სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ ადამიანის უფლებათა კვირეული აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს დაზარალებული მოსახლეობის პრობლემებზე მიძღვნილი ღონისძიებით გახსნა

10 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ თამარ ხიდაშელმა ადამიანის უფლებათა კვირეული გახსნა. კვირეულის განმავლობაში საიას მიერ არაერთი საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი.ზუსტად 60 წლის წინ, 1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიენებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ანსამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მიიღო, რომელიც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს აღიარებს.წლევანდელი კვირეული აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემებისადმი მიძღვნილი ღონისძიებით გაიხსნა.პრეზენტაციაში პრობლემები წარმოდგენილი იყო ორი ნაწილად _ აგვისტოს საომარი მოქმედებების მიმდინარეობის დროს და შემდეგ.

2008-12-09 20:00 სრულად ნახვა

საიამ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნა

9 დეკემბერსსაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის 2007 წლის სარეზერვო ფონდების მონიტორინგის რიგით მერვე ანგარიშის (საქართველოს მთავრობა თაკარა მზის ქვეშ) პრეზენტაცია გამართა.ისევე როგორც წინა წლებში, 2007 წელსაც სარეზერვო ფონდების განკარგვას  საქართველოს პრეზიდენტი და  საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვანი დარღვევებით წარმართავდნენ. საანგარიშო პერიოდში ორივე ფონდის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვან გადახარჯვას. 2007 წელს თითოეული სარეზერვო ფონდის მოცულობა შეადგენდა 25 მილიონ ლარს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას ფონდების განკარგვა მხოლოდ 25 მილიონი ლარის ფარგლებში შეეძლოთ. მიუხედავად კანონის იმპერატიული მოთხოვნისა, როგორც პრეზიდენტმა, ისე მთავრობამ შესაბამისი ასიგნებების გარეშე ბიუჯეტიდან  გასცეს რამოდენიმე ათეული მილიონი ლარით მეტი, ვიდრე ამის უფლებამოსილებას მათ კანონმდებლობა ანიჭებდათ.

2008-12-08 20:00 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ახალი თავმჯდომარე ჰყავს

15 ნოემბერს საიას გამგეობამ თავმჯდომარედ თამარ ხიდაშელი აირჩია.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წესდების თანახმად, გამგეობის თავმჯდომარე ირჩევა ერთი წლით. ერთი და იგივე პირი შეიძლება იყოს თავმჯდომარე ზედიზედ ორჯერ.ახალმა თავმჯდომარემ გიორგი ჩხეიძე შეცვალა, რომელიც ასოციაციას 2006-2008 წლებში ხელმძღვანელობდა.ამასთან, საიას გამგეობის გადაწყვეტილებით გიორგი ჩხეიძე არჩეულ იქნა თავმჯდომარის მოადგილედ.

2008-11-17 20:00 სრულად ნახვა

ტრენინგი ინფორმაციის თავისუფლების თემაზე ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი ჟურნალისტებისათვის

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოში ეუთოს მისიის ფინანსური მხარდაჭერით ატარებს ტრენინგს ინფორმაციის თავისუფლების თემაზე ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი ჟურნალისტებისათვის.ტრენინგი ჩატარდება 2008 წლის 17-18 ნოემბერს დაბა გუდაურში. შერჩეული ჟურნალისტები გუდაურში გაემგზავრებიან 16 ნოემბერს. სამუშაო ენა არის რუსული და ქართული. ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:-    გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების სტანდარტები;-    საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურები;-    სახელმწიფო, პროფესიული, კომერციული და პირადი საიდუმლოება;-    საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის გასაჩივრება ადმინისტრაციულ ორგანოში და სასამართლოში.

