სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას პირველადი განცხადება ცესკოს მიერ 2008 წლის 5 იანვრის არჩევნების შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებით

დღეს, 13 იანვარს 10:00 საათზე ცესკომ ოფიციალურად შეაჯამა 2008 წლის 5 იანვრის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების შედეგები. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ახორციელებდა 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დაკვირვებას. საიამ 3 იანვარს გამოაქვეყნა წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგის პირველადი ანგარიში და მიუთითა იმ კანონდარღვევებზე რაც ამ პერიოდში ხდებოდა. საია 5 იანვარს დააკავირდა თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და ხელვაჩაურის რიგ საარჩევნო უბნებს და მნიშვნელოვან საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით შეიტანა 230-მდე საჩივარი საუბნო, საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში. საიამ 7 იანვარს შეაფასა 5 იანვარი (კენჭისყრის დღე) თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის დაკვირვების შედეგად – კენჭისყრის დღე მოცემულ ოლქებში შედგა მაგრამ თან ახლდა მნიშვნელოვანი დარღვევები, რომლებზეც დროული და ადექვატური რეაგირება საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან იქნებოდა გადამწყვეტი ფაქტორი არჩევნების სამართლიანად და დემოკრატიულად აღიარებისათვის.

2008-01-12 20:00 სრულად ნახვა

საია წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგის პირველად ანგარიშს აქვეყნებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისა და პლებისციტის სადამკვირვებლო მისიაწინასაარჩევნო მონიტორინგის წინასწარი ანგარიში3 იანვარი 2008 დასკვნები და შეფასებები2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა და წინასაარჩევნო პერიოდი მიმდინარეობდა ძალზედ შემჭირდოვებულ ვადებში. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების თარიღის ფორმალურად დანიშვნა მოხდა 25 ნოემბერს. მაგრამ რეალური წინასაარჩევნო პერიოდი დაიწყო 8 ნოემბერს ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ. საარჩევნო პერიოდის მნიშვნელოვანი ნაწილი მიმდინარეობდა საგანგებო მდგომარეობის დროს, მედია საშუალებების ვირტუალური შეზღუდვის ფონზე. 7 ნოემბერს დახურულმა ტელეკომპანია “იმედმა” განაახლა საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდის შუაში და მოცემული პერიოდის მიწურულს კვლავ შეაჩერა მაუწყებლობა. მოცემულ პერიოდში საარჩევნო კანონი შეიცვალა ორჯერ (22 ნოემბერი, 7 დეკემბერი). ამ და სხვა ფაქტორებმა კიდევ უფრო რთული გახადეს წინასაარჩევნო კამპანიის ეფექტური მონიტორინგი. საიამ წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგი განახორციელა თბილისსა და 7 რეგიონულ ცენტრში (თელავი, დუშეთი, რუსთავი, გორი, ოზურგეთი, ქუთაისი, ბათუმი). კამპანიის განვლილმა პერიოდმა აჩვენა მთელი რიგი დარღვევები, პოლიტიკური სუბიექტების, საჯარო მოხეელებისა თუ სხვა სუბიექტების მხრიდან, რომლებზეც დროული რეაგირება უნდა გამხდარიყო წინაპირობა წინასაარჩევნო პერიოდში არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ წარმართვისათვის. მოცემულ ანგარიშში მოყვანილ დარღვევებთან დაკავშირებით საიას წარმომადგენლები პერმანენტულად აწვდიდნენ ინფორმაციას, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციას (განცხადებებისა თუ საჩივრების მეშვეობით), ისე ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლებს და მედია საშუალებებს.

2008-01-02 20:00 სრულად ნახვა

საიას სარჩელი პრეზიდენტობის კანდიდატების წინააღმდეგ

საიამ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მონიტორინგის შედეგად საარჩევნო კოდექსის დარღვევის გამო 20 დეკემბერს მიმართა საქალაქო სასამართლოს პრეზიდენტობის კანდიდატების მიხეილ სააკაშვილისა და არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის წინააღმდეგ. საქალაქო სასამართლომ 22 დეკემბერს არ დააკმაყოფილა საიას სარჩელი. იხ. თანდართული სარჩელი და გადაწყვეტილება.

2007-12-23 20:00 სრულად ნახვა

საიამ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის საკითხზე სამართლებრივი დასკვნის პრეზენტაცია მოაწყო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში საიამ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის საკითხზე მომზადებულ სამართლებრივი დასკვნების პრეზენტაცია გამართა. დასკვნა პროექტის „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული საგრანტო პროგრამის საზოგადოებრივი მეთვალყურეობა“-ს ფარგლებშია მომზადებული.

