სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი გმობს ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის ფაქტებს

ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი ეხმაურება ბოლო პერიოდში დაფიქსირებულ ფაქტებს, როდესაც ჟურნალისტებს თავისუფალი საქმიანობის შესაძლებლობა შეეზღუდათ: 2012 წლის 22 ივლისს სოფელ შაუმიანში მოსახლეობის პრობლემების გასაშუქებლად ჩასულ ,,ინფო 9“-ს ჟურნალისტებს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა, ყოველგვარი განმარტების გარეშე, მოსახლეობის ჩაწერის საშუალება არ მისცეს. მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია 2012 წლის 25 ივლისს  პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით ხობის რაიონის სოფელ ხეთაში, სადაც ჟურნალისტებს  არ ჰქონდათ საშუალება, ეს მოვლენა გაეშუქებინათ.

2012-07-26 09:19 სრულად ნახვა

საია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში მომხდარ ინციდენტზე ადეკვატურ რეაგირებას ითხოვს

საია შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო პერიოდში გახშირებულ შემთხვევებთან დაკავშირებით, რა დროსაც მოქალაქეებს, რომლებსაც სურვილი აქვთ,  შეხვედრაზე მისულ საქართველოს პრეზიდენტს საკუთარ პრობლემებზე ესაუბრონ, არ ეძლევათ მოსაზრებების გამოთქმის საშუალება და უფრო მეტიც, ხდებიან სხვადასხვაგვარი ძალადობის მსხვერპლნი. ამ საკითხთან დაკავშირებით, 2012 წლის 25 ივლისს საიამ პრესკონფერენცია გამართა. გუშინ, 24 ივლისს საქართველოს პრეზიდენტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშის მოსახლეობასთან შეხვედრაზე იმყოფებოდა. შეხვედრაზე დასასწრებად მისული იყო ამავე სოფლის მკვიდრი, როზა წყაბელიაც,  რომელსაც არ მიეცა საკუთარ პრობლემებთან დაკავშირებით ჟურნალისტებისთვის ინტერვიუს მიცემის შესაძლებლობა და გახდა  დანაშაულებრივი ქმედებების მსხვერპლი. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პრეზიდენტთან შესახვედრად მისული და სხვადასხვა პრობლემებზე საუბრის მსურველი მოქალაქეების მიმართ ძალადობის პირველი შემთხვევა. ამა წლის 16 ივნისს ანაკლიაში პრეზიდენტთან შეხვედრაზე მისული 75 წლის ცინარა აბულაძე პოლიციელებმა ჯოხით სცემეს, რასაც მეზობლები წერილობით ადასტურებენ. 2011 წლის 26 სექტემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანში, პრეზიდენტისათვის წერილის გადაცემის მსურველი 53 წლის ლამზირა ყორჩიშვილი, მისივე განმარტებით, შეხვედრის მიმდებარე ტერიტორიიდან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა გაიტაცეს.

2012-07-25 14:27 სრულად ნახვა

საია მოუწოდებს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუქმოს საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისათვის საკონსულო აღრიცხვის გასავლელად დამატებითი ცნობის წარდგენის ვალდებულება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება „საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის #241-ე ბრძანებაში შესულ ცვლილებებს, რომლის მიხედვით, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს საკონსულო აღრიცხვის გასავლელად სხვა დოკუმენტებთან ერთად, საზღვარგარეთ საცხოვრებელი ადგილიდან ცნობის წარდგენა მოეთხოვება. მიგვაჩნია, რომ აღნიშნულმა ცვლილებებმა შესაძლოა გამოიწვიოს საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობის მიღების კონსტიტუციით გარანტირებული უფლების შეზღუდვა. უფრო მეტიც, კანონმდებლობამ შესაძლოა ხელოვნურად გააჩინოს ამ პირებისათვის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე უფლებამოსილია დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე, რაც საქართველოს მოქალაქეთა საზღვარგარეთ დროებით ან მუდმივად ყოფნის ფაქტის აღრიცხვას წარმოადგენს. საქართველოს კანონმდებლობა განმარტავს, რომ საქართველოს მოქალაქის მიერ ადგილსამყოფელ ქვეყანაში სამართლებრივად ყოფნის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობა არ შეიძლება გახდეს საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების უარის თქმის საფუძველი. თუმცა, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, 11 ივლისს განხორციელებული ცვლილების თანახმად, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საკონსულო აღრიცხვის გასავლელად დამატებით საზღვარგარეთ საცხოვრებელი ადგილიდან ცნობის წარდგენა მოეთხოვებათ.

