სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას განცხადება მსჯავრდებულ ბარათაშვილის მიმართ განხორციელებული ზეწოლის თაობაზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 2011 წლის 29 ნოემბერს მიმართა მსჯავრდებულ კახა ბარათაშილის ადვოკატმა კახა მუმლაძემ. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადგილი ჰქონდა მუქარას და ფიზიკურ ზეწოლას. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მსჯავრდებული კახა ბარათაშვილი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გადაყვანილ იქნა #18 მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში. მისი განმარტებით, გაუსაძლისი ტკივილის გამო არაერთხელ მოითხოვა ექიმთან შეხვედრა კონსულტაციის მიზნით, რასაც დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მხრიდან ფიზიკური ძალადობა მოჰყვა. ამასთან, ავადმყოფ მსჯავრდებულს მოსთხოვეს ტანსაცმლის გახდა, რის შემდეგაც, შიშველ სხეულზე დაასხეს ცივი წყალი. ადგილი ჰქონდა სექსუალური ხასიათის ძალადობის მუქარასაც.

2011-12-06 05:11 სრულად ნახვა

საიას წევრების, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატებისა და იურიდიული პროფესიის სხვა წარმომადგენლების საყურადღებოდ!

საქართველოს პარლამენტი სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესატან ძალზე მნიშვნელოვან ცვლილებებს განიხილავს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებებით იცვლება მოსარჩელე იურიდიული პირების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და მათი წარმომადგენლების სასამართლოში დაბარების წესები, კანცელარიის თანაშმრომელს ეძლევა უფლება უარი თქვას სარჩელის (განცხადების) რეგისტრაციაზე აღნიშნული დოკუმენტის ფოსტით მიღების შემთხვევაშიც, მოსარჩელე ხდება ვალდებული, მიაწოდოს მოპასუხეს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები, პირველი ინსტანციის სასამართლოს აღარ გამოაქვს ხარვეზის შესახებ განჩინება, არამედ პირდაპირ უარს ამბობს მის მიღებაზე და სხვა. უფრო კონკრეტულად, აღვნიშავთ, რომ კანონპროექტის მიხედვით: • პირველი ინსტანციის სასამართლოს საერთოდ აღარ გამოაქვს ხარვეზის შესახებ განჩინება, არამედ პირდაპირ სარჩელის მიღებაზე ამბობს უარს. ერთი გამონაკლისის გარდა, ყველა ის გარემოება, რომლიც ხარვეზის შესახებ განჩინების მიღების საფუძველი იყო, ახლა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმას იწვევს.• სასამართლოს კანცელარიის თანამშრომელს უფლება ეძლევა, უარი თქვას სარჩელის (განცხადების) რეგისტრაციაზე მისი ფოსტით გაგზავნის შემთხვევაშიც, რამაც შესაძლოა მოსარჩელეს საერთოდ წაართვას სასამართლოსათვის მიმართვის უფლება ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

2011-12-05 17:38 სრულად ნახვა

საიას განცხადება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას სურს ყურადღება გაამახვილოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივ მდგომაროებასთან დაკავშირებით. საია ამოდის რა, საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო დოკუმენტებით აღიარებული, ადამიანის პატივისა და ღირსების ფუნდამენტური უფლებისა და ადამიანის, როგორც თავისთავადი ღირებულების არსიდან, ხაზს უსვამს რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, სხვებთან თანასწორ პირობებში, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, უნდა სარგებლობდნენ ძირითადი უფლებებისა და სამართლებრივი გარანტიების დაცვით. აქვე, საია ასევე აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საქართველოში, დღემდე რჩებიან ერთ–ერთ ყველაზე მოწყვლად სოციალურ ჯგუფად. მათი უფლებების რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები მრავალგანზომილებიანია და გამოიხატება, როგორც ყოველდღიურ სოციალურ ბარიერებში, ისე სახელმწიფოს მიერ გამოვლენილი არასათანადო ძალისხმევის შედეგად წამოჭრილ არაერთ წინააღმდეგობაში, რაც საბოლოო ჯამში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ღირსეული ცხოვრების დამკვიდრებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესების შეფერხებაში გამოიხატება.