2007-12-13 20:00 სრულად ნახვა

საკუთრების უფლების ხელყოფა საქართველოში

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში საიამ გამართა მრგვალი მაგიდა თემაზე „საკუთრების უფლება საქართველოში“. შეხევრდაზე განსახილველად იქნა წარმოდგენილი საიას მიერ მომზადებული ანგარიში, რომელშიც მიმოხილულია საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები და დღეს მოქმედი კანონმდებლობის კრიტიკული ანალიზი. ასევე განხილულია საკუთრების უფლების ხელყოფის კონკრეტული მაგალითები, რომლებზეც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატები მუშაობენ. პრეზენტაცისს შემდეგ აღნიშნულ საკითხზე გაიმართა დისკუსია.

2007-12-11 20:00 სრულად ნახვა

ტრენინგი "ინფორმაციის თავისუფლება – საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმი ჟურნალისტებისთვის"

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოში ეუთოს მისიის მხარდაჭერით ჩაატარა ტრენინგების სერია თემაზე "ინფორმაციის თავისუფლება – საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმი ჟურნალისტებისთვის". ღონისძიება განხორციელდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში. ორდღიანი ტრენინგები 6-7, 8-9 და 10-11 დეკემბერს გაიმართა გუდაურში. მასში მონაწილეობა მიიღო სულ 90-მდე ჟურნალისტმა და თსუ ჟურნალისტიკის დეპარტამენტის სტუდენტმა, ასევე "მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის" წარმომადგენელებმა, ქვემო ქართლის და სამცხე ჯავახეთის რეგიონებიდან.

2007-12-11 20:00 სრულად ნახვა

საიამ მართლმსაჯულებაზე კვლევა წარმოადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა, მოამზადოს პერიოდული ანგარიშები საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით. სწორედ ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში 11 დეკემბერს საიამ წარმოადგინა კვლევა "მართლმსაჯულება საქართველოში". პუბლიკაცია მომზადებულია ევროპის კავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "სამართლებრივი სახელმწიფოს ხელშეწყობა საქართველოში" ფარგლებში.

2007-12-10 20:00 სრულად ნახვა

საიამ ადამიანის უფლებათა კვირეული შეკრების თავისუფლებით დაიწყო

10 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამართავს ტრადიციულ ადამიანის უფლებათა კვირეულს. დღეს, 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ გიორგი ჩხეიძემ 7 ნოემბერს განვითარებული მოვლენები შეაფასა. მიმართვა სათაურით "ერთი თვე 7 ნოემბრის შემდეგ - შეკრების თავისუფლება, ფუნდამენტური უფლება?" _ გიორგი ჩხეიძემ დღეს ჟურნალისტებს გააცნო. დღეიდან ყოველდღე, 20 დეკემბრის ჩათვლით, საიას ორგანიზებით ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება მოეწყობა.

2007-12-09 20:00 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გმობს 3 დეკემბერს ბათუმში დემონსტრატთა მიმართ ძალის გამოყენებას

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოცაიცია ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც 3 დეკემბრს ბათუმში დემონსტრანტების წინააღმდეგ სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან გამოყენებულ იქნა ძალადობა. მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. საიას უმნიშვნელოვანესად მიაჩნია წინასაარჩევნო კამპანიის დროს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლების - მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების გარანტირება. ეს გახლავთ სამართლიანი არჩევნების ჩატარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობა (იხ. 10 წინაპირობა საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად). საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გმობს ყოველგვარ ძალდობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს დროულად შეისწავლონ 3 დეკემბერს ბათუმში მომხდარი მოვლენები და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება. საია აგრეთვე მოუწოდებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყონ წინასაარჩევნო პროცესში სააგიტაციო შეხვედრების შეფერხების გარეშე ჩატარება.

2007-12-03 20:00 სრულად ნახვა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წინასაარჩევნო აგიტაციის დროს დარღვევებს აფიქსირებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თბილისისა და რეგიონის შვიდივე ოფისი ჩართულია წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგში. როგორც მოგეხსენებათ, 2007 წლის 28 ნოემბერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში თბილისის მერიაში აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა. მასთან ერთად დევნილებს შეხვდნენ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი და თბილისის მერი გიგი უგულავა.

2007-12-02 20:00 სრულად ნახვა