2012-07-24 12:41 სრულად ნახვა

საიას განცხადება საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის აქციასთან დაკავშირებით

  ამა წლის 18 ივლისს, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ საკუთარ ვებ-გვერდზე წამახალისებელი აქციის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული კომპანია იწყებს ახალ აქციას სახელწოდებით „გადაიხადე მხოლოდ 50%“. აქციის ფარგლებში, რეგიონებში 2010 წლიდან დღემდე დავალიანების მქონე ყველა აბონენტს გადასახადი გაუნახევრდება. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს აქციის მოქმედების პერიოდი: ის დაიწყო 18 ივლისს და გრძელდება მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე. კომპანიის დირექტორის, ირაკლი კვაშილავას განცხადებით: ,,კომპანიის მიმართ არსებული დავალიანება ჯამში დაახლოებით 5 მილიონ ლარს შეადგენს და ეს აქცია მოსახლეობას მისცემს საშუალებას შეამცირონ გადასახადის ოდენობა. აქციის ფარგლებში აბონენტებმა რეგიონებში არსებულ სერვის-ცენტრებს უნდა მიმართონ და მათზე რიცხული დავალიანება დააზუსტონ. ამის შემდეგ დაზუსტებული დავალიანების აქტს კომპანიის წყალმომარაგების აგენტი აბონენტს სახლში მიუტანს და დავალიანების 50% ავტომატურად ჩამოეჭრებათ". გამომდინარე იქედან, რომ სახელმწიფო 100%-იან წილს ფლობს აღნიშნულ კომპანიაში, ხოლო მის მიერ ინიცირებული აქციის მოქმედების პერიოდი წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა, ჩნდება ეჭვები და კითხვები, ხომ არ წარმოადგენს აღნიშნული ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შემთხვევას ან უფრო მეტი, ამომრჩევლის მოსყიდვას ხომ არა აქვს ადგილი.  

2012-07-24 11:17 სრულად ნახვა

საიას წარმატებული საქმები - ივნისი, 2012

  საიას დახმარებით, 79 წლის ქალბატონი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის მიერ დაკისრებული ჯარიმისა და საურავისგან გათავისუფლდა საიას თბილისის ოფისი საადვოკატო დახმარებას უწევდა 79 წლის მ.კ-ს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარმა სამმართველომ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-41 ნაწილით, 700 ლარით დააჯარიმა (სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა განმეორებით, წლის განმავლობაში, წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება). აღნიშნული ჯარიმის გადაუხდელობის გამო, მ.კ-ს ასევე დაეკისრა საურავის გადახდა 500 ლარის ოდენობით. საიას მონაწილეობით, სასამართლოში საქმის განხილვისას დადგინდა ქალბატონ მ.კ-ს უდანაშაულობა. შესაბამისად, დადასტურდა, რომ, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას, საქმის გარემოებები არასათანადოდ იყო გამოკვლეული. მ.კ-მ 1996 წელს, ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გაასხვისა მანქანა და მას შემდეგ არავითარი კავშირი აღარ ჰქონია ხსენებულ სატრანსპორტო საშუალებასთან. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გაუქმდა როგორც დაჯარიმების, ასევე ჯარიმის გადაუხდელობის გამო საურავის დაკისრების შესახებ მიღებული დადგენილებები.

2012-07-24 09:23 სრულად ნახვა

„სტუდია მონიტორის“ საქმეზე სწრაფი და ეფექტური გამოძიება უნდა ჩატარდეს

2012 წლის 22 ივლისს  ააიპ „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტებს ოფისი გაქურდული დახვდათ. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ „სტუდია მონიტორის“ ოფისიდან  ექვსი პერსონალური კომპიუტერი, ორი  სამონტაჟო,  ორი კამერა, ერთი შტატივი და ერთი  ფლიპ კამერაა წაღებული. აპარატურასთან ერთად ასევე დაკარგულია ჟურნალისტების სამუშაო მასალები. „სტუდია მონიტორი“ წარმოადგენს დამოუკიდებელ ჟურნალისტურ გაერთიანებას, რომელიც  მნიშვნელოვან  საქმიანობას ახორციელებს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციის კუთხით. აღნიშნული სტუდია ერთ-ერთი გამონაკლისია, რომელიც ამზადებს ჟურნალისტურ გამოძიებებს და შესაბამისად, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს საზოგადოების წინაშე.  „სტუდია მონიტორი“  2005 წლის 14 დეკემბერს შეიქმნა და ამ პერიოდიდან აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან და სარგებლობს საიას ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის მომსახურებით.

2012-07-23 08:54 სრულად ნახვა

საარჩევნო ვებ-პორტალის პრეზენტაცია

  დღეს, 19 ივლისს, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED), „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ერთობლივი საარჩევნო ვებ-პორტალის პრეზენტაცია გამართა. არასამთავრობო ორგანიზაციების არჩევნების პორტალის მიზანია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ დაინტერესებული მხარეებისათვის მრავალფეროვანი და ყოვლისმომცველი ინფორმაციის მიწოდება, ასევე, წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და მის შემდგომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოქალაქეების მიერ დაფიქსირებული სავარაუდო დარღვევების აღრიცხვა და საქართველოს რუკაზე მათი წარმოდგენა. პორტალის მისამართია: www.electionsportal.ge არჩევნების პორტალი ნებისმიერ მოქალაქეს საშუალებას მისცემს ელექტრონულად განათავსონ ინფორმაცია სარჩევნო პერიოდის სავარაუდო დარღვევებისა და ინციდენტების შესახებ. ამასთანავე, პორტალთან ერთად ამუშავდება უფასო SMS ნომერი - 2500, რომელზეც ინფორმაციის გაგზავნა შეეძლება ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერი მობილური ქსელიდან.  

