4 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) პარლამენტის ვიცე-სპიკერს მიხეილ მაჭავარიანს "სამართალდამცავი ორგანოების განვითარების ფონდისა" და "ქართული არმიის განვითარების ფონდის" საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით მიმართა და დახმარება სთხოვა. მიხეილ მაჭავარიანმა 2 აპრილს სატელევიზიო გადაცემა "დროებაში" განაცხადა, რომ აღნიშნული ფონდების საქმიანობა ღია და გამჭვირვალეა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სთხოვს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, დახმარება გაუწიოს დაინტერესებულ პირებს შესაბამისი ინფორმაციის მოპოვებაში. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ერთი წლის განმავლობაში ცდილობს მოიპოვოს ინფორმაცია ძალოვანი სტრუქტურების ფონდების საქმიანობისა და თანხების ხარჯვის შესახებ, მაგრამ უშედეგოდ. სასამართლო დავებზე მოპასუხე მხარეები (შინაგან საქმეთა სამინისტრო და გენერალური პროკურატურა) ცალსახად ამტკიცებდნენ, რომ ფონდი კერძო სამართლის იურიდიული პირია და მისი საქმიანობა გამჭვირვალე არ არის.
2006-04-03 20:00 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა დოლიძე და ასოციაციის თანამშრომელი ლალი ჩხეტია 28-29 მარტს სამუშაო ვიზიტით აჭარასა და იმერეთში იმყოფებოდნენ. ვიზიტების მიზანი იყო ადგილობრივი არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა და რეგიონში არსებული მდგომარეობისა და პრობლემების განხილვა. ბათუმში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ფილიალის ოფისში გამართულ შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციათა 30 წარმომადგენელი ესწრებოდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა რეგიონისთვის საჭირბოროტო საკითხები და სამოქალაქო სექტორის როლი ამ პროცესებში. დაისახა ერთობლივი თანამშრომლობის გეგმები.
2006-03-29 20:00 სრულად ნახვა31 მარტს, 14.00 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ფილიალში აჭარის ტელევიზიაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული პროექტრებიდან ერთ-ერთი აჭარის ტელევიზიასთან იყო დაკავშირებული. ჩვენს მიერ განხორციელებულმა საქმიანობამ აჩვენა, რომ აჭარის ტელევიზიაში დღემდე არსებობს უამრავი მოუგვარებელი და სამართლებრივად პრობლემატური საკითხი, რომლებიც საზოგადოების რეაგირებას მოითხოვს.
2006-03-29 20:00 სრულად ნახვადღეს, 29 მარტს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიგა (გიორგი) ბოკერიამ გააკეთა საჯარო განცხადება “სამართალდამცავი ორგანოების განვითარების ფონდის” თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ აღნიშნული ფონდის საქმიანობა არის საჯარო, გამჭვირვალე და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მოიპოვოს ფონდის თანხების განკარგვის შესახებ ინფორმაცია.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ერთი წლის განმავლობაში ყველა კანონიერი საშუალებით ცდილობს მოიპოვოს ინფორმაცია “სამართალდამცავი ორგანოების განვითარების ფონდის” საქმიანობისა და ხარჯვის შესახებ, მარგამ უშედეგოდ.
2006-03-28 20:00 სრულად ნახვა27 მარტს სასტუმრო Courtyard Marriott-ში გაიმართა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის, “ინფორმაციის თავისუფლება, სამართლებრივი რეფორმა და ფინანსური გამჭვირვალობა”, შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია. პროექტი “ღია საზოგადოება სამართლებრივი ინიციატივისა” (OSJI) და “ღია საზოგადოება ინსტიტუტის” (OSI) დაფინანსების ფარგლებში 2005 წლის 1 მარტიდან 2006 წლის 1 მარტამდე გრძელდებოდა.
2006-03-26 20:00 სრულად ნახვა22 მარტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა დოლიძე იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მეშვიდე საპყრობილეში იმყოფებოდა. მან სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილები – შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები - ალანია, აფციაური, ბიბილური და ღაჭავა მოინახულა. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ანა დოლიძეს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, ნებართვის გარეშე შევიდეს ნებისმიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რათა გაეცნოს ადამიანის უფლებათა მდგომარეობას და რეკომენდაციები მიაწოდოს საქართველოს პრეზიდენტს.
2006-03-23 20:00 სრულად ნახვა23 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დასაშვებად სცნო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი. სარჩელი ეხება საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის #66 განკარგულების “ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” ნაწილობრივ ბათილად ცნობას.აღნიშნული განკარგულების პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს მთავრობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ავალებს 23 500 000 ლარის გამოყოფას სხვადასხვა ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტებისათვის. მე-2 ნაწილი კი მისი შესრულების კონტროლს ავალებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებს.
2006-03-22 20:00 სრულად ნახვა2006 წლის თებერვალში საია-მ თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა ერთ-ერთ ცნობილ არასამთავრობო ორგანიზაცია - ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC).თანამშრომლობის პრაქტიკული დეტალების განხილვის მიზნით ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრსა და საია-ს შორის შეხვედრა თებერვალში ამ ორგანიზაციის ლონდონის ოფისში შედგა. გადაწყდა, რომ ერთობლოვი პროექტი თავიდან სამ ძირითად საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას:სამარალწარმოება ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში. ექსპერტის დახმარებით და სახელმძღვანელო პრონციპების მიწოდებით EHRAC დაეხმარება საია-ს სტრასბურგში განაცხადთა წარგზავნაში;ტრენინგის ჩატარება თბილისში. ტრენინგი, სავარაუდოდ, 2006 წლის აპრილში ჩატარდება; საია-ს წარმომადგენლის მონაწილეობა ლონდონსა და სტრასბურგში EHRAC –ის სამართლებრივი უნარჩვევების განვითარების პროგრამაში.
2006-03-21 20:00 სრულად ნახვა21 მარტს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის რამდენიმე დებულების კონსტიტუციურობის საკითხს ეხება. საკონსტიტუციო სარჩელში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთო სასამართლოს რამდენიმე გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სადავო ნორმამ მისი კონსტიტუციური უფლებები შელახა, კერძოდ 24-ე მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება, რომელიც ინფორმაციის მიღების უფლებასაც მოიცავს, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლით დაცული უფლება გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში დაცულ ნებისმიერი სახის ინფორმაციას.
2006-03-21 20:00 სრულად ნახვადღეს, 21 მარტს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლები საკუთარ ოფისში პოლონურ და მოლდოვურ არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებს შეხვდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციები ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მუშაობას გაეცნენ. არასამთავრობოები საქართველოში ოთხი დღე დარჩებიან და სამ სამუშაო ჯგუფში იმუშავებენ. ეს სამუშაო ჯგუფებია: სამოქალაქო მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;მედიის როლი კორუფციასთან ბრძოლაში;ადგილობრივი თვითმმართველობა.დელეგაცია თბილისს გარდა, ბათუმსა და გორს ესტუმრება და იმერეთის, აჭარის, გურიის, სამეგრელოსა და შიდა ქართლის ორმოცამდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთან გამართავს შეხვედრას.
2006-03-20 20:00 სრულად ნახვა