2011-12-03 09:40 სრულად ნახვა

საია მოუწოდებს პარლამენტს გააუმჯობესოს კანონპროექტი კონკურენციის შესახებ

საქართველოს მთავრობა კონკურენციის სფეროს რეფირმირებას გეგმავს. ამ მიზნით შემუშავებულ ახალ კანოპროექტს საქართველოს პარლამენტი განიხილავს. გუშინ, 29 ნოემბერს აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს პარლამენტს სამართლებრივი დასკვნა გადაუგზავნა. უფრო ადრე, 1 ნოემბერს საიას მოსაზრებები წერილობითი სახით მიეწოდა საქართველოს მთავრობას. ასოციაციის შენიშვნები შეეხება კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინსტიტუციურ დამოუკიდებლობასა და საჩივრების განხილვის წესს. კანონშემოქმედების მოცემულ ეტაპზე უმნიშვნელოვანესი ამოცანაა კონკურენციის ახალი ნორმების აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისათვის მყარი გარანტიების შექმნა. ერთის მხრივ, აღნიშნული ინსტიტუტი თავისუფალი უნდა იყოს სახელმწიფო გავლენებისაგან, ვინაიდან ის სახელმწიფო დახმარებებსაც უწევს ზედამხედველობას, ხოლო, მეორეს მხრივ, მიუკერძოებელი უნდა იყოს მეწარმე სუბიექტების მიმართაც. კანონპროექტით, სააგენტოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. აღნიშნული ჩანაწერი სააგენტოს თავმჯდომარის საქმიანობას არასტაბილურად აქცევს. მისი ბედის მინდობა მთავრობის ხელმძღვანელისთვის მით უფრო სარისკოა, რამდენადაც სააგენტო სწავლობს მთავრობის მიერ გაცემული სახელმწიფო დახმარებების კანონიერებასაც. ამ ვითარებაში, უმჯობესია რეპრესიის ყველანაირი საშუალების მოცილება აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის. მიგვაჩნია, რომ სააგენტოს თავმჯდომარისათვის ხელშეუხებლობის მეტი გარანტია უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ამ მიზნით, უპრიანია კანონმა გაითვალისწინოს პარლამენტის როლი სააგენტოს თავმჯდომარის დანიშვნაში და განსაზღვროს მისი უფლებამოსილების ვადა.

2011-12-01 09:19 სრულად ნახვა

საია ტელეკომპანია „მაესტროს“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეშფოთებას გამოთქვამს ტელეკომპანია „მაესტროს“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, დღეს დილიდან, „მაესტროს“ დამფუძნებლებსა და ტელეკომპანიის მმართველი კომპანიის დამფუძნებელ ეროსი კიწმარიშვილს შორის მომხდარი უთანხმოების გამო, ტელეკომპანიის ეთერი გაითიშა. იქ მომუშავე ჟურნალისტებს არ ეძლეოდათ შენობაში შესვლის და თავიანთი პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალება.  მოგვიანებით, ტელეკომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა და თანამშრომელთა ნაწილმა შენობაში შეღწევა მოახერხეს. ამ დროისთვის "მაესტრო" პირდაპირ ეთერში მაუწყებლობს, თუმცა, არხის დამფუძნებელთა ინფორმაციით, კვლავ არსებობს ეთერიდან „მაესტროს“ გათიშვის საფრთხე. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ თითოეული მოქალაქის უფლება, მიიღოს ინფორმაცია ნებისმიერი წყაროდან, უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს თავად მედიასაშუალების მიერ. საია მოუწოდებს “სტუდია მაესტროს” დამფუძნებლებსა და მმართველ კომპანიას მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავიანთ მოვალეობებს და მათ შორის არსებული  დაპირისპირება გადაწყვიტონ სამართლებრივი გზით, რათა არ მოხდეს გამოხატვის თავისუფლების უკანონოდ ხელშეშლა.

2011-11-30 10:29 სრულად ნახვა

საია უერთდება პრესის ასოციაციის განცხადებას და დღევანდელ აქციას ქ. თბილისის მერიის მიერ პრესის გავრცელების პირობების გაუარესებასთან დაკავშირებით

საია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას პოზიტიური ვალდებულება აკისრია, მისი უფლებამოსილების ფარგლებში ხელი შეუწყოს მედიის თავისუფლებას, რაც, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება იმ პირდაპირი თუ ირიბი ფაქტორების აღმოფხვრაში, რომელთა არსებობა ხელს შეუშლის თავისუფალი სიტყვის გავრცელებას. საია იზიარებს პრესის ასოციაციის შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ სავაჭრო ჯიხურების განთავსებაზე აუქციონის იმ ფორმით ჩატარება, როგორც ეს განახორციელა ქალაქ თბილისის მერიამ თავისუფალი კონკურენციის ფარგლებში, სხვა არაფერია თუ არა ჟურნალ-გაზეთების გავრცელების ირიბი ფორმით შეზღუდვა. დაუშვებელია, კვების პროდუქტებისა და ჟურნალ-გაზეთების გაყიდვის მიზნით, სავაჭრო  ჯიხურებზე ნებართვის გაცემა ხდებოდეს სრულიად იდენტური პირობებით და ერთმანეთისაგან გაუმიჯნავად.

