სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ საკონსტიტუციო სასამართლოს გიორგი უგულავას საქმეზე სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრება წარუდგინა

 2015 წლის 28 ივლისს საიამ საკონსტიტუციო სასამართლოს წარუდგინა სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრება გიორგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით. საია ეთანხმება მოსარჩელე მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის გასაჩივრებული ნორმა აძლევს პროკურატურასა და სასამართლოს შესაძლებლობას, რომ ბრალდებული საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტისდარღვევით 9 თვეზე მეტი ვადით ჰყავდეთ წინასწარ პატიმრობაში.

2015-07-28 10:35 სრულად ნახვა

სახელმწიფომ ევროპული სასამართლოს წინაშე შეკრების თავისუფლების დარღვევა აღიარა

2015 წლის 23 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა განჩინებასაქმეზე „ჭიქაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“. საქმე მშვიდობიანი აქციის დროს გამოხატვის და შეკრების თავისუფლების შელახვას ეხება. მომჩივნების - მერაბ ჭიქაშვილის, აკაკი ჩიქოვანის და გიორგი ხარაბაძის - ინტერესებს საია წარმოადგენდა.

2015-07-27 17:13 სრულად ნახვა

საიამ ევროპულ სასამართლოში ნ.ჯ-ს სახელით საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციასთან „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი“ (EHRAC) თანამშრომლობით, 2015 წლის 22 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ნ. ჯ.-ს უკანონო დაკავების და აღნიშნულ ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის გამო მიმართა.

2015-07-24 13:15 სრულად ნახვა

საქართველოს სახელმწიფომ ევროპული სასამართლოს წინაშე 2009 წლის 15 ივნისის აქციაზე ჟურნალისტებისათვის საქმიანობაში ხელის შეშლა აღიარა

2010 წლის 12 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მომჩივნების - შპს „სტუდია მაესტროს“, ჟურნალისტების თ. ლალიაშვილისა და შ. კაპანაძის, ასევე პოლიტიკური პარტიის - „ახალი მემარჯვენეები“ წევრის ნ. ინასარიძის (აქციის ფოტოგადაღებას ახორციელებდა) სახელით საჩივრით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.

2015-07-24 13:00 სრულად ნახვა

საია პროკურატურაში ადვოკატ ბესარიონ ბოჭორიშვილის დაბარების ფაქტს ადვოკატთა უფლებებში ჩარევის საშიშ პრეცედენტად მიიჩნევს

საია ეხმიანება  მიმდინარე წლის 20 ივლისს ადვოკატ ბესარიონ ბოჭორიშვილის პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაბარების ფაქტს მთავარ პროკურატურაში მის მიერ შეტანილი საჩივრის გამო, რომელიც შეეხებოდა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ განხორციელებულ შესაძლო კანონდარღვევებს.

2015-07-23 16:54 სრულად ნახვა

კოალიციის მოსაზრებები “პროკურატურის შესახებ” კანონის პროექტის განახლებულ ვერსიაზე

როგორც ცნობილია, იუსტიციის სამინისტრომ დაასრულა მუშაობა “პროკურატურის შესახებ” კანონის პროექტში ვენეციის კომისიის რიგი რეკომენდაციების ასახვაზე. აღსანიშვანია, რომ ვენეციის კომისიის მიერ მომზადებული ვრცელი დასკვნა, რომელიც არსებითად იზიარებდა კოალიციის არაერთ მოსაზრებას, მიუთითებდა კანონპროექტის არსებითი გადამუშავების საჭიროებაზე. დასკვნაში მწვავედ და კრიტიკულად იყო შეფასებული კანონპროექტის ავტორთა არაერთი ინიციატივა.  

2015-07-22 17:24 სრულად ნახვა

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა სამართლის კურსდამთავრებულთა გამოშვების ცერემონია გამართა

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა ლაუნჯ ბარ ,,ნატურაში'' სამართლის კურსების 2014-2015 სასწავლო წლის გამოშვების ცერემონია გამართა, რომელიც ფონდის 10 წლის იუბილესაც ემთხვევა. 

2015-07-22 10:25 სრულად ნახვა

18 ივლისს მთავრობის კანცელარიასთან დაგეგმილი აქციის ჩატარებამდე განვითარებული მოვლენები შეკრებისა და გამოხატვის უფლებაში გაუმართლებელ ჩარევას წარმოადგენდა

ხელმომწერი ორგანიზაციები 18 ივნისს მთავრობის კანცელარიასთან დაგეგმილი აქციის „Stop Russia” ჩატარებამდე განვითარებულ მოვლენებს შეკრებისა და გამოხატვის უფლებაში გაუმართლებელ ჩარევად ვაფასებთ. შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება დემოკრატიულ საზოგადოებაში ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებით. ამ ვალდებულებების საპირისპიროდ, პოლიციელთა ქმედებები მიმართული იყო მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვის, ამ უფლებით სარგებლობაში ხელის შეშლისაკენ და არ ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზნებს.

2015-07-19 15:50 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება „პანორამა თბილისის“ პროექტთან დაკავშირებით

2015 წლის 16 ივლისს, მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ „პანორამა თბილისის“ პროექტზე მშენებლობის ნებართვა გასცა.

2015-07-17 11:51 სრულად ნახვა

საიას დახმარებით სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა თბილისში რადიომაუწყებლობის ლიცენზია მოიპოვა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ 2013 წლის აგვისტოში ჩატარებულ რადიომაუწყებლობის ლიცენზიის კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ენერჯი გრუპი“. კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით გაასაჩივრა ამავე კონკურსის მონაწილემ, სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა.

2015-07-17 09:21 სრულად ნახვა