფექტიანი გარანტიების შექმნა.  საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტი ითვალისწინებდა დაცვის ეფექტიანი განხორციელებისათვის აუცილებელ და მნიშვნელოვან გარანტიებს, როგორიცაა: 

2013-05-02 06:36 სრულად ნახვა

საია სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების დაკავების ფაქტს ეხმაურება

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, 1 მაისს, მშრომელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სტუდენტების მიერ ორგანიზებული მანიფესტაციის 15-ზე მეტი მონაწილე პოლიციელებმა დააკავეს. თავიდანვე აღვნიშნავთ, რომ შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლება საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაა დაცული. ყველას  აქვს უფლება წინასწარი ნებართვის გარეშე მშვიდობიანად შეიკრიბოს როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ. სახელმწიფომ არამხოლოდ უნდა დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლება, არამედ თავი უნდა შეიკავოს არაგონივრული და არაპირდაპირი შეზღუდვების დაწესებისაგან აქციის მონაწილეების მიმართ.  

2013-05-01 13:05 სრულად ნახვა