2011-11-29 07:17 სრულად ნახვა

საიას განცხადება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებით

2011 წლის 18 ნოემბერს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით პირველი სასამართლო პროცესი გაიმართა. მსაჯულებმა 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ დამნაშავედ ცნეს ბრალდებული პირები. 19 ნოემბერს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი დაზარალებული პირის ოჯახის წევრებს შეხვდა და საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირა სასამართლოს მიმდინარეობასთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოხატა იმ ფაქტის გამო, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა "სწორი" გადაწყვეტილება მიიღეს, დამნაშავეები დასაჯეს და ერთგვარი მადლიერებაც გამოხატა მსაჯულების მიმართ, გამამტყუნებელი გადაწყვეტილების მიღების გამო.

2011-11-26 11:50 სრულად ნახვა

საიას შენიშვნები ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის დებულების პროექტზე

2011 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს ორგანულ კანონში ”საქართველოს საარჩევნო კოდექსში” შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც ამომრჩეველთა სიების დაზუსტებას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შექმნილი კომისია. კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება კომისიის დებულებით, რომელსაც კომისიის წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტი ამტკიცებს. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ აუცილებელია ისეთი საკითხების მოწესრიგება, როგორიცაა აღნიშნული კომისიის მანდატისა და საქმიანობის წესის მკაფიოდ განსაზღვრა, კომისიის დანახარჯების დეტალურად დადგენა და კომისიის ხელთ არსებული ფინანსების მონიტორინგისა და მისი საქმიანობის შეფასებისათვის გარკვეული მექანიზმების შემუშავება.

2011-11-25 16:47 სრულად ნახვა

საია მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, მყისიერი და ქმედითი რეაგირება მოახდინოს გაზეთ “ბათუმელების” ჟურნალისტის საქმეზე

გაზეთ “ბათუმელების” ინფორმაციით, 2011 წლის 20 ნოემბერს დაადგინეს პიროვნება, რომელიც მათი გაზეთის საგამოძიებო ჯგუფის კოორდინატორს თედო ჯორბენაძეს აშანტაჟებდა. კერძოდ, 2009 წლის 25 ნოემბერს, ბათუმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში, იგი შანტაჟის გზით აიძულებდა თედო ჯორბენაძეს, სპეცსამსახურებთან ეთანამშრომლა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თავიდანვე იცავდა თედო ჯორბენაძის ინტერესებს და ითხოვდა დროულ და ეფექტურ გამოძიებას. 2011 წლის 20 ნოემბერს შანტაჟის თვითმხილველმა, გაზეთის გამომცემელმა ქალბატონმა მზია ამაღლობელმა ამოიცნო დავით დევნოზაშვილი ამ უკანასკნელის საცხოვრებელ ბინასთან, თბილისში, დოლიძის #26-ში. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მზია ამაღლობელმა გამოიძახა საპატრულო პოლიცია, მათთან ერთად იყვნენ გამომძიებლები. მზია ამაღლობელის განცხადებით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ადგილზე ოქმი არ  შეადგინა, ანუ არ მოახდინა მომხდარი ფაქტის დოკუმენტირება. მათი სიტყვიერი განმარტებით, გამოძიება მიმდინარეობს.

2011-11-21 13:57 სრულად ნახვა

საია ეხმაურება პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდის თაობაზე კონსტიტუციური კანონის პროექტსა და მის განხილვასთან დაკავშირებულ პროცესებს

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის 83-მა დეპუტატმა ინიცირება გაუკეთა პარლამენტის წევრთა რაოდენობის 150-დან 190-მდე გაზრდასთან დაკავშირებული კონსტიტუციური კანონის პროექტს. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კონსტიტუციის ნაწილობრივი გადასინჯვის მიზნით, სავალდებულოა შეიქმნას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია, რომელიც პარლამენტის მიერ პროექტის განხილვამდე ერთი თვის განმავლობაში შეისწავლის მასთან დაკავშირებულ მასალებს. 11 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლითაც განისაზღვრა კომისია 28 წევრის შემადგენლობით. საია აღნიშნული კომისიის ერთ-ერთი წევრია, თუმცა, ამის შესახებ ჩვენთვის მხოლოდ დადგენილების გამოქვეყნების შემდეგ გახდა ცნობილი. იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალში მსგავს კომისიებში მონაწილეობის საკითხი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან წინასწარ იქნება შეთანხმებული. აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:

2011-11-18 08:51 სრულად ნახვა