17 ოქტომბერს, სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კოალიციამ “მომავალი სიღარიბის გარეშე” (Oxfam-საქართველოს წარმომადგენლობის დაფინანსებით) ეთნოგრაფიულ მუზეუმში მოაწყო აქცია-კონცერტი სახელწოდებით – “უთხარი არა სიღარიბეს!” კონცერტში მონაწილეობდნენ:33ა;ბაკურ ბურდული;ზუმბა;სალომე კორკოტაშვილი;პანჩო;ფრანი. მუსიკოსები საკუთარ სიმღერებში ფრაზებად აჟღერებდნენ რეალურ სამწუხარო სტატისტიკას, რომელიც ამბობს, რომ:სიღარიბის გამო ყოველ დღე მსოფლიოში 58 ათასი ადამიანი იღუპება...ყოველ სამ წამში ერთი ბავშვი კვდება...საქართველოში ყოველი მეოცე ბავშვი ვერ აღწევს 5 წლის ასაკს...მსოფლიოში 100 მილიონ ბავშვზე მეტი ვერ დადის სკოლაში სიღარიბის გამო...ჩვენს გარშემო ყოველი მეოთხე ვერ იღებს სრულფასოვან საკვებს...ყოველი მეორე ავადმყოფი ვერ იხდის მკურნალობის ხარჯებს...ყოველდღიურად იზრდება უსახლკარო ბავშვთა რაოდენობა... ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ეს რეალობა, რადგან როგორც ნელსონ მანდელამ თქვა “სიღარიბე ადამიანის მიერ არის შექმნილი და მისი დაძლევა და საბოლოო აღმოიფხვრა შესაძლებელია ადამიანების მიერ!” 2000 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მსოფლიოს განვითარებადი თუ განვითარებული ქვეყნების ლიდერები შეკრიბა. შემუშავდა გაეროს ათასწლეულის დეკლარაცია. 2000 წლის სექტემბრის გაეროს ათასწლეულის სამიტზე შეკრებილი ქვეყნების ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას რომლითაც მათ აიღეს ვალდებულება, რომ 2015 წლამდე საკუთარ ქვეყნებში ღარიბ ადამიანთა რაოდენობას გაანახევრებდნენ.მათ შორის იყო საქართველოც. ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენეთ ქვეყნის ხელისუფლებას, რომ 2015 წლამდე აუცილებლად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება! შუა კონცერტის დროს მუსიკოსები და 3000-მდე სტუმარი ფეხზე ადგა და ყველამ ერთად “არა” უთხრა სიღარიბეს. ამასთან, ნიაზ დიასამიძემ დაწერა სიმღერა, რომელსაც სწორედ ჩვენი კოალიციის სახელი ჰქვია. მუსიკალურ კომპოზიციას ზემოაღნიშნული მუსიკოსები ასრულებენ. ამ სიმღერაზე გადაღებული კლიპის პრემიერა შედგა ტელეკომპანია რუსთავი-2-ის ეთერში, 14 ოქტომბერს, გადაცემაში კურიერი-P.S. ხოლო 17 ოქტომბერს, კლიპი იხილა დაახლოებით 44 ათასმა მაყურებელმა. ფეხბურთში, ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის დროს, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები შოტლანდიელებს დაუპირისპირდა (და გაიმარჯვა ანგარიშით 2:0). კონცერტზე მოსულ საზოგადოებას დაურიგდა თეთრი სამაჯურები, მაისურები და კეპები, რომლებზეც კოალიციის ლოგოა გამოსახული წარწერით “მომავალი სიღარიბის გარეშე”. გადმოწერეთ!33ა & მეგობრები - "მომავალი სიღარიბის გარეშე"
2007-10-21 20:00 სრულად ნახვა1. ფეხმძიმე ქალმა აჭარის ა.რ. მთავრობას პროცესი მოუგო საიას აჭარის ფილიალმა დაიწყო მოქალაქე ნ.კ.-ს ინტერესების დაცვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.2004 წლის 2 სექტემბრიდან ნ.კ. მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საქმისწარმოების დეპარტამენტის მოქალაქეთა მიღებისა და მოქალაქეთა წერილებზე მუშაობის განყოფილების მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე. 2007 წლის 18 იანვარს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108-ე მუხლის “I” პუნქტის თანახმად გაფრთხილებულ იქნა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. მიიჩნია რა, რომ გათავისუფლება არ შეეხებოდა, ამ შეტყობინებაზე რეაგირება არ მოუხდენია, ვინაიდან ამ პერიოდისათვის იგი ორსულად გახლდათ. ნ.კ.-ს მდგომარეობის შესახებ ცნობილი იყო სამსახურის ადმინისტრაციისათვის. მიუხედავად ამისა, მისი სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანება მაინც დაიწერა, რაც კანონის მოთხოვნის უხეშ დარღვევას წარმოადგენს. ბრძანება გაფორმებულია 2007 წლის 21 თებერვლის მდგომარეობით, თუმცა ის ჩაბარდა წლის 19 მარტს.ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოქალაქის სარჩელი არ დააკმაყოფილა. 28 მაისს ჩაგვბარდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოტივირებული გადაწყვეტილება, რომელიც გასაჩივრებულ იქნა სააპელაციო წესით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულ იქნა 1 აგვისტოს. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ შრომითი ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავა განიხილა ერთპიროვნულად და სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, კერძოდ: ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის 2007 წლის 21 თებერვლის #20 ბრძანება ნ.კ.-ს სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ. აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარეს დაევალა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ.კ.-ს შრომითი მოწყობის საკითხთან დაკავშირებით. სასამართლოს გადაწყვეტილებით აპელანტს უნდა აუნაზღაურდეს განაცდური ხელფასი სრული ოდენობით.
2007-10-18 20:00 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიესალმება პრეზიდენტის ინიციატივას ანტიკორუფციული ჯგუფის შექმნის შესახებ და მზადყოფნას გამოთქვამს _ ჩაერთოს ამ ჯგუფში. საიას თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტს ამასთან დაკავშირებით სპეციალური წერილი გაუგზავნა. მიმართვა პრეზიდენტს
2007-10-04 20:00 სრულად ნახვაინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღე - 28 სექტემბერი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს 8 რეგიონში: თბილისში, რუსთავში, გორში, თელავში, დუშეთში, ქუთაისში, ოზურგეთსა და ბათუმში ადგილობრივი ოფისების მეშვეობით, სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებით აღნიშნა. თბილისში, სასტუმრო თბილისი-მერიოტში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღე საქართველოში არსებულმა 60-ზე მეტმა მედია-ორგანიზაციასთან ერთად აღნიშნა.გაიმართა ფორუმი, სადაც ჟურნალისტებმა საჯარო დაწესებულებებიდან ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებულ არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.შედგა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული მონაცემთა ბაზის "სამართლიანი თამაშის" www.gyla.ge/fairplay პრეზენტაცია.ფორუმის დასასრულს ხელი მოეწერა მიმართვას ევროპის საბჭოს მიმართ, რომლითაც ხელმომწერები მიუთითებენ “ოფიციალური დოკუმენტების ხელმისაწვდომობის შესახებ ევროპული კონვენციის” პროექტის იმ ნაკლოვანებებზე, რომელთა მიღებისა და იმპლიმენტაციის შემთხვევაშიც, ინფორმაციის თავისუფლების მოქმედება, შესაძლებელია მრავალ ქვეყანაში შეიზღუდოს. ფორუმს ესწრებოდა ასევე ფორუმის მხარდამჭერი დონორი ორგანიზაციები: ეუთოს მისიის, ევროკომისიისა და ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” წარმომადგენლები, რომლებმაც ინფორმაციის თავისუფლების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. მრგვალი მაგიდები თემაზე - “ინფორმაციის თავისუფლება, პრობლემები და წარმატებები” ქუთაისში, გორსა და ოზურგეთში გაიმართა; სემინარს ინფორმაციის თავისუფლების საკითხების შესახებ დუშეთის ადგილობრივმა ოფისმა უმასპინძლა; რუსთავში მოეწყო შეხვედრა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირებთან; თელავის საჯარო სკოლის მოსწავლეებს თემაზე - “როგორ მოვითხოვოთ საჯარო ინფორმაცია”, საიას თელავის ოფისის წარმომადგენლები ესაუბრნენ. სპეციალურად ამ დღისათვის მომზადებული ცნობიერების ამაღლების მასალები (სანიშნეები, პოსტერები) კი, საქართველოს, თითქმის, ყველა რეგიონში დარიგდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების უშუალო მონაწილე 190-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის, მედიის, ხელისუფლების წარმომადგენელი და სკოლის მოსწავლე გახდა.
