სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება გუშინ, 28 სექტემბერს გამართულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას, სადაც, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, განიხილებოდა საქართველოს საერთო სასამართლოებში 68 ვაკანტურ ადგილზე მოსამართლეთა დანიშვნა/გადანიშვნის საკითხი.  მიღებული გადაწყვეტილებით, ისევე როგორც მისი წინმსწრები პროცესით, ნათელი გახდა, რომ იუსტიციის საბჭოს მუშაობა არის არაეფექტური; აღნიშნული არაეფექტურობით საბჭო აღრმავებს სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომელთა მოგვარებასაც საბჭო ფრაგმენტული, დაუსაბუთებელი, სუბიექტური და საეჭვო მოტივების მქონე გადაწყვეტილებებით ცდილობს და არა სისტემური, კარგად გააზრებული და დასაბუთებული მიდგომებით.

2015-09-29 11:48 სრულად ნახვა

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის ეხმაურება პარლამენტის მიერ პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას

 2015 წლის 18 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო პროკურატურის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი, რომელსაც ხელისუფლება პროკურატურის სისტემის რეფორმას უწოდებს. კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის არაერთხელ გამოეხმაურა აღნიშნულ პროცესს და საჯაროდ წარადგინა დასკვნები კანონპროექტზე. კოალიცია აღნიშნავდა, რომ მხოლოდ მთავარი პროკურორის შერჩევა/დანიშვნის და მისი განთავისუფლების ახალი წესის დადგენა არ არის საკმარისი პროკურატურის სისტემის რეფორმირებისათვის და შესაბამისად, მიმდინარე პროცესს ვერ ვუწოდებთ პროკურატურის სისტემის რეფორმას. ასევე, კოალიციამ უარყოფითად შეაფასა კანონპროექტის პირვანდელი ვერსია, რომელიც ვერ უზრუნველყოფდა მთავარი პროკურორის არჩევის პროცესის დეპოლიტიზირებას. მოგვიანებით, იმავე შინაარსის დასკვნა შეიმუშავა ვენეციის კომისიამ, სადაც აღინიშნა, რომ მართალია პროკურატურის რეფორმირების პროცესი სწორი მიმართულებით მიდის, მაგრამ წარმოდგენილი კანონპროექტი ვერ უზრუნველყოფს პროკურატურის სისტემის სრულ დეპოლიტიზირებას. კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლებამ სათანადოდ ვერ დაასაბუთა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ნებისა და მზადყოფნის არარსებობა.  

2015-09-25 17:03 სრულად ნახვა

პლატფორმაში "არა ფობიას!" შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება რასობრივი შეუწყნარებლობის ფაქტებთან დაკავშირებით

 21 სექტემბერს ფეისბუქ გვერდზე, სახელწოდებით Georgian Ultras, გავრცელდა ვიდეო ჩანაწერი, რომელშიც ასახულია ორგანიზებული ჯგუფის მიერ თბილისის ქუჩებში მშვიდობიან ადამიანებზე ფიზიკური ანგარიშსწორების ორი ეპიზოდი. ვიდეოს ახლავს აღწერა: "ბერგმანი ზანგების წინააღმდეგ. დინამოს ხულიგნური ფირმა ხშირად აწყობს მსგავს ''გაწმენდით სამუშაოებს''. თბილისელი ხულიგნების სამიზნეს ძირითადად ზანგები წარმოადგენენ, მაგრამ წინააღმდეგობა არსებობს ასევე თურქების და არაბების მიმართ."

2015-09-23 14:20 სრულად ნახვა

კოალიციის განცხადება სასამართლო ხელისუფლების ირგვლივ უკანასკნელ დღეებში განვითარებული მოვლენების თაობაზე

 კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ შეშფოთებას გამოთქვამს უკანასკნელ დღეებში განვითარებული მოვლენების გამო, რომლებიც წარმოაჩენს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და კანონის უზენაესობის პრინციპებისადმი პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან აშკარა უპატივცემლობას და საფრთხეს უქმნის ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტების დამოუკიდებელ ფუნქციონირებას.

