სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

რა მოხდება ხმა რომ ამოვიღოთ?

მინდა ვინმეს მაინც გადავცე ის, რაც ჩვენს გარშემო სინამდვილეში ხდება. ჩვენ კი არ გვესმის, არ ვხედავთ და არ გვინდა, რომ შევაჩეროთ.                                                            ეს არ გახლავთ, მხოლოდ ის სოფელი, სადაც  ცხოვრებისთვის ელემენტარული პირობები არ არსებობს, სადაც მხოლოდ ,,ცალსახურავით’’ არის პატარა სახლი გადახურული და სავსეა ხმაურიანი, სასტიკი ისტორიით. სადაც მხოლოდ ერთი დაშლილი ტახტი და  მოგონებებით გაჟღენთილი, სიძველისგან დაღლილი კარადები დგას...

2015-05-31 00:01 სრულად ნახვა

მიმართვა საქართველოს პარლამენტს საარჩევნო სისტემის რეფორმირების საკითხზე

2015 წლის 30 მაისს 8 არასამთავრობო ორგანიზაციისა და 14 პოლიტიკური პარტიის  წარმომადგენლებმა  პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ კონფერენციაზე  ქვეყნის  საარჩევნო სისტემის რეფორმების საკითხზე დოკუმენტი გააფორმეს. აღნიშნულ დოკუმენტში ასახულია ერთიანი ხედვა, რომელიც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის, პროპორციული საარჩევნო სისტემით შეცვლას გულისხმობს.

2015-05-30 16:18 სრულად ნახვა

საიამ საზოგადოებრივი მაუწყებელის სამეურვეო საბჭოს მოსაზრებები წარუდგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საზოგადოებრივი მაუწყებლის 2015 - 2016 წწ. პროგრამული პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტზე სამეურვეო საბჭოს მოსაზრებები წარუდგინა .    

2015-05-29 18:18 სრულად ნახვა

კოალიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის პროცესს ეხმაურება

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ეხმაურება საქართველოს მთავრობის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის ფარგლებში მომზადებულ კანონპროექტთა პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოყოფას და მისგან გამომდინარე ცვლილებებს. 

2015-05-28 18:00 სრულად ნახვა

„ქართული ოცნების“ მმართველობის ორი წელი: არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასება

დღეს გამართულ კონფერენციაზე საქართველოში მოღვაწე 15-მა აქტიურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირველი ორი წელი შეაფასა. შემაჯამებელი ანგარიში საჯარო პოლიტიკის 20-ზე მეტ სფეროს ეხება.

2015-05-28 14:55 სრულად ნახვა

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა პროექტის “სამოქალაქო და სამართლებრივი განათლების ხელშეწყობა” დახურვის ცერემონია გამართა

2015 წლის 25 მაისს საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში პროექტის “სამოქალაქო და სამართლებრივი განათლების ხელშეწყობა” დახურვის ცერემონია გამართა. 

2015-05-25 17:30 სრულად ნახვა

2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით კერძო სადაზღვევო სქემაში ჩართული პირებისათვის საყოველთაო დაზღვევის მხოლოდ მინიმალური პაკეტის შეთავაზებას საია არაკონსტიტუციურად მიიჩნევს

2015 წლის 25 მაისს საიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით. საია დისკრიმინაციულად მიიჩნევს ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" მთავრობის დადგენილების მე-2 მუხლს. ამ ნორმით პირები, რომლებიც 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით სარგებლობდნენ კერძო დაზღვევით, ვერ მიიღებენ საყოველთაო დაზღვევით გათვალისწინებულ ყველა სამედიცინო მომსახურებას. 

2015-05-25 17:00 სრულად ნახვა

კონკურსი საიას თბილისის ოფისის იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა/სტაჟიორთა მიღების შესახებ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თბილისის ოფისის იურიდიული დახმარების ცენტრი აცხადებს კონკურსს ადვოკატ-კონსულტანტის თანაშემწეთა/სტაჟიორთა მისაღებად საზოგადოებრივ საწყისებზე.

2015-05-18 17:32 სრულად ნახვა

საიას მოსაზრებები შსს-ს რეფორმასთან დაკავშირებით

მნიშვნელოვანია, ამთავითვე აღინიშნოს, რომ ნაცვლად ფრაგმენტული ხასიათის ცვლილებებისა, აუცილებელია შემოშავებულ იქნეს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის ერთიანი კონცეფცია, რომელიც დაეფუძნება სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის  კონსენსუსურ ხედვას სისტემის წინაშე მდგომი გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ. ასევე მნიშვნელოვანია, პროცესი წარიმართოს სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის დიალოგის რეჟიმში და სამოქალაქო საზოგადოებას ჰქონდეს ადეკვატური დრო და შესაძლებლობა, აქტიურად ჩაერთოს რეფორმის ყველა ეტაპზე. თუკი შსს რეფორმა მხოლოდ სამინისტროსგან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფით შემოიფარგლა, რეფორმა ვერ ჩაითვლება სრულყოფილად და ადეკვატურად არსებული რეალობის პირობებში.

2015-05-18 15:00 სრულად ნახვა

საიას აპრილის თვის წარმატებული საქმეები

საიას დახმარებით ირანის მოქალაქემ ბინადრობის ნებართვა მიიღო საიას თბილისის ოფისი იცავდა ირანის მოქალაქე ა.ს.-ს ინტერესებს. იგი 2013 წლის 9 აგვისტოს ჩაირიცხა სახელმწიფო კონსერვატორიაში  და ამ საფუძვლით მიიღო დროებითი ბინადრობის ნებართვა 1 წლის ვადით.ვადის გასვლის შემდეგ,  მან  ნებართვისათვის  კვლავ მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა, რაზეც უარი მიიღო იმ საფუძვლით, რომ საქმეში არსებობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად განმცხადებლის საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ.

2015-05-07 11:41 სრულად ნახვა