2007-10-01 20:00 სრულად ნახვა2007 წლის 22-23 სექტემბერს ჩაქვში იურიდიული სწავლებისა და ინფორმაციის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა შეხვედრა (ძირითადად დასავლეთ საქართველოს მასშტაბით). შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სასწავლებლებს ერთმანეთისათვის გაეცნოთ: - იურიდიული ფაკულტეტის სტრუქტურა;- საბაკალავრო პროგრამები;- სასწავლო პროცესის მართვა;- სამაგისტრო პროგრამები;- დოქტორანტურა. პრეზენტაციები გააკეთეს: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტმა, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ზუგდიდის დამოუკიდებელმა უნივერსიტეტმა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. შეხვედრაზე განხილულ იქნა პრობლემატური საკითხები, რომელიც ეხებოდა როგორც საკანონმდებლო სფეროს, ასევე კონკრეტული უნივერსიტეტების სწავლების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს. ანალოგიური შეხვედრა გაიმართება ოქტომბრის თვეში აღმოსავლეთ საქართველოს მასშტაბით. შადაც მოწვეული იქნებიან დანარჩენი უმაღლესი სასწავლებლები.
2007-09-24 20:00 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განიხილა და მოამზადა დასკვნა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტზე, რომელიც შეეხება საჯარო სკოლებში “მოსწავლეთა ქცევის კოდექსის” დანერგვას. საიას მიერ მომზადებული დასკვნა გადაეგზავნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე პროგრამა “უსაფრთხო სკოლის” ფარგლებში შერჩეულ თბილისის 20 საპილოტე სკოლას.
2007-09-24 20:00 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კამპანიის - ”საქართველოს მთავრობა - თაკარა მზის ქვეშ” ფარგლებში სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობის ამსახველი, რიგით მეექვსე და მეშვიდე შემაჯამებელი ანგარიში გამოსცა. კონტროლის პალატის, სხვადასხვა უწყებების გენერალური ინსპექციების საქმიანობა და პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების ფინანსური მონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიშები, ასევე, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესში შექმნილი პრობლემები ორ გამოცემაშია თავმოყრილი.
2007-09-19 20:00 სრულად ნახვასაქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “2007 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში პირადობის მოწმობის დაგვიანებით აღებისთვის 41 959 მოქალაქე დაჯარიმდა.” სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქე ვალდებულია პირადობის მოწმობა 16 წლის შესრულებიდან 6 თვის ვადაში აიღოს და ამ ვადის გადაცილების შემთხვევაში იგი 5 ლარით ჯარიმდება. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საიამ) შეისწავლა აღნიშნული საკითხი და მიაჩნია, რომ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ უკანონოდ ხდება პირადობის მოწმობის აღების დაგვიანებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 185-ე მუხლის საფუძველზე მოქალაქეთა დაჯარიმება.
2007-09-10 20:00 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ “საჯარო ფინანსების გამჭვირვალობისათვის” საზოგადოებრივ ორგანიზაციათა კოალიციის ფარგლებში ორგანიზებული იქნა შეხვედრა აჭარაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე კოალიციის წარმომადენლებმა, აჭარაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაწოდეს ინფორმაცია კოალიციის მიზნების, გაწეული საქმიანობისა და მომავალი საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ.
2007-09-02 20:00 სრულად ნახვასაქართველოს პარლამენტი 2007 წლის საშემოდგომო სესიაზე გეგმავს საქართველოს ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მეორე და მესამე მოსმენით მიღებას. კოდექსის პროექტი, რომლის “დღევანდელი ვერსიის” შემუშავება 2004 წლიდან მიმდინარეობს, პარლამენტმა გასულ გაზაფხულზე პირველი მოსმენით მიიღო. პროექტმა 2004 წლიდან დღემდე მნიშნვნელოვნად იცვალა სახე. გიორგი ჩხეიძე წერილით მიმართავს პარლამენტის წევრებს, რომ ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს დაუბრუნდეს პირვანდელი იერსახე. წერილი დაეგზავნათ საქართველოს პარლამენტის თითოეულ წევრს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, საქართველოს გენერალურ პროკურორს, პრეზიდენტისა და მთავრობის საპარლამენტო მდივნებს და იუსტიციის უმალესი საბჭოს მდივანს. საიას თავმჯდომარეს მიმართვა პარლამენტის წევრებს
2007-09-02 20:00 სრულად ნახვა