სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის მოუწოდებს საზოგადოებრივ მაუწყებელს განმარტოს საზოგადოებრივ მაუწყებელში ინტერესთა კონფლიქტის საკითხები

 კოალიციამ მედიის ადვოკატირებისათვის წერილით მიმართა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორსა და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს, საზოგადოებრივ მაუწყებელში ინტერესთა კონფლიქტის განმარტებისა და ქცევის კოდექსის გამოყენების დამკვიდრებული პრაქტიკის თაობაზე. წერილი შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, ეკა მიშველაძის საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური თოქ-შოუს „პირველი სტუდია“ წამყვანის პოზიციიდან განთავისუფლებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი წესების შერჩევით გამოყენების შესახებ.

2015-09-11 18:33 სრულად ნახვა

საიას აგვისტოს თვის წარმატებული საქმეები

საიას ქუთაისის ფილიალის დახმარებით ორი მოქალაქე გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან საია-ს ქუთაისის ფილიალის ადვოკატების დახმარებით ორ მოქალაქეს არ დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და შეეფარდათ მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა. შემთხვევაში მოქალაქეს ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა, საზოგადოებრივი ადგილებით თვითნებურად შეზღუდვის გამო შეუდგინა სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო მეორე მოქალაქეს პოლიცია თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯების გამო ედავებოდა

2015-09-11 16:57 სრულად ნახვა

საიას აგვისტოს თვის წარმატებული საქმეები

საიას ადვოკატების დახმარებით რამდენიმე მოქალაქის ინტერესები დაცული იქნა. 

2015-09-11 11:05 სრულად ნახვა

კამპანია „ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ“ სამართალდამცავ ორგანოებს ეკა მიშველაძის განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს

8 სექტემბერს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა, ეკა მიშველაძემ მასზე განხორციელებული თვალთვალის შესახებ განაცხადა. საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური თოქშოუს „პირველი სტუდიის“ ავტორმა და წამყვანმა მასზე და მის მეუღლეზე, ოპოზიციური პარტიის, „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთ ლიდერ, ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თვალთვალის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია საჯაროდ დაადასტურა.

2015-09-09 17:34 სრულად ნახვა

კამპანია „ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ“ სამართალდამცავ ორგანოებს ეკა მიშველაძის განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს

8 სექტემბერს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა, ეკა მიშველაძემ მასზე განხორციელებული თვალთვალის შესახებ განაცხადა.საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური თოქშოუს „პირველი სტუდიის“ ავტორმა და წამყვანმა მასზე და მის მეუღლეზე, ოპოზიციური პარტიის, „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთ ლიდერ, ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თვალთვალის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია საჯაროდ დაადასტურა. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაციასაზოგადოებრივ მაუწყებელზე ეკა მიშველაძის საავტორო გადაცემის „პირველი სტუდიის“ დახურვასთან დაკავშირებით. 4 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველმა, ბასა ჯანიკაშვილმა განაცხადა, რომ ეკა მიშველაძეს ალექსი პეტრიაშვილზე დაქორწინების გამო ინტერესთა კონფლიქტი აქვს, თუმცა საზოგადოებრივ მაუწყებელს ამ საკითხზე ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.  

2015-09-09 17:20 სრულად ნახვა

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი აცხადებს ეროვნულ შეჯიბრს საკონსტიტუციო სამართალში

 შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვთ: – იურიდიული ან საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მე-2, მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტებს. მონაწილეობის პირობები : - შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვს ორი წევრისგან შემდგარ გუნდს; - გუნდმა დათქმულ ვადაში უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა.

2015-09-09 15:54 სრულად ნახვა

იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას სამოქალაქო განათლების საკვირაო სკოლაში

 საკვირაო სკოლაში სწავლის უფლება აქვთ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს.  მოსწავლეებს პროფესიონალი იურისტები შეასწავლიან პრაქტიკული სამართლისა და სამოქალაქო განათლების აქტუალურ საკითხებს. სწავლის მსურველებმა 14 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები

2015-09-09 15:44 სრულად ნახვა

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი 14 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით იწყებს მსურველთა მიღებას სასწავლო კურსებზე

 სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს ფონდი სთავაზობს სწავლებას ხუთი მიმართულებით:   კურსი ” შესავალი სამართალში” (დამწყებ კურსელთათვის) სისხლის სამართალი; სამოქალაქო სამართალი; კონსტიტუციური სამართალი; საერთაშორისო სამართალი; სასწავლო კურსებით დაინტერესებულმა პირებმა 14 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ:

2015-09-09 15:23 სრულად ნახვა

სამოქალაქო პლატფორმაში „არა ფობიას!“ შემავალი ორგანიზაციების განცხადება

ვეხმაურებით ხულოს საკრებულოსოფიციალურ ვებ-გვერდზეგამოქვეყნებულ დოკუმენტს – “ხულოსმუნიციპალიტეტის საკრებულოს“ქართული ოცნება – დემოკრატიულისაქართველოს” ფრაქციის თავმჯდომარისანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ”,რომელიც  სიძულვილის ენას დაარმენოფობიული ხასიათისგამონათქვამებს შეიცავს. კერძოდ, ანგარიშში  სომეხი ეროვნება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ამჟამად ოდესის გუბერნატორის მიხეილსააკაშვილის მიმართ ნეგატიურ კონეტქსტშია მოხსენიებული:

2015-09-08 11:29 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გეგმებს ეხმაურებიან

2015 წლის 31 აგვისტოს კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კოალიცია არ აპირებს საარჩევნო სისტემის ძირეულ ცვლილებას და მხოლოდ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ზომების გათანაბრებას მოახდენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ევროპის საბჭოს 2002 წლის კარგი პრაქტიკის კოდექსის შესაბამისად. ასევე, მაჟორიტარული არჩევნებისთვის შემოღებულ იქნება 50%-იანი ბარიერი.

2015-09-03 12:39 სრულად ნახვა