სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) რეკომენდაციები საქართველოს

2010 წლის 29-31 მარტს,  პარიზში,  სტამბულის ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) რიგით მერვე მონიტორინგის  შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს წარმომადგენლები. სტამბულის ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა OECD-ის ანტიკორუფციული ქსელის ინიციატივაა. აღნიშნულ ქსელში  ცენტრალური, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები შედის.

2010-04-16 14:47 სრულად ნახვა

საიამ “იმიტირებული ქრონიკით” დაზარალებული პირის სახელით სასამართლოში სარჩელი შეიტანა

15 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოქალაქე თ.ე.-ს სახელით შპს ,,ტელეიმედის” წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

2010-04-15 14:42 სრულად ნახვა

საიამ და ოთხმა არასამთავრობო ორგანიცაზიამ ცესკოსთან მემორანდუმი გააფორმა

ორგანიზაციებმა: "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და "საერთო სამოქალაქო მოძრაობა - მრავალეროვანი საქართველო" ცესკოსთან ერთად სპეციალურ მემორანდუმზე ხელმოწერით ადასტურებენ, რომ თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში ხელს შეუწყობენ არჩევნების ნორმალურად ჩატარებას, სადაც ყველა საარჩევნო სუბიექტი თანაბრად გამოიყენებს ნებისმიერ ადმინისტრაციულ რესურსს.

2010-04-13 12:16 სრულად ნახვა

საიამ საკონსტიტუციო სასამართლოს წერილობითი მოსაზრება წარუდგინა

2010 წლის 13 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სახალხო დამცველის #477-ე კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ,,სასამართლოს მეგობრის” სტატუსით წერილობითი მოსაზრება წარუდგინა.საქართველოს სახალხო დამცველი ითხოვს ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) და მე-19 (სინდისის, რელიგიის, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი) მუხლებთან მიმართებაში.

2010-04-13 07:01 სრულად ნახვა

საიამ რუსეთის წინააღმდეგ გიორგი ანწუხელიძის წამებასა და მკვლელობასთან დაკავშირებით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელი შეიტანა

2010 წლის 8 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გააგზავნა კიდევ ერთი ახალი სარჩელი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. აღნიშნული სარჩელი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსი და ოსი სამხედრო პირების მიერ ქართველი სამხედროს, გიორგი ანწუხელიძის წამებასა და შემდგომში მისი სიცოცხლის უკანონო ხელყოფის ფაქტს შეეხება.გიორგი ანწუხელიძე ვაზიანის მე-4 ბრიგადის 41-ე ბატალიონში მსახურობდა. 2008 წლის 9 აგვისტოს ქ. ცხინვალში შეტაკებების შემდეგ გიორგი ანწუხელიძე თითქმის 5 თვის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. 2008 წლის 12 დეკემბრის ბიოლოგიურ-გენეტიკურმა (დნმ) ექსპერტიზამ მოახდინა გიორგი ანწუხელიძის გვამის იდენტიფიცირება. გიორგი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.

2010-04-12 11:43 სრულად ნახვა

ჩვენ გვაქვს უფლება ვიცოდეთ, რა ოდენობის თანხა უნდა ჩამოაწეროს სახელმწიფომ კონკრეტულ მაუწყებელს

2010 წლის 7 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა დასკვნა მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც სამაუწყებლო საშუალებებისთვის ‘საგადასახადო ამნისტიას’ ითვალისწინებს.პროექტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლს ემატება 21-ე (პრიმა) ნაწილი, რომლის მიხედვითაც ტელესამაუწყებლო კომპანიებს უნდა ჩამოეწეროთ კანონის ძალაში შესვლის დღისთვის არსებული საგადასახადო დავალიანებები და მასზე დარიცხული საურავები.

2010-04-08 13:49 სრულად ნახვა

საქართველოს მთავრობის მიერ ლობისტურ კომპანიებთან დადებული ხელშეკრულებები მხოლოდ საქართველოშია საიდუმლო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უკანონოდ მიიჩნევს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და საქართველოს მთავრობის მიერ 2009-2010 წლებში უცხოურ ლობისტურ კომპანიებთან (Public Strategies, Maniatis, Gregory A, Kunin, Daniel Louis, Podesta Group, Gephardt Group Government Affairs, Orion Strategies;) გაფორმებული ხელშეკრულებების გასაიდუმლოებას.ასოციაცია დაინტერესდა იმ ხელშეკრულებათა საჯაროობით, რომლებიც შეეხება საქართველოს მთავრობისათვის საკონსულტაციო და სხვა სახის მომსახურების გაწევას სხვა ქვეყნების მთავრობებთან, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სფეროში. საიამ 2010 წლის 16 მარტს განცხადებით მიმართა საქართველოს მთავრობასა და ეროვნული უშიშროების საბჭოს და გამოითხოვა გაფორმებული ხელშეკრულებების ასლები, აგრეთვე ინფორმაცია ხელშეკრულებების დაფინანსების კონკრეტული წყაროს შესახებ.

