სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საკონსტიტუციო სასამართლომ საიას სარჩელი დააკმაყოფილა

2008 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი და არაკოსნტიტუციურად ცნო უცხო ქვეყნისც მოქალაქეზე ქორწინების რეგისტრაციისათვის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თანხმობის სავალდებულოობა. სასამართლომ კრიტიკულად შეაფასა სადავო ნორმის ლეგიტიმურობა და დაასკვნა, რომ “სააგენტოს სავალდებულო თანხმობის შემოღებით სახელმწიფომ დაბრკოლება შეუქმნა მოსარჩელის ქორწინების თავისუფლების რეალიზაციას”, ისე რომ არ დაუსაბუთებია, დემოკრატიული საზოგადოებისათვის აუცილებელ რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თანხმობა.  სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-5 პუნქტის ფორმულირების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქესთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან საქართველოს მოქალაქის ქორწინების რეგისტრაცია დამოკიდებული იყო ადმინისტრაციული ორგანოს, კერძოდ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნებართვაზე.

2008-07-01 20:00 სრულად ნახვა

საიას ადვოკატების წარმატებული საქმეები (თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი)

ბოლო 4 თვის განმავლობაში საიას ადვოკატებმა 26 საქმე წარმატებით დაასრულეს. იხილეთ დოკუმენტი.   საიას ადვოკატების წარმატებული საქმეები (თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი)

2008-06-22 20:00 სრულად ნახვა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ჩარევის პოზიტიური გავლენა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

 2008 წლის 4 ივნისს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განჩინებით უარი განაცხადა რუსეთის მოქალაქის, ბ-ნ ხაკიმ ჯანგურაზოვის რუსეთში ექსტრადიციაზე.  2007 წლის დეკემბრიდან ბატონ ჯანგურაზოვს შეფარდებული ჰქონდა საექსტრადიციო პატიმრობა და  2008 წლის 4 ივნისამდე იგი დაკავებული იყო  გლდანის # 8 საპყრობილეში.  2007 წლის 16 აპრილს რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ იშუამდგომლა საქართველოს გენერალური პროკურატურის წინაშე ჯანგურაზოვის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის შესახებ. შუამდგომლობის მიხედვით 2006 წლის 4 აპრილიდან ბ-ნ ჯანგურაზოვი ბრალდებულის სახით პასუხისგებაში იყო მიცემული რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის გამო, კერძოდ: კრიმინალურ დაჯგუფებაში მონაწილეობა, ბანდიტიზმი, ტერორისტული აქტი, მკვლელობა, რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით მოწყობილ შეიარაღებულ ამბოხებაში აქტიური მონაწილეობა და სხვა.

2008-06-08 20:00 სრულად ნახვა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და სამართლიანი არჩევნების ერთობლივი განცხადება საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობის მონიტორინგის შესახებ

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და სამართლიანი არჩევნების ერთობლივი განცხადება საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობის მონიტორინგის შესახებ იხ. განცხადება

2008-06-05 20:00 სრულად ნახვა

საია 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიისა და არჩევნების დღის ანგარიშს აქვეყნებს.

საია 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიისა და არჩევნების დღის ანგარიშს აქვეყნებს.ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დააკვირდა არჩევნების დღის შემდგომ პროცედურებს, მათ შორის საჩივრების განხილვის და შედეგების შეჯამების პროცესს. აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით ანგარიში გამოქვეყნდება ცალკე. იხ. ანგარიში

2008-06-04 20:00 სრულად ნახვა

საია წინასაარჩევნოდ მეორე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

საია წინასაარჩევნოდ მეორე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. იხ. ანგარიში

2008-05-18 20:00 სრულად ნახვა

საიამ წინასაარჩევნოდ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც მოითხოვს კანონის იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლის მიხედვითაც საარჩევნო უბნებზე არჩევნების დღეს  ვიდეოთვალის მიერ დაფიქსირებული მონაცემების გაცნობა იზღუდება. საია მიიჩნევს, რომ ვიდეოთვალის ჩანაწერის სრულად გაცნობის შეზღუდვა არაკონსტუტუციურია და წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლით დადგენილ ინფორმაციის თავისუფლების და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლებასთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელე ამავდროულად სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, რათა სასამართლომ შეაჩეროს სადავო ნორმატიული აქტის მოქმედება. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლომ ნორმა რომც ცნოს არაკოსნტიტუციურად, მისი 2008 წლის 21 მაისის არჩევნებზე მოქმედებამ შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მოუტანოს ამომრჩეველთა უფლებებს, რადგან პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება იმ მიზნის სრულყოფილი განხორციელება, არჩევნების პროცესის მიმდინარეობაზე დაკვირვება და დარღვევებზე რეაგირება, რისთვისაც შემოღებულ იქნა ვიდეოთვალით დაკვირვება.

