სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

„ქართული ოცნების“ მმართველობის ორი წელი: არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასება

დღეს გამართულ კონფერენციაზე საქართველოში მოღვაწე 15-მა აქტიურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირველი ორი წელი შეაფასა. შემაჯამებელი ანგარიში საჯარო პოლიტიკის 20-ზე მეტ სფეროს ეხება.

2015-05-28 14:55 სრულად ნახვა

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა პროექტის “სამოქალაქო და სამართლებრივი განათლების ხელშეწყობა” დახურვის ცერემონია გამართა

2015 წლის 25 მაისს საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში პროექტის “სამოქალაქო და სამართლებრივი განათლების ხელშეწყობა” დახურვის ცერემონია გამართა. 

2015-05-25 17:30 სრულად ნახვა

2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით კერძო სადაზღვევო სქემაში ჩართული პირებისათვის საყოველთაო დაზღვევის მხოლოდ მინიმალური პაკეტის შეთავაზებას საია არაკონსტიტუციურად მიიჩნევს

2015 წლის 25 მაისს საიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით. საია დისკრიმინაციულად მიიჩნევს ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" მთავრობის დადგენილების მე-2 მუხლს. ამ ნორმით პირები, რომლებიც 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით სარგებლობდნენ კერძო დაზღვევით, ვერ მიიღებენ საყოველთაო დაზღვევით გათვალისწინებულ ყველა სამედიცინო მომსახურებას. 

2015-05-25 17:00 სრულად ნახვა

კონკურსი საიას თბილისის ოფისის იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა/სტაჟიორთა მიღების შესახებ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თბილისის ოფისის იურიდიული დახმარების ცენტრი აცხადებს კონკურსს ადვოკატ-კონსულტანტის თანაშემწეთა/სტაჟიორთა მისაღებად საზოგადოებრივ საწყისებზე.

2015-05-18 17:32 სრულად ნახვა

საიას მოსაზრებები შსს-ს რეფორმასთან დაკავშირებით

მნიშვნელოვანია, ამთავითვე აღინიშნოს, რომ ნაცვლად ფრაგმენტული ხასიათის ცვლილებებისა, აუცილებელია შემოშავებულ იქნეს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის ერთიანი კონცეფცია, რომელიც დაეფუძნება სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის  კონსენსუსურ ხედვას სისტემის წინაშე მდგომი გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ. ასევე მნიშვნელოვანია, პროცესი წარიმართოს სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის დიალოგის რეჟიმში და სამოქალაქო საზოგადოებას ჰქონდეს ადეკვატური დრო და შესაძლებლობა, აქტიურად ჩაერთოს რეფორმის ყველა ეტაპზე. თუკი შსს რეფორმა მხოლოდ სამინისტროსგან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფით შემოიფარგლა, რეფორმა ვერ ჩაითვლება სრულყოფილად და ადეკვატურად არსებული რეალობის პირობებში.

2015-05-18 15:00 სრულად ნახვა

საიას აპრილის თვის წარმატებული საქმეები

საიას დახმარებით ირანის მოქალაქემ ბინადრობის ნებართვა მიიღო საიას თბილისის ოფისი იცავდა ირანის მოქალაქე ა.ს.-ს ინტერესებს. იგი 2013 წლის 9 აგვისტოს ჩაირიცხა სახელმწიფო კონსერვატორიაში  და ამ საფუძვლით მიიღო დროებითი ბინადრობის ნებართვა 1 წლის ვადით.ვადის გასვლის შემდეგ,  მან  ნებართვისათვის  კვლავ მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა, რაზეც უარი მიიღო იმ საფუძვლით, რომ საქმეში არსებობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად განმცხადებლის საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ.

2015-05-07 11:41 სრულად ნახვა

კონფერენცია „რუსეთის პასუხისმგებლობა აგვისტოს ომის დროს და დღეს: საიას საქმეები ევროპულ სასამართლოში“

2015 წლის 6 მაისს საიამ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში კონფერენცია გამართა „რუსეთის პასუხისმგებლობა აგვისტოს ომის დროს და დღეს: საიას საქმეები ევროპულ სასამართლოში“. კონფერენციაზე მიმოიხილეს საქმეები, რომლებშიც საია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე  რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს. 

2015-05-06 15:00 სრულად ნახვა

პირველადი შენიშვნები და მოსაზრებები სასამართლო რეფორმის კანონპროექტებთან დაკავშირებით

 წარმოგიდგენთ, კოალიციის სამართლებრივ ანალიზს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე, რომელიც შეეხება “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში, “იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ” საქართველოს კანონსა და „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას. 

2015-05-05 12:13 სრულად ნახვა

მშრომელთა საერთაშორისო დღეს საია მთავრობას მოუწოდებს შექმნას ეფექტური შრომის ინსპექცია

1 მაისს მშრომელთა საერთაშორისო დღეა. შრომის უფლება, რომელიც ასევე მოიცავს უფლებას შრომის უსაფრთხო და სათანადო პირობებზე, ადამიანის ფუნდამენტური უფლება და სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ვალდებულებაა, რომელიც აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით, ასევე საქართველოს მიერ აღიარებული საერთაშორისო ვალდებულებებით.

2015-05-01 16:07 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მიერ ეკა გიგაურისა და კახა კოჟორიძის მისამართით გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით

გვინდა, გამოვეხმაუროთ გადაცემაში "კვირის 20/30" ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ყოფილ და ამჟამინდელ ხელმძღვანელთა მიმართ. 

2015-04-28 11:55 სრულად ნახვა