2010-04-08 11:48 სრულად ნახვა

საია და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო გიგი უგულავას ღია წერილს უგზავნიან

დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ ქალაქის მერს ღია წერილი გაუგზავნეს.“უკანასკნელი თვეების განმავლობაში ჩვენი ორგანიზაციების მიერ თბილისის მერიისგან გამოთხოვილ იქნა არაერთი საჯარო ინფორმაცია, რომელთა უმრავლესობა რეაგირების გარეშე დარჩა, ნაწილთან დაკავშირებით კი პასუხები კანონმდებლობით დადგენილი ვადების დარღვევით და არასრულყოფილი სახით მივიღეთ” – მითითებულია ერთობლივ წერილში.  იხილეთ ღია წერილი და საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით ქ.თბილისის მერიაში გაგზავნილი წერილების ასლები:

2010-04-06 14:17 სრულად ნახვა

საიამ ევროპის სასამართლოში პოლიციის თანამშრომლის მიერ მოკლული გიორგი გამცემლიძის ოჯახის წევრების სახელით სარჩელი შეიტანა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2010 წლის 10 მარტს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შს საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ 2008 წლის 8 მაისს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული გიორგი გამცემლიძის ოჯახის წევრების სახელით სარჩელი  შეიტანა.სარჩელი შეეხება ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-6 (სამართლიანი სასამართლო) და მე-13 (დაცვის ეფექტური საშუალებების არსებობა) მუხლების დარღვევას.ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2010 წლის 11 მარტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გ. გამცემლიძე, რომელიც არ იყო შეიარაღებული, მოკლული იქნა საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ, რომელსაც ის შეიარაღებული ეგონა.2008 წლის 8 მაისს ღამის დაახლოებით 1 საათსა და 20 წუთზე, გ. გამცემლიძე ერთი გასროლით მოკლა შს საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა, როდესაც წინასწარი და სასამართლო გამოძიების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, იგი ცდილობდა ზანდუკელის ქ. #2-ში მდებარე ეზოში მიმალულიყო, მის მიერ საგზაო მოძრაობის წესების სავარაუდო დარღვევის გამო.საქმის მასალების საფუძველზე ირკვევა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ გიორგი გამცემლიძის მიმართ გამოყენებული იქნა არაპროპორციული ძალა იმ ვითარებაში, როდესაც იგი არ იყო შეიარაღებული და არ უქმნიდაAრაიმე საფრთხეს პოლიციელებისა ან/და სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. საპატრულო პოლიციის თანამშრომლმა გ. გამცემლიძეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა წინასწარი სიტყვიერი გაფრთხილების ან/და გამაფრთხილებელი გასროლის გარეშე.

2010-03-15 13:14 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სამართლებრივ მომსახურებას სთავაზობს იმედის სიუჟეტით დაზარალებულ მოსახლეობას

მასობრივი ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებებში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ტელეკომპანია „იმედი“-ს ეთერით 2010 წლის 13 მარტს, 20.00 საათზე გასული სპეციალური ქრონიკის შემდეგ, რომელიც მაყურებელს მოუთხრობდა ოკუპირებულ ახალგორის რაიონში დისლოცირებული რუსეთის რეგულარული არმიის დაგჯგუფებისა და სატანკო ბატალიონის მიერ გამოცხადებული სრული სამხედრო მზადყოფის, მათ მიერ გეზის დედაქალაქისაკენ აღების ალბათობის, ქვეყნის სხავადასხვა ქალაქებში არსებული პანიკის, მაღაზიებში და ბენზინგასამართ სადგურებში არსებული რიგების შესახებ, მკვეთრად იმატა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების რიცხვმა. რამდენიმე ადამიანის, მათ შორის, მცირეწლოვანი გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.

2010-03-14 17:09 სრულად ნახვა