სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კანონდარღვევები წინასაარჩევნო კამპანიის დროს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიების მედია მონიტორინგს ახორციელებს. წინასაარჩევნო კამპანიის პირველ ეტაპზე უკვე რამდენიმე კანონდარღვევა დაფიქსირდა. მაგალითად, თბილისის მერის გიგი უგულავას ხელმძღვანელობით თემქის დასახლებაში საზეიმო ვითრებაში გაიხსნა 800 მ. საკანალიზაციო მილი. საზეიმო ცერემონიაზე თბილისის მერმა საჯაროდ განაცხადა: ,,ამ საქმეს თუ გნებავთ წინა საარჩევნო კამპანია უწოდეთ, თუ გნებავთ ჩემი გულისხმიერება. პირობას გაძლევთ, რომ თუ მომავალში ჩემი პოსტი შევინარჩუნე, თემქელებს სულ ახალი გაყვანილობა გექნებათ”. 

2006-09-13 20:00 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ცესკოს სასამართლოში უჩივის

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს, 14 სექტემბერს, სარჩელი შეიტანა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ. საია ასაჩივრებს ცესკოს დადგენილებას, რომლის თანახმად საქართველოს დედაქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს - საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილი მაჟორიტარი და/ან სარეზერვო კანდიდატისათვის რეგისტრაციაზე უარის თქმა ფორმდება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით. დადგენილებით ცესკოს თავმჯდომარისათვის აღნიშნული უფლებამოსილების მინიჭება ეწინააღმდეგება და არღვევს საარჩვენო კოდექსის მოთხოვნებს. საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად მაჟორიტარ კანდიდატთა რეგისტრაციას ახორციელებს ცენტრალური საარჩევნო კომისია, შესაბამისად, რეგისტრაციაზე უარის თქმაც კომისიის და არა მისი თავმჯდომარის კომპეტენციას განეკუთვნება.

2006-09-13 20:00 სრულად ნახვა

სასარჩელო განცხადება არჩევნებთან დაკავშირებით

ხვალ, 15 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სასარჩელო განცხადებას შეიტანს თბილისის საქალაქო სასამართლოში.  სასარჩელო განცხადება ეხება პარტიების (ბლოკების) საარჩევნო სიების რეგისტრაციის შესახებ ცესკოს 14 სექტემბრის განკარგულების ნაწილობრივ ბათილად ცნობას. საია განკარგულების იმ ნაწილს მიიჩნევს არაკანონიერად, რომელიც ეხება პარტიულ სიაში ქ. თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატად იმ პირის შეყვანას, რომელიც არ არის დასახელებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად არც ერთ საარჩევნო ოლქში. ასოციაციის აზრით, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა საარჩევნო კოდექსის 126(8)-ე მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევით. ამ პუნქტის თანახმად: “პარტიულ სიაში შეყვანილ უნდა იქნენ ის კანდიდატები, რომლებიც წარდგენილ არიან მაჟორიტარულ არჩევნებში.” დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით – თორნიკე გურული 893 28 13 27 ან 95 23 53 / 93 61 01

2006-09-13 20:00 სრულად ნახვა

საიას ორი ადმინისტრაციული საჩივარი დაუკმაყოფილეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საიას) პროექტის - “ფინანსური გამჭვირვალობა და საჯარო დაწესებულებათა ანტიკორუფციული მონიტორინგი” -ფარგლებში შეტანილი ადმინისტრაციული საჩივრები საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და იუსტიციის მინისტრების მიერ დაკმაყოფილდა. საიამ 2006 წლის  28 ივნისს საჯარო ინფორმაცისათვის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს განცხადებით მიმართა, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია.

2006-09-12 20:00 სრულად ნახვა

ტრენინგი ჟურნალისტებისათვის თემაზე “ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები”

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აწყობს ერთდღიან ტრენინგს მოქმედი ჟურნალისტებისათვის საქართველოს მასშტაბით. ტრენინგი ორი ნაწილისაგან შედგება: 1. ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესახებ. 2. ჟურნალისტთა უფლებები წინასაარჩევნო კამპანიისას და არჩევნების დღეს. ტრენინგები გაიმართება: თბილისში – 22 სექტემბერს,თელავში – 23 სექტემბერს, ქუთაისში – 25 სექტემბერს, ბათუმში – 26 სექტემბერს. პროექტი ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია NED (National Endowment for Democracy) მხარდაჭერით. ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. საკონტაქტო პირი – თორნიკე გურული. ტელ. 93 01 01 / 95 23 53 ან 893 28 13 27. ელფოსტა: presscenter@gyla.ge