2008-11-09 20:00 სრულად ნახვა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2008 წლის 3 ნოემბრის არჩევნებზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სადამკვირვებლო მისია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აკვირდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2008 წლის 3 ნოემბრის არჩევნებს. საია აკვირდება როგორც წინასაარჩევნო კამპანიას, აგრეთვე არჩევნების დღეს და არჩევნების შემდგომ პერიოდს. საიას სადამკვირვებლო მისიას მხარს უჭერს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და დიდი ბრიტანეთის საელჩები საქართველოში.   საიას აკრედიტირერბული ჰყავს დამკვირვებლები იმ 140-მდე საარჩევნო უბნებზე, რომლებიც გასული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დროს იდენტიფიცირებულ იქნენ, როგორც ყველაზე პრობლემური. კერძოდ, დამკვირვებლები იქნებიან ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის და ხულოს საარჩევნო უბნებზე.

2008-11-01 20:00 სრულად ნახვა

“მაესტროს” საქმე _ გამოხატვის თავისუფლებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის კრიზისის მაგალითი!

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იმედს გამოთქვამს, რომ შპს “მაესტროს” უახლოეს მომავალში მიეცემა პოლიტიკური გადაცემების ეთერში გაშვების შესაძლებლობა. ამავდროულად ჩვენი ორგანიზაცია, რომლის საქმიანობის სახელმძღვანელო პრინციპია კანონის უზენაესობა სამართლიანობისათვის, თავს ვალდებულებად თვლის საზოგადოებას ამცნოს თავისი პოზიცია შპს “მაესტროს” მიმართ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.საია, როგორც ამ პროცესის უშუალო მონაწილე  მიიჩნევს, რომ შპს “მაესტროს” საქმე თვალნათლივ გამოხატავს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებისა და სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობასთან არსებულ კრიზისს. Uკიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ იმ გარემოებას, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება “მაესტროსათვის” საერთო ლიცენზიის გაცემის თაობაზე არის უკანონო. რაც გამყარებულ იქნა სასამართლოს 2008 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით. არ ვაპირებთ აღნიშნული გადაწყვეტილების დეტალურ მიმოხილვასა და კრიტიკას, რადგან ვთვლით, რომ მესამე ხელისუფლების, როგორც სახელმწიფოებრივი ინსტიტუციის პატივისცემა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია სასამართლოზე ნებისმიერი სახის ზეწოლა, ამასთან სამართლიანობის აღდგენა არ უნდა იყოს ხელისუფლების რომელიმე შტოს კეთილ ნებაზე დამოკიდებული.

2008-10-29 20:00 სრულად ნახვა

საია აცხადებს ეროვნულ შეჯიბრს საკონსტიტუციო სამართალში

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციააცხადებს ეროვნულ შეჯიბრსსაკონსტიტუციო სამართალშიშეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვთ:-    იურიდიული ან საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მე-2, მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტებს.მონაწილეობის პირობები:-    შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვს სამი წევრისაგან შემდგარ გუნდს;-    გუნდმა დათქმულ ვადაში უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა.შეჯიბრი ჩატარდება სიმულაციების ფორმით 2008 წლის დეკემბერში ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.განაცხადის ჩაბარების ბოლო ვადაა 2008 წლის 31 ოქტომბერი.განაცხადის ფორმის, შეჯიბრის წესებისა და სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისებში შემდეგ მისამართებზე:თბილისის ოფისიკრილოვის ქ. #15, 0102ტელ: (995 32) 936 101 / 952 353საკონტაქტო პირი: ნანა ფაცია ქუთაისის ფილიალი რუსთაველის მე-6 ჩიხი #12, 4600ტელ: (995 231) 41192 / 46523საკონტაქტო პირი: ნინო თვალთვაძე აჭარის ფილიალი ბათუმი, გორგასლის ქ. #89, 6000ტელ: (995 88222) 7 66 68 / 3 03 41  საკონტაქტო პირი: გენადი ქარცივაძე  გორის ოფისი სტალინის ქ. #18/3, 1400ტელ: (995 270) 7 34 84 საკონტაქტო პირი: მაია გრძელიშვილი თელავის ოფისი ბარნოვის ქ. #3, 2200ტელ: (995 270) 7 13 71საკონტაქტო პირები: მანანა მრელაშვილი, მარეხ მგალობლიშვილი ეროვნული შეჯიბრის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის სააგენტო

