სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ ადამიანის უფლებათა კვირეული 2008 წლის განმავლობაში ჩატარებულ სამი არჩევნების შედეგების შეაჯამებით დახურა

19 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს არჩევნების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია წარმოადგინა.ანგარიშის პრეზენტაციასთან ერთად, საიამ შეაფასება, თუ როგორ რეალიზდებოდა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლით აღიარებული ადამიანის უფლებები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ საქართველოში 2008 წელს გამართული რიგგარეშე საპრეზიდენტო, საპარლამენტო და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს არჩევნების მიმდინარეობისას.პრეზენტაციას ესწრებოდნენ ცესკო-ს თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი, საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ორგანიზაციები, ჟურნალისტები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხვა წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს საკითხის გარშემო გამართულ საინტერესო დისკუსიაში.ამ პრეზენტაციით საიას მიერ ორგანიზებული ადამიანის უფლებათა კვირეული დაიხურა.საიას საარჩევნო პროექტებზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

2008-12-18 20:00 სრულად ნახვა

10 დეკემბრის კვირეულის ფარგლებში საიამ პატიმრების უფლებებზე პრეზენტაცია გამართა

18 დეკემბერს სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ფინანსური მონიტორინგისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, საქართველოსათვის პენიტენციალურ სისტემასთან დაკავშირებით გაწეული რეკომენდაციების შესრულების შედეგების პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იქნა ანგარიში, რომელიც მოიცავს საქართველოში დღეს მოქმედი თითოეულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას. ზემოაღნიშნული ანგარიშები მომზადებულია “პენიტენციალური სისტემის გამჭვირვალობა და პატიმართა უფლებების დაცვა” პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ეუთოს (OSCE) მისიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ღონისძიება საიას მიერ ორგანიზებულ ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

2008-12-17 20:00 სრულად ნახვა

საიამ ტრეფიკინგის შესახებ დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გამართა

17 დეკემბერს კაფე „ქარავანში“  საქართველოს ასალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პროექტის „არა! - ადამიანებით ტრეფიკინგს“ მესამე წლის შედეგების პრეზენტაცია და არასრულწლოვნების ტრეფიკინგის თემაზე დოკუმენტური ფილმის პრემიერა მოაწყო2005 წლის სექტემბერში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით დაიწყო პროექტი „არა! – ადამიანებით ტრეფიკინგს.

2008-12-16 20:00 სრულად ნახვა

ტრენინგი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ

ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში ეუთოს ფინანსური მხარდაჭერით 2008 წლის 13-14 დეკემბერს ზუგდიდში ჩატარდა ტრენინგი ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ.საიას ინფორმაციით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიღებიდან დღემდე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს არცერთი საქმე არ განუხილავს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ. არც საიას სასამართლო გადაწყვეტილებების მონაცემთა ბაზაში (www.gyla.ge/foicourt) და არც ადმინისტრაციული ორგანოების მონაცემთა ბაზაში (www.gyla.ge/foiadmin) ასეთი გადაწყვეტილებები არ გვხვდება. სწორედ ამიტომ, ტრენინგის მიზანი იყო ინფორმაციის თავისუფლების ინსტრუმენტის გამოყენების ხელშეწყობა ჟურნალისტურ საქმიანობაში.

2008-12-14 20:00 სრულად ნახვა

საია კონტროლის პალატის რეფორმაზე რეკომენდაციებს აქვეყნებს

12 დეკემბერს კაფე ქარავანში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დისკუსიის ფორმატში წარმოადგინა კონტროლის პალატის რეფორმასთან დაკავშირებული კონცეფცია.პრეზენტაციას საიას თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი, საქართველოს პარლამენტის იურიდიული და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების წევრები, კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ასევე ექსპერტები ესწრებოდნენ.

2008-12-11 20:00 სრულად ნახვა

სამართლიანი სასამართლოს უფლება საქართველოში

11 დეკემბერს ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში საიას თავმჯდომარემ თამარ ხიდაშელმა მედიას 2008 წლის განმავლობაში სასამართლოების მიერ გამოტანილი “უპრცენდენტო” გადაწყვეტილებები გააცნო.ზოგადი სტატისტიკა საიას უფასო იურიდიული დახმარების ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით მომზადდა.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრები მთელი საქართველოს მაშტაბით ყოველდღიურად უწევენ უფასო იურიდიულ კონსულტაციებს რამდენიმე ათეულ ადამიანს. 2008 წელს საიას მიერ წლის განმავლობაში გაწეულმა კონსულტაციამ 84 000 გადააჭარბა. 2008 წელს საიას იურისტები წარმოადგენდნენ - მოქალაქის ინტერესებს სხვადასხვა სასამართლო ინსტანციაში.

