2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად მასობრივად დაზარალდა მშვიდობიანი სამოქალაქო მოსახლეობა. დაირღვა მრავალი სამოქალაქო პირის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის, სიცოცხლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების, საკუთრების და პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება. მრავალი ადამიანი გახდა წამების და არაადამიანური მოპყრობის, ასევე დისკრიმინაციის მსხვერპლი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თავიდანვე გამოხატა მზადყოფნა იურიდიული დახმარება გაეწია კონფლიქტის შედეგად დაზარალებული პირებისათვის. საიას ადვოკატებმა იურიდიული კონსულტაცია გაუწიეს ასობით მოქალაქეს და მოამზადეს ამ უკანასკნელთა საქმეები ადამიანის უფლებათა ევროპულ (სტრასბურგის) სასამართლოში გასაგზავნად.
2009-03-15 20:00 სრულად ნახვასაია კანონპროექტზე ”საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე - დასკვნას აქვეყნებს.აღნიშნული დასკვნა გადაეგზავნა საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს ბ-ნ პავლე კუბლაშვილს, საქართველოს საპარლამენტო უმცირესობას და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.იხილეთ საიას დასკვნა კანონპროექტზე ”საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
2009-03-11 20:00 სრულად ნახვა2007 წლის 11 მარტს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული იქნა კანონი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ,“ რომელსაც დაინტერესებული პირებისათვის უნდა დაეკანონებინა მათ მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები და ამით სახელმწიფოს წინაშე მდგარი მიწის ფონდის ათვისების დიდი ხნის პრობლემა მოეგვარებინა. როგორც რეალობამ აჩვენა, კანონი რიგ შემთხვევაში ე.წ. „ქონების ლეგალიზაციის“ ნაცვლად კონკრეტული წინასაარჩევნო მიზნების მიღწევას ემსახურებოდა. ასე მოხდა ხელვაჩაურში, როდესაც პრეზიდენტის არჩევნების წინ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ასეულობით მოქალაქეზე მასიურად გასცა საკუთრების უფლების მოწმობები სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის ან წარმოდგენილი დოკუმენტების შემოწმების გარეშე.
2009-03-09 20:00 სრულად ნახვა8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, არსის გალერეაში საიასა და ფოტოგრაფთა კლუბ „GRAF.GE“-სერთობლივ კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
2009-03-09 20:00 სრულად ნახვაქალთა დღის მოახლოებასთან დაკავშირებით საია და ფოტოგრაფთა კლუბი გრაფი აცხადებენ კონკურსს, რომელიც მიმართული იქნება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც მოყვარულ, ასევე პროფესიონალ ფოტოგრაფებს.მონაწილეობის მსურველებმა, ფოტოგრაფთა კლუბის ვებ-გვერდზე www.graf.ge სპეციალურ გალერეაში უნდა განათავსონ საკუთარი ნამუშევარი, რომელიც თემატურად უნდა ასახავდეს პროექტის მიზნებს. ასევე, ნამუშევარზე უნდა განთავსდეს მოცემული სამი სლოგანიდან ერთ-ერთი:1. ნამდვილი მამაკაცები ქალზე არ ძალადობენ!2. ქალზე ძალადობა სირცხვილია!3. ნუ დაჩაგრავ ქალს!სლოგანის დიზაინი (ფონტი, ფერი და ა.შ.) არ არის შეზღუდული. ასევე, ნამუშევარში დასაშვებია გრაფიკული ჩარევაც.გამარჯვებულებს გამოავლენს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული სპეციალური ჟიური.