2015-09-21 13:15 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

2015 წლის 16 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება გიორგი უგულავას სარჩელზე. განცხადებაზე ხელმომწერ ორგანიზაციებს მიზაშეწონილად მიაჩნიათ გამოეხმაურონ აღნიშნული საქმის ირგვლივ უკანასკნელი დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს.  ბოლო ორი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია, გიორგი უგულავას სარჩელის სასამართლოში განხილვისას მოსამართლე მერაბ ტურავას პროცესში ჩართულობისა და მონაწილეობის   შესახებ. 2015 წლის 15 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს  მიერ დაანონსდა გადაწყვეტილების გამოცხადება,

2015-09-17 15:09 სრულად ნახვა

საია ,,მაესტროს“ ჟურნალისტის მიმართ მუქარას და ,,ნაციონალური მოძრაობის წევრების“ დაკავებას ეხმაურება

2015 წლის 15 სექტემბერს პრემიერ-მინისტრის ოზურგეთში ყოფნისას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ქალაქის ერთ-ერთი კორპუსის ფასადზე გადმოფინეს ნაჭრის ბანერი, სადაც გაკეთებული იყო წარწერა ,,მატყუარა მთავრობა.“ აღნიშნული ქმედების ჩადენისათვის ოზურგეთის შს სამმართველოს თანამშრომლებმა მომენტალურად დააკავეს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით მჟავანაძე და ილია მალაზონია, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თავისუფალი ზონის“ წევრი ბესო ქათამაძე. დაკავებულთა განცხადებით, მათ მიმართ შეადგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დაკავებულთა განცხადებით ოქმის ასლი პასუხისგებაში მიცემულ პირებს ამ დრომდე არ გადასცემიათ) ,,სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ჩადენილი განმეორებით - ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარის ოდენობით.      

2015-09-16 18:03 სრულად ნახვა

კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის მოუწოდებს საზოგადოებრივ მაუწყებელს განმარტოს საზოგადოებრივ მაუწყებელში ინტერესთა კონფლიქტის საკითხები

 კოალიციამ მედიის ადვოკატირებისათვის წერილით მიმართა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორსა და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს, საზოგადოებრივ მაუწყებელში ინტერესთა კონფლიქტის განმარტებისა და ქცევის კოდექსის გამოყენების დამკვიდრებული პრაქტიკის თაობაზე. წერილი შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, ეკა მიშველაძის საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური თოქ-შოუს „პირველი სტუდია“ წამყვანის პოზიციიდან განთავისუფლებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი წესების შერჩევით გამოყენების შესახებ.

2015-09-11 18:33 სრულად ნახვა

საიას აგვისტოს თვის წარმატებული საქმეები

საიას ქუთაისის ფილიალის დახმარებით ორი მოქალაქე გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან საია-ს ქუთაისის ფილიალის ადვოკატების დახმარებით ორ მოქალაქეს არ დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და შეეფარდათ მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა. შემთხვევაში მოქალაქეს ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა, საზოგადოებრივი ადგილებით თვითნებურად შეზღუდვის გამო შეუდგინა სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო მეორე მოქალაქეს პოლიცია თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯების გამო ედავებოდა

2015-09-11 16:57 სრულად ნახვა

საიას აგვისტოს თვის წარმატებული საქმეები

საიას ადვოკატების დახმარებით რამდენიმე მოქალაქის ინტერესები დაცული იქნა. 

2015-09-11 11:05 სრულად ნახვა

კამპანია „ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ“ სამართალდამცავ ორგანოებს ეკა მიშველაძის განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს

8 სექტემბერს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა, ეკა მიშველაძემ მასზე განხორციელებული თვალთვალის შესახებ განაცხადა. საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური თოქშოუს „პირველი სტუდიის“ ავტორმა და წამყვანმა მასზე და მის მეუღლეზე, ოპოზიციური პარტიის, „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთ ლიდერ, ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თვალთვალის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია საჯაროდ დაადასტურა.

2015-09-09 17:34 სრულად ნახვა