სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია თბილისის მერიის განცხადებას პასუხობს

საიას პრესკონფერენციის პასუხად, თბილისის მერიის მიერ, თბილისის რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადების შემდეგ, საკითხის ირგვლივ მეტი სიცხადის შეტანის მიზნით, საჭიროდ მიგვაჩნია, საზოგადოებას დამატებით  მივაწოდოთ ინფორმაცია თბილისის მერიის განცხადებაში აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.   

2012-12-29 01:40 სრულად ნახვა

საია ეხმაურება პარლამენტში განსახილველ კანონპროექტს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ბოლო პერიოდში პარლამენტის მიერ კანონის მიღების პრაქტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ კანონპროექტების განხილვა და მიღება გამჭვირვალობის სტანდარტების დარღვევით და დაინტერესებული პირების არასათანადო ჩართულობის პირობებში მიმდინარეობს, რასაც საია 20 დეკემბერს გავრცელებული საჯარო განცხადებით გამოეხმაურა. ზემოაღნიშნული განსაკუთრებით პრობლემურია იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს რამდენიმე მნიშვნელოვან კანონპროექტს, რომელთა განხილვის პროცედურის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილება მიმდინარე კვირის მხოლოდ სამშაბათს იქნა მიღებული.   

2012-12-28 08:58 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება დეცენტრალიზაციის რეფორმის დაწყების და თვითმმართველობის ორგანოებში არსებული ვითარების თაობაზე

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ქვეყნის სათავეში მოსულმა ახალმა პოლიტიკურმა ძალამ საქართველოში თვითმმართველობის  რეფორმა ერთერთ უმთავრეს პრიორიტეტად გამოაცხადა.    ბოლო 20 წლის განმავლობაში ამ სფეროში გატარებული რეფორმები, თვითმმართველობის გაძლიერების დეკლარირებული მიზნის ნაცვლად ხელისუფლების ვერტიკალის ჩამოყალიბებას ითვალისწინებდა, რომელშიც ადგილობრივი თვითმმართველობა ცენტრის უფუნქციო დანამატი გახდა.  სწორედ მოქმედი სისტემის ხარვეზად უნდა ჩაითვალოს ის, რომ სახელმწიფოში, ცენტრალური ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, თვითმმართველობებში იწყება ყოფილი მმართველი პარტიიდან ახალ მმართველ პოლიტიკურ ძალაში გადასვლის ნებაყოფლობითი თუ იძულებითი პროცესი. ასე მოხდა "მრგვალი მაგიდის", "მოქალაქეთა კავშირისა" და "აღორძინების" მიერ პოლიტიკური ძალაუფლების დაკარგვის დროს.  

2012-12-28 04:56 სრულად ნახვა

საია 2009 წლის 15 ივნისს მშვიდობიანი აქციის ძალისმიერი მეთოდებით დაშლის გამოძიებას მოითხოვს

დღეს საია-მ საქართველოს მთავარ პროკურორთან განცხადება წარადგინა და 2009 წლის 15 ივნისს შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს წინ გამართული მშვიდობიანი აქციის დაშლისა და პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე დამოუკიდებელი, ეფექტური და ობიექტური გამოძიების ჩატარება მოითხოვა.

2012-12-28 03:12 სრულად ნახვა

საიამ თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებულ ფონდებში გადარიცხულ თანხებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა

2012 წელს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილი იქნა კვლვევა „რეაბილიტაციის პროცესი ფასადს მიღმა“, რომლის მნიშნვნელოვანი ნაწილი თბილისის ისტორიული ნაწილების რეაბილიტაციის პროცესში თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ფონდების მონაწილეობას ეხებოდა.

2012-12-27 03:05 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა აჭარის უმაღლეს საბჭოს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო განიხილავს კანონპროექტს უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) დაკომპლექტების წესში ცვლილებების შეტანისა თაობაზე. ცვლილებების თანახმად, უსკოს თავმჯდომარისა და წევრების უფლებამოსილების ვადა 5 წლიდან 4 წლამდე მცირდება. ამასთანავე, კანონპროექტი უსკოს წევრების კანდიდატურების დასახელების უფლებას ანიჭებს იმ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომლებიც აკვირდებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბოლო არჩევნებს, ხოლო უსკოს მოქმედ წევრებს უფლებამოსილებას აღნიშნული ცვლილებების ძალაში შესვლისთანავე უწყვეტს.

2012-12-26 03:44 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წესდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წესდება  2014 წლის 30 ნოემბრის XXI საერთო კრების მიერ დამტკიცებული ცვლილებებით

2012-12-24 23:13 სრულად ნახვა

საიას კვლევის „სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივაციის მქონე სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების ანალიზის“ პრეზენტაცია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადამიანის უფლებათა სერია დახურა კვლევის პრეზენტაციით - „სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივაციის მქონე სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების ანალიზი“. უკანასკნელი წლების განმავლობაში გამოიკვეთა თვალშისაცემი ტენდენცია-ქვეყანაში პოლიტიკურად დაძაბულ პერიოდში შესამჩნევად იზრდება ოპოზიციის წარმომადგენელთა დაკავებები. შესაბამისად, საზოგადოებაში ყოველთვის ჩნდება კითხვა, ახლავს თუ არა ამ საქმეთა წარმოებას პოლიტიკური მოტივი. 

2012-12-21 06:41 სრულად ნახვა

განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის არჩევნებთან დაკავშირებით

დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე საბუთების შეტანის ბოლო ვადააა. ჩვენ არაერთხელ გამოგვითქვამს შეშფოთება არხის დამოუკიდებლობასთან და მენეჯმენტის პრობლემებთან დაკავშირებით. ჩვენ გვჯერა, რომ სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორის პოსტზე ყველაზე კვალიფიციური კანდიდატის არჩევა ძლიერი და პოლიტიკურად დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის ჩამოყალიბების გარანტი იქნება. გენერალური დირექტორის პოზიციაზე კანდიდატის შერჩევა უნდა ემყარებოდეს აპლიკანტის გამოცდილებას, კვალიფიკაციასა და ხედვას, და არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფისადმი ლოიალობას.

2012-12-20 08:00 სრულად ნახვა

საჯარო დისკუსია სტუდენტთა უფლებების შესახებ

იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი, საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი კავკასია და სტუდენტთა საკოორდინაციო საბჭოში შემავალი ორგანიზაციები ა.წ. 25 დეკემბერს, 18:00 საათზე გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად საჯარო დისკუსიაში სტუდენტთა უფლებების შესახებ. 

2012-12-20 07:37 სრულად ნახვა