2012-07-19 11:55 სრულად ნახვა

საია მოუწოდებს გამოძიების ორგანოებს არ დაუშვან კანონის მეტისმეტად ფართო და არაგონივრული ინტერპრეტაცია

ამა წლის 17 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია სამი პირის: მერაბ კაჭახიძის, თეიმურაზ შეყლაშვილისა და ტარიელ ქარდავას დაკავების შესახებ. ამ საკითხთან დაკავშირებით საიამ 2012 წ. 18 ივლისს პრესკონფერენცია გამართა. შსს-ს ცნობით, კონსერვატიული პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მერაბ კაჭახიძემ მთაწმინდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ნაღდი ფულის სახით ხელზე გადასცა 7000 ლარი, რომელიც მისივე მითითებით წინასწარ მოძებნილ 6 ფიზიკურ პირზე გადანაწილდა. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა, წინასწარ შედგენილი სქემის შესაბამისად, თანხა თვალთმაქცური გარიგების გზით ისევ კონსერვატიული პარტიის ანგარიშზე საწევროს სახით გადარიცხეს. ასევე, „ეროვნული ფორუმის" გლდანის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილემ თეიმურაზ შეყლაშვილმა და ამავე პარტიის აქტივისტმა ტარიელ ქარდავამ ნაღდი ფულის სახით ეროვნული ფორუმის  ერთ-ერთ აქტივისტს გადასცეს 1750 ლარი, რომელიც ამ უკანასკნელმა გადარიცხა ეროვნული ფორუმის ანგარიშზე შემოწირულობის სახით. შსს უთითებს, რომ აღნიშნულ პირებს ბრალი წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე (პრიმა) მუხლით - კანონით დადგენილი შეზღუდვისათვის თავის არიდების მიზნით თვალთმაქცური გარიგების დადებისათვის. გვსურს გამოვეხმაუროთ სწორედ აღნიშნული ნორმის საფუძველზე გამოძიების წარმოებას.

2012-07-18 07:11 სრულად ნახვა

„ეს შენ გეხება“ პოლიტიკურ პარტიებს დიალოგისა და შეთანხმებისკენ მოუწოდებს

კამპანია „ეს შენ გეხება!“ ეხმიანება ბოლო დროს გაჟღერებულ ინიციატივას საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების ქცევის წესების დადგენასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ საარჩევნო გარემოს კუთხით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა ბოლო პერიოდში შემაშფოთებელი ხასიათი მიიღო, რაც საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესების მშვიდ და სამართლიან გარემოში წარმართვას. არსებული დაძაბულობის განმუხტვასა და პროცესის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ჩამოყალიბებაზე შესაბამისი პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორც ხელისუფლებას, ასევე პოლიტიკურ პარტიებს. აუცილებლად მიგვაჩნია გარკვეული შეთანხმების მიღწევა პოლიტიკურ პარტიებს შორის, იმისათვის, რომ  წარიმართოს სამართლიანი, კონკურენტული და მშვიდოებიანი საარჩევნო პროცესი. თუმცა, მნიშვნელოვანია შეთანხმების პრინციპები არ იყოს ნაკარნახევი მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან, არამედ იგი მხარეებს შორის რეალური შეთანხმების საგანს წარმოადგენდეს. ვფიქრობთ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის  მიერ შეთავაზებული პრინციპები  არ არის საკმარისი პროცესის რეალური გაჯანსაღებისათვის. საჭიროა, როგორც ხელისუფლებამ, ისე პოლიტიკურმა პარტიებმა აიღონ მეტი პასუხისმგებლობა და შეთანხმდნენ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან თემებზე.

2012-07-16 12:51 სრულად ნახვა

საია-ს განცხადება ორგანიზაცია „საქართველო არ იყიდება“ საქმიანობასთან დაკავშირებით

ამა წლის 10 ივლისს დარეგისტრირდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „საქართველო არ იყიდება“, რომლის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით: „ორგანიზაციის მიზანია მიაწოდოს საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია ბიძინა ივანიშილის ქართულ პოლიტიკაში მოღვაწეობის შესახებ, ხელი შეუწყოს ოლიგარქული ფულისა და ჯანსაღი პოლიტიკური პროცესების ერთმანეთისაგან გამიჯვნას, რათა არ მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ამომრჩეველთა მოსყიდვის წახალისება. ამ მიზნით ორგანიზაცია „საქართველო არ იყიდება“ გეგმავს ფართმოსშტაბიან საინფორმაციო კამპანიას, ინტერნეტსირვცეში, ტელევიზიისა თუ ინფორმაციის გავრცელების სხვა საშუალებებით... ვინაიდან ორგანიზაციას აქვს პოლიტიკური მიზნები მან მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს საგანგებო წერილით რათა სამსახურმა განახორციელოს ორგანიზაციის ფინასურ საქმიანობის მონიტორინგი.“

2012-07-14 14:56 სრულად ნახვა