2008-10-19 20:00 სრულად ნახვა

საიამ ეუთოს ფინანსური მხარდაჭერით გუდაურში ინფორმაციის თავისუფლების თემაზე შეხვედრა გამართა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოში ეუთოს მისიის ფინანსური მხარდაჭერით 2008 წლის 18-19 ოქტომბერს დაბა გუდაურში გამართა პირველი სამუშაო შეხვედრა პრესსამსახურებისა და ჟურნალისტებისათვის ინფორმაციის თავისუფლების თემაზე. აღნიშნული სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო  ამ სფეროში არსებული პრობლემატური საკითხების გამოკვეთა და მსჯელობა მათი დარეგულირების საშუალებებზე. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონების პრესსამსახურების, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოების, ტელევიზიების, რადიოების, გაზეთებისა და საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლები.  შეხვედრის მონაწილეების მიერ გამოკვეთილ იქნა შემდეგი ძირითადი პრობლემები:

2008-10-19 20:00 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კომიისგან მაუწყებელთა მფლობელების საჯაროობის უზრუნველყოფას ითხოვს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიმართავს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და მოუწოდებს უზრუნველყოს “მაუწყებლობის შესახებ” კანონით ლიცენზიის მფლობელთა საქმიანობისა და მესაკუთრეთა გამჭვივარლობა.საზოგადოებისავის დღემდე უცნობია ვინ არის კონკრეტულად ტელეკომპანიების “მზე”, “რუსთავი 2” და “იმედი” მესაკუთრე და მფლობელი. მართალია, ხელმისაწვდომია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “მზისა” და “რუსთავი 2-ის” დამფუძნებელი არის მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული  კორპორაცია “გეომედია გრუფი”, რომელიც როგორც იურიდიული პირი 2007 წლის 10 იანვრიდან არსებობს, ხოლო  “იმედის” მართვის უფლება გადაცემული აქვს ა.შ.შ.-ში დელავერის შტატში რეგიტრირებული კომპანიას “ნიუს კორპ ევროპა ინქ”-ს, თუმცა საზოგადოებისათვის უცნობია ვინა არიან ამ იურიდიული პირების დამფუძნებლები და მესაკუთრეები, რაც ცალსახად უნდა შეფასდეს მედია მფლობელების გამჭვირვალობის ვალდებულების დარღვევად.მედიაში დღეს არსებული მდგომაროებიდან გამომდინარე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს ვინ არის თითოეული მაუწყებლის რეალური მესაკუთრე. წინააღმდეგ შემთხვევაში პლურალისტური მედიის, როგორც დემოკრატიის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტის არსებობაზე, საუბარიც კი შეუძლებელია.   გთხოვთ იხ. თანდართული წერილი

2008-10-15 20:00 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მიმართვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიას

აჭარის ა/რ უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2008 წლის 3 ნოემბრის აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე ვიდეოდაკვირვებისა და ჩაწერის საშუალებები – ე. წ. ვიდეოთვალი -განთავსება მხოლოდ #79 ბათუმის საარჩევნო ოლქში შემავალ საარჩევნო უბნებზე არსებულ კენჭისყრის შენობებში.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ  და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” სპეციალური მიმართვა გაუგზავნა აჭარის ა/რ უმაღლეს საარჩევნო კომისიას, რითიც ორგანიზაციები სთხოვენ საარჩევნო კომისიას, შეცვალოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ვიდეოთვალის განთავსება ბათუმის საარჩევნო ოლქთან ერთად განხორციელდეს, ასევე იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც გასულ საპრეზიდენტო, თუ საპარლამენტო არჩევნებზე ბათუმის საარჩევნო ოლქთან შედარებით გაცილებით მეტი და უხეში სამართალდარღვევათა ფაქტები დაფიქსირდა.იხ. მიმართვის ტექსტი.

2008-10-08 20:00 სრულად ნახვა