სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას ოფისში გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე „ცოდნის უფლება - ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში“

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ უკვე ტრადიციულად აღნიშნა ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღე.28 სექტემბერს საიას ოფისში გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე „ცოდნის უფლება - ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში“.

2009-09-28 20:00 სრულად ნახვა

საია ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

28 სექტემბერს მსოფლიო ცოდნის უფლების, იგივე ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო ქსელმა , რომლის წევრიც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაა, გაავრცელა 2009 წლის მთავარი მიღწევების ჩამონათვალი ინფორმაციის თავისუფლების სფეროში.

2009-09-27 20:00 სრულად ნახვა

საია და სტუდია ”მონიტორი” ერთობლივ კინოჩვენებებს მოაწყობენ

25 სექტემბერს საქართველოს ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში სტუდია ”მონიტორი”-ს მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოეწყო. ფილმი წარმოადგენს ჟურნალისტურ გამოძიებას ბათუმში მდებარე ე.წ. ხოფის ბაზრობის მეპატრონეებისთვის ჩამორთმევის ფაქტების შესახებ.

2009-09-24 20:00 სრულად ნახვა

საია დიმიტრი შაშკინის განცხადებას ეხმაურება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის, დიმიტრი შაშკინის ა.წ. 21 სექტემბრის განცხადებას სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაციის ერთი წარმომადგენლის დასახელების შესახებ. კერძოდ, სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ბატონმა შაშკინმა განაცხადა:

2009-09-21 20:00 სრულად ნახვა

საიამ პატიმრობის შესახებ კოდექსის პროექტზე დასკვნა მოამზადა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოამზადა დასკვნა პატიმრობის შესახებ კოდექსის პროექტზე. ზემოაღნიშნული დასკვნა გადაეგზავნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს - დავით ბაქრაძეს, საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წევრებს, ასევე, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს დიმიტრი შაშკინს.

2009-09-20 20:00 სრულად ნახვა

საიამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს "სახელმწიფო ვალის შესახებ" საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების თაობაზე დასკვნა წარუდგინა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს "სახელმწიფო ვალის შესახებ" საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების თაობაზე დასკვნა წარუდგინა.

2009-09-16 20:00 სრულად ნახვა

საიას მიმართვა პარლამენტის წევრებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ინდივიდუალურად უგზავნის წერილს პარლამენტის უკლებლივ ყველა წევრს და თხოვს, არ დაუჭირონ მხარი პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ ორ საკონსტიტუციო კანონპროექტს, რომელიც საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელად თბილისთან ერთად ქალაქ ქუთაისის განსაზღვრასა და პარლამენტის წევრებისათვის უფლებამოსილების აღდგენას ითვალისწინებს.

2009-09-15 20:00 სრულად ნახვა

რვა თვის განმავლობაში საიას თბილისის ოფისის ადვოკატებმა 20 000-მდე იურიდიული კონსულტაცია გასცეს

2009 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით საიას იურიდიული დახმარების ცენტრის მიერ გაცემულ იქნა 19 228 იურიდიული კონსულტაცია (მათ შორის 12 064 პირადი და 7 164 სატელეფონო). აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ცენტრის ადვოკატებმა და კონსულტანტებმა 718 სხვადასხვა სახის სამართლებრივი დოკუმენტი შეუდგინეს მოქალაქეებს.

2009-09-14 20:00 სრულად ნახვა

უსინათლო მოქალაქემ მეზობელს დავა მოუგო

2008 წლის მაისში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაწოდეს ინფორმაცია მოქალაქე ნ.გ.-ს შესახებ, რომელიც I ჯგუფის უსინათლოა, ჩავარდნილია ლოგინად და ვერ გადაადგილდება.

2009-08-11 20:00 სრულად ნახვა

საია ეხმაურება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად ბატონ გიორგი ჭანტურიას არჩევის საკითხს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება 2009 წლის 10 აგვისტოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ გენერალურ დირექტორად ბატონ გიორგი ჭანტურიას არჩევის საკითხს.

2009-08-10 20:00 სრულად ნახვა