2006-09-11 20:00 სრულად ნახვა

კამპანია ტრეფიკინგის წინააღმდეგ

დღეს, 1 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ აჭარაში ტრეფიკინგის წინააღმდეგ აქცია გამართა. ასოციაციის თანამშრომლები ბათუმსა და ქობულეთში ტრეფიკინგის საწინააღმდეგო ათასობით ღია ბარათს არიგებდნენ და მოქალაქეებს ტრეფიკინგის შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ. ბოლო პერიოდში მკვეთრად გახშირდა საქართველოს მოქალაქეების ტრეფიკინგში ჩართვა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით ახორციელებს პროექტს “არა! - ადამიანებით ტრეფიკინგს,” რომლის ფარგლებშიც არაერთი ანტიტრეფიკინგული კამპანიაა დაგეგმილი. უახლოეს მომავალში საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად საქართველოს საზღვრის გადაკვეთის პუნქტებზე სპეციალური სტენდები დაიდგმება, რომელზეც ტრეფიკინგის შესახებ ინფორმაცია განთავსდება და ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მოქმედებს ტრეფიკინგის საკითხთა დაინტერესებულთათვის ცხელი ხაზიც. ესენია – თბილისში 99 50 76 და ბათუმში 888 33622. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ტრეფიკინგის საწინააღმდეგო პროგრამა ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:თორნიკე გურული – 93 61 01 ან 95 23 53 ან 893 28 13 27 

2006-08-31 20:00 სრულად ნახვა

მრგვალი მაგიდა კონსტიტუციის 11 წლისთავთან დაკავშირებით

დღეს, 24 აგვისტოს, კონსტიტუციის 11 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალში მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრის თემა გახლდათ "საკონსტიტუციო სასამართლოს ბათუმში გადატანა”. მრგვალ მაგიდაზე მოწვეულნი იყვნენ ბათუმში მოქმედი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, მასმედიისა და მთავრობის წარმომადგენლები. სამწუხაროდ, შეხვედრაზე მთავრობის წარმომადგენლები არ გამოცხადებულან. შეხვედრაზე მოკლე მოხსენება გააკეთა საიას იურისტმა ზურაბ ჯიბღაშვილმა. მოხსენების შემდეგ კი საინტერესო დისკუსია გაიმართა. დისკუსია იმ სავარაუდო შედეგებს მიეძღვნა, რომლებიც შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს ბათუმში გადატანას მოჰყეს.

2006-08-23 20:00 სრულად ნახვა

უკანონო პატიმრობის კიდევ ერთი უკანონო დღე

დღეს, 28 ივლისს, პატიმრობიდან უნდა გათავისუფლებულიყვნენ თანასწორობის ინსტიტუტის წევრები. როგორც მოგეხსენებათ, 29 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულებით, თანასწორობის ინსტიტუტის წევრებს შეეფარდათ ადმინისტრაციული პატიმრობა 30 დღის ვადით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 309-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდა წარმოებს საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2006-07-27 20:00 სრულად ნახვა

ახალი კანონპროექტი და განუსაზღვრელი უფლებამოსილება პრეზიდენტს

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონპროექტი. კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ან/და საპრეზიდენტო ღონისძიებების უზრუნველსაყოფად  განსახორციელებელ შესყიდვებზე არ უნდა გავრცელდეს. კანონპროექტი განუსაზღვრელ უფლებამოსილებას ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტს, თუმცა აღსანიშნავია, რომ  ეს პირველი მცდელობა არ არის. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ჯერ კიდევ 2006 წლის მაისში საქართველოს პარლამენტში მთავრობის ინიციატივით შესული კანონპროექტი მკაცრად გააკრიტიკა.

2006-07-26 20:00 სრულად ნახვა

საიამ საერთო სასამართლოების დეპარტამენტს სასამართლო პროცესი მოუგო

დღეს, 25 ივლისს, დასრულდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სასამართლო პროცესი  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის წინააღმდეგ. სასამართლო პროცესი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოიგო. დავის საგანს საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნა წარმოადგენდა.  საიამ საერთო სასამართლოების დეპარტამენტს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით 2006 წლის 9 თებერვალს მიმართა, სასამართლოში სარჩელი კი ამავე წლის 21 მარტს შეიტანა. საერთო სასამართლეობის დეპარტამენტმა კანონმდებლობის სრული დარღვევით, 2006 წლის 15 მაისს მოგვაწოდა საჯარო ინფორმაცია. შესაბამისად, სასამართლო განხილვების დროს დავის საგანი უკვე აღარ არსებობდა. საიამ არ თქვა სარჩელზე უარი და მოპასუხე იძულებული გახდა თავად ეღიარებინა სარჩელი. აღნიშნული სასამართლო პროცესით საიამ მნიშვნელოვანი სასამართლო პრეცედენტი დაამკვიდრა. დღემდე, აბსოლუტურად ყველა სასამართლო დავაში, რომელშიც მოპასუხე სასამართლო განხილვამდე დააკმაყოფილებდა მოთხოვნას (ანუ გასცემდა საჯარო ინფორმაციას) მოსარჩელე უარს ამბობდა სარჩელზე, შესაბამისად, იხდიდა სახელმწიფო ბაჟს და საქმის წარმოება კი წყდებოდა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იმედს გამოთქვამს, რომ ეს სასამართლო პრეცედენტი პოზიტიურ გავლენას მოახდენს ჟურნალისტებისა და სხვა დაინტერესებული პირების პროფესიულ საქმიანობაზე. იგი ამავე დროს ხელს შეუწყობს საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის დროულ გაცემას და ამ საკითხზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის დამკვიდრებას.

2006-07-24 20:00 სრულად ნახვა