2008-05-12 20:00 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება წინასაარჩევნოდ საქართველოს ყველა რეგიონს მოივლის

5-დან 13 მაისამდე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და სამართლიანი არჩევნების ეგიდით სპეციალური, ავტოტურები შედგება. მოხალისეები საქართველოს 27 რეგიონულ ცენტრში ჩავლენ და ადგილობრივ მოსახლეობას საარჩევნო პროცედურებს დეტალურად გააცნობენ. შედგება როლური თამაშები, რომელშიც თავად ადგილობრივი მოსახლეობაც იქნება ჩართული. კამპანიის “აირჩიე მომავალი, წადი არჩევნებზე” ფარგლებში გაიმართება თეატრალიზებული არჩევნების დღე, სადაც ადგილობრივებს პრაქტიკაშივე შეეძლებათ გაიარონ ყველა ის პროცედურა, რომელიც 21 მაისს გასამართ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემისთვისაა საჭირო. სპეციალურად ამ კამპანიისთვის გაფორმებულ ავტობუსებს გაყვება ჯგუფი “ფრანი”, რომელიც მოსახლეობასთან ერთად ასევე მიიღებს მონაწილეობას როლურ თამაშებში. პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების ფონდის მხარდაჭერით. იხ. შეხვედრების განრიგი

2008-05-03 20:00 სრულად ნახვა

საია წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) დაფუძნებიდან დღემდე აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა დონის არჩევნების მონიტორინგის პროცესში. იმ ჭეშმარიტების გათვალისწინებით, რომ არჩევნები არ იწყება კენჭისყრის დღეს, ცხადზე ცხადია, ნებისმიერი არჩევნების კანონიერების, დემოკრატიულობის თუ გამჭვირვალობის დასადგენად, აუცილებელია, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს წინასაარჩევნო კამპანიას. საიამ 2008 წლის 5 თებერვალს, სამ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციასთან ერთად, გამოაქვეყნა "10 წინაპირობა საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად".  საიას სადამკვირვებლო მისიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგი ამ პრინციპებს ემყარება. ჩვენი მიზანია, შევისწავლოთ, თუ რამდენად ხდება საარჩევნო კანონმდებლობის დაცვა საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური სუბიექტების, მედია საშუალებების, საჯარო მოხელეებისა და ხელისუფლების ორგანოების მხრიდან და მოვახდინოთ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში. საია წინასაარჩევნო პერიოდს აკვირდება თბილისსა და 7 რეგიონულ ცენტრში (თელავი, რუსთავი, დუშეთი, გორი, ქუთაისი, ოზურგეთი, ბათუმი). მონიტორინგში ჩართულნი არიან საიას იურისტები და მედია მონიტორინგის სპეციალისტები. მოცემული ანგარიში მოიცავს ინფორმაციას წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებიდან (21 მარტი) 25 აპრილის ჩათვლით. საია გააგრძელებს წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს. კენჭისყრის დღემდე გამოქვეყნდება პირველადი საბოლოო ანგარიში და კენჭისყრის შემდეგ წინასაარჩევნო მონიტორინგის საბოლოო ანგარიში. იხ. ანგარიში

2008-04-29 20:00 სრულად ნახვა

საიამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოვლენილი დარღვევები დააფიქსირა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2008 წლის 1 აპრილიდან ახორციელებს საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგს თბილისში რუსთავში, თელავში, გორში, დუშეთში, ქუთაისში, ოზურგეთსა და ბათუმში. განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა წინასაარჩევნო კამპანიის/აგიტაციის წარმოების დარღვევის შემდეგი ფაქტები: საჯარო მოხელეთა მონაწილეობა წინასაარჩევნო აგიტაციაში. ამომრჩეველთა მატერიალური დაინტერესების ფაქტები საარჩევნო სუბიექტთა წარმომადგენლების მხრიდან (კერძოდ, ადგილი ჰქონდა საქართველოს მოქალაქეებისათვის საჩუქრებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების გადაცემის და ასეთი სახის ფასეულობათა გადაცემის დაპირების ფაქტებს).

2008-04-17 20:00 სრულად ნახვა