2008-12-10 20:00 სრულად ნახვა

ინფორმაციის თავისუფლება – ფუნდამენტური უფლება

ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში, 2008 წლის 10 დეკემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ეუთოს ფინანსური მხარდაჭერით გამართა შეხვედრა სახელწოდებით “ინფორმაციის თავისუფლება - ფუნდამენტური უფლება”.შეხვედრა გაიმართა კაფე “ქარავანში” და მას ესწრებოდნენ საჯარო დაწესებულებების ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირები, სხვადასხვა პრესამსამხურებისა და მედიის წარმომადგელები.2008 წლის ბოლომდე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა უნდა მიიღოს კონვენცია.“ოფიციალურ დოკუმენტთა ხელმისაწვდომობის შესახებ”, კონვენციის მიხედვით ინფორმაციის მიღების უფლება აღიარებულ იქნება, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლება.შეხვედრის პირველ ნაწილში განხილულ იქნა კონვენციის პროექტის შემუშავების პროცესი, დადებითი და უარყოფითი ელემენტები, კონვენციის პროექტის მიმართება საქართველოს კანონმდებლობასთან და ა.შ.

2008-12-09 20:00 სრულად ნახვა

საიამ ადამიანის უფლებათა კვირეული აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს დაზარალებული მოსახლეობის პრობლემებზე მიძღვნილი ღონისძიებით გახსნა

10 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ თამარ ხიდაშელმა ადამიანის უფლებათა კვირეული გახსნა. კვირეულის განმავლობაში საიას მიერ არაერთი საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი.ზუსტად 60 წლის წინ, 1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიენებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ანსამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მიიღო, რომელიც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს აღიარებს.წლევანდელი კვირეული აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემებისადმი მიძღვნილი ღონისძიებით გაიხსნა.პრეზენტაციაში პრობლემები წარმოდგენილი იყო ორი ნაწილად _ აგვისტოს საომარი მოქმედებების მიმდინარეობის დროს და შემდეგ.

2008-12-09 20:00 სრულად ნახვა

საიამ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნა

9 დეკემბერსსაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის 2007 წლის სარეზერვო ფონდების მონიტორინგის რიგით მერვე ანგარიშის (საქართველოს მთავრობა თაკარა მზის ქვეშ) პრეზენტაცია გამართა.ისევე როგორც წინა წლებში, 2007 წელსაც სარეზერვო ფონდების განკარგვას  საქართველოს პრეზიდენტი და  საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვანი დარღვევებით წარმართავდნენ. საანგარიშო პერიოდში ორივე ფონდის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვან გადახარჯვას. 2007 წელს თითოეული სარეზერვო ფონდის მოცულობა შეადგენდა 25 მილიონ ლარს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას ფონდების განკარგვა მხოლოდ 25 მილიონი ლარის ფარგლებში შეეძლოთ. მიუხედავად კანონის იმპერატიული მოთხოვნისა, როგორც პრეზიდენტმა, ისე მთავრობამ შესაბამისი ასიგნებების გარეშე ბიუჯეტიდან  გასცეს რამოდენიმე ათეული მილიონი ლარით მეტი, ვიდრე ამის უფლებამოსილებას მათ კანონმდებლობა ანიჭებდათ.

2008-12-08 20:00 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ახალი თავმჯდომარე ჰყავს

15 ნოემბერს საიას გამგეობამ თავმჯდომარედ თამარ ხიდაშელი აირჩია.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წესდების თანახმად, გამგეობის თავმჯდომარე ირჩევა ერთი წლით. ერთი და იგივე პირი შეიძლება იყოს თავმჯდომარე ზედიზედ ორჯერ.ახალმა თავმჯდომარემ გიორგი ჩხეიძე შეცვალა, რომელიც ასოციაციას 2006-2008 წლებში ხელმძღვანელობდა.ამასთან, საიას გამგეობის გადაწყვეტილებით გიორგი ჩხეიძე არჩეულ იქნა თავმჯდომარის მოადგილედ.

2008-11-17 20:00 სრულად ნახვა