2009-02-24 20:00 სრულად ნახვასაქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია “ინტერ რაო ეეს”-ს შორის 2008 წლის 30 დეკემბერს გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი. საზოგადოების აქტიური დაინტერესების მიუხედავად აღნიშნული დოკუმენტი არ არის ხელმისაწვდომი დაინტერესებული პირებისათვის.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღებისას საზოგადოებრივი ინტერესი აღემატება კერძო პირების კომერციული ინტერესებს და დაუშვებელია მათი გასაიდუმლოება. აღნიშნული მით უფრო ხელშესახები ხდება მაშინ, როდესაც სახელმწიფო დაწესებულება ვერ ასაბუთებს კონკრეტულად რა ზიანი შეიძლება მოიტანოს დოკუმენტების გასაჯაროებამ.საიამ აღნიშნული მემორანდუმი გამოითხოვა 2009 წლის 16 იანვარს და კომერციული საიდუმლოების მოტივით ინფორმაციის გაცემაზე უარი, ადმინისტრაცული საჩივრით, გაასაჩივრა საქართველოს ენრეგეტიკის მინისტრთან.
2009-02-19 20:00 სრულად ნახვააგვისტოს მოვლენების შემდეგ საქართველოს არაერთი მოქალაქე დაზარალდა, რუსი ოკუპანტების მიერ შეილახა მათი ფუნდამენტური უფლებები.კერძოდ:1. მასობრივად ხდებოდა მოქალაქეთა უკანონოდ დაკავება და მათი ტყვეობაში ყოფნა. ტყვეობაში ყოფნის პერიოდში იძულებულნი იყვნენ გაეწიათ მონური შრომა;2. მრავალმა მათგანმა დაკარგა ახლობლები და ასევე რეალური საფრთხე შეექმნა მათ სიცოცხლეს;3. დაზარალებულთა ნაწილი გახდა წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი.4. ასევე მასობრივად ხდებოდა ქონების განადგურება. დიდი და პატარა ლიახვის ხეობაში მცხოვრებ ქართველთა უმრავლესობის სახლები მთლიანად გადამწვარია.
2009-02-11 20:00 სრულად ნახვაამა წლის 3 თებერვალს ახალაგაზრდა იურისტთა ასოციაციას, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქსნის #7 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულებიდან წერილობით მიმართა 34 მსჯავრდებულმა.განცხადებაზე ხელმოწერით მსჯავრდებულები ერთხმად ადასტურებდნენ დაწესებულებაში არსებულ გაუსაძლის პირობებს, რაც მათივე თქმით დაწესებულების ადმინისტრაციის უკანონო მოქმედებაში, მძიმე სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებში და ადეკვატური სამედიცინო მომსახურეობის უგულებელყოფაში გამოიხატებოდა.2009 წლის 5 თებერვალს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადგილზევე შეისწავლა დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა, რითაც მსჯავრდებულების მიერ მოწოდებული ინფორმაცია გაუსაძლის პირობებთან დაკავშირებით იქნა გადამოწმებული და დადასტურებული.ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს უფლებამოსილ პირებს დროულად შეისწავლონ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #7 საპყრობილეში არსებული პრობლემები და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ.
2009-02-06 20:00 სრულად ნახვა5 თებევრალს საიას თავმჯდომარემ თამარ ხიდაშელმა და რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარემ ია მამალაძემ ერთობლივ ბრიფინგს გამართეს.საქმე ეხება ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარის, ანტონ ხუნდაძის მიერ გაზეთის „გურია ნიუსის“ ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარის ფაქტებს.ბრიფინგზე საიამ წარმოადგინა აუდიო ჩანაწერი, სადაც ხუნდაძე ღიად ამბობს, რომ იმ ჟურნალისტს, რომელმაც მას აწყენინა „კაცურად გაუსწორდება“.
2009-02-04 20:00 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტზე "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" დაკვნას აქვეყნებს.საია მიიჩნევს, რომ შემოთავაზებული ცვლილებები რეალურად არ ცვლის ხელისუფლების შტოთა ბალანსს და არ ხდება პარლამენტის უფლებამოსილებების არათუ ”მნიშვნელოვანი”, არამედ მცირედი გაძლიერებაც კი.იხილეთ დასკვნა საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტზე "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"
2009-01-24 20:00 სრულად ნახვა