სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია შსს-ს ავტორობით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის პრობლემურ ასპექტებზე საუბრობს

2016 წლის 07 მარტს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილულ იქნა „საგზაო მოძრაობის შესახებ“საქართველოს კანონსა და სხვა თანმდევ საკანონმდებლო აქტებში ინიცირებული ცვლილებები.

2016-03-11 12:25 სრულად ნახვა

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13 მიმდინარე უკანონო სამუშაოები დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს

გვსურს გამოვეხმაუროთ ბათუმში ვაჟა-ფშაველას #13 მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და აღვნიშნოთ შემდეგი:

2016-03-10 15:52 სრულად ნახვა

საიამ სასამართლო მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა

2016 წლის 10 მარტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ქუთაისისა და თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა. აღნიშნული მონიტორინგი საიას მიერ ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) მეშვეობით, რომელსაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ახორციელებს.

2016-03-10 14:19 სრულად ნახვა

ეკა მიშველაძის უფლებებს სასამართლოში საია დაიცავს

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკა მიშველაძემ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ სარჩელი წარადგინა, რომლითაც მოთხოვნილია ეკა მიშველაძის სამსახურიდან გათავისუფლებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ ,,პირველი სტუდიის“ გაუქმების შესახებ გამოცემული ბრძანებების ბათილად ცნობა, ეკა მიშველაძის სამსახურში აღდგენა და სხვა თანმდევი მოთხოვნები. ასევე, ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს დისკრიმინაციული ქმედების შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება. ეკა მიშველაძის ინტერესებს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს.

2016-03-07 13:16 სრულად ნახვა

განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით

კოალიციას „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ სურს გამოეხმაუროს საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს და 2016 წლის 29 თებერვალს, თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც მან იუსტიციის მინისტრის მიერ შემოთავაზებულ შესაძლო გარიგებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  ხელისუფლებასთან მჭიდროდ თანამშრომლობის სანაცვლოდ მინისტრი მას და საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ერთ მოსამართლეს ვენეციის კომისიაში წევრობის გაგრძელებას პირდებოდა. 

2016-03-04 14:19 სრულად ნახვა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მამუკა ახვლედიანი კანონის დარღვევით გაათავისუფლა

დღეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მამუკა ახვლედიანის თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან გათავისუფლების შესახებ. საბჭომ საკუთარი გადაწყვეტილება დაუკავშირა სასამართლოში საქმის განაწილების საკითხზე მამუკა ახვლედიანის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

2016-02-23 15:44 სრულად ნახვა

საიას განცხადება მაგდა პაპიძის საქმესთან დაკავშირებით

გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ ინფორმაციას მაგდა პაპიძის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. ვთვლით, რომ ანგარიშის შინაარსი, ტერმინოლოგია და ხასიათი, ისევე როგორც მასში მოყვანილი კონკრეტული მტკიცებულებების დეტალურად გამოქვეყნება, არსებითად ზღუდავს და აზარალებს ბრალდებულის უფლებრივ მდგომარეობას; აღნიშნულ ინფორმაციას შეუძლია ნეგატიური ზეგავლენა იქონიოს სისხლის სამართლის საქმის შემდგომ მიმდინარეობაზეც.

2016-02-19 20:23 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტების შესაძლო გამჟღავნებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს

გამოვხატავთ შეშფოთებას მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდებზე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. 

2016-02-12 14:30 სრულად ნახვა

საია გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებს აფასებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2016 წლის 28 იანვარს გარდაბანში მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებს დააკვირდა.[1]   [1] საია დააკვირდა როგორც კენჭისყრის დღეს, ასევე შემდგომ, საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენილი საჩივრების განხილვას. რაც შეეხება წინასაარჩევნო პროცესებს, ორგანიზაციას ამ კუთხით მონიტორინგი არ განუხორციელებია.

2016-02-12 13:11 სრულად ნახვა

საიას კვლევა „საჯარო მოხელის შეფასების სისტემა - ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და საქართველო“

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, 2016 წლის 11 თებერვალს კვლევის - „საჯარო მოხელის შეფასების სისტემა - ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და საქართველო“ პრეზენტაცია გამართა.

2016-02-11 12:38 სრულად ნახვა