კანდიდატი შეირჩევა შემდეგი მოთხოვნების მიხედვით: განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები: • უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში და/ან მონათესავე დისციპლინაში; • პროფესიული კვალიფიკაცია - CPA/ACCA/CFA/ და/ან MBA; • ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (წერილობითი, ზეპირი); • ფინანსურ მენეჯერად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება; • უცხოურ დონორებთან და საგრანტო პროექტზებზე მუშაობის გამოცდილება; • კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა.
2015-02-05 11:16 სრულად ნახვასაქმემან შენმან წარმოგაჩინოს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში პირველად 10 წლის წინ მივედი, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი. მაშინ საია იყო თითქმის ერთადერთი ადგილი საქართველოში, სადაც ახალგაზრდა, დამწყებ იურისტს შეეძლო ესარგებლა პროფესიული ბიბლიოთეკით, მოესმინა ჯანსაღი დებატები სამართლებრივ საკითხებზე და მიეღო განათლება ისეთი ცნებების შესახებ, რაც ლამის ყოველდღიურად გვესმის დღეს, მაგრამ მაშინ იმდენად უცხო იყო, რომ უხეშადაც კი ხვდებოდა ყურს - დემოკრატიული მმართველობა, გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება...
2015-02-04 19:51 სრულად ნახვაბოლო დროს აქტუალური გახდა „პანორამა თბილისის“ პროექტი, რომლის განხორციელებაც ქალაქის ისტორიულ ნაწილში - სოლოლაკის ქედზე, თავისუფლების და ერეკლეს მოედნების ტერიტორიაზე იგეგმება. მიუხედავად არაერთი სატელევიზიო ეთერის, სიუჟეტისა, თუ შეხვედრა-დისკუსიისა, თემისადმი კვლავაც დიდია საზოგადოების ინტერესი. აღნიშნული პროექტისადმი უაღრესად დიდი ინტერესის ერთ-ერთ დამადასტურებელ გარემოებად ისიც შეიძლება მივიჩნიოთ, რომ „პანორამა თბილისის“ პროექტისადმი მომზადებულ პეტიციას 16 ორგანიზაცია და 3900-ზე მეტი ადამიანი შეურთდა. ხელმომწერთა რაოდენება კვლავაც იზრდება.
2015-02-04 18:18 სრულად ნახვასაქართველოს პარლამენტი უახლოეს დღეებში გეგმავს მეორე მოსმენით განიხილოს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომლის ავტორია უწყებათაშორისო სამუშაო ჯგუფი, ხოლო ინიციატორი - საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი სესიაშვილი. აღნიშნულმა კანონმა უნდა ჩაანაცვლოს დაახლოებით 20 წლის წინ, 1996 წელს მიღებული მისი წინამორბედი საკანონმდებლო აქტი. კანონპროექტის წარმოდგენილი ვერსია ძირითადად იმეორებს მოქმედ კანონში არსებულ დებულებებსა და სტრუქტურას, არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და გააჩნია არაერთი ხარვეზი, რომლის დახვეწის გარეშეც მისი მიღება გაუმართლებლად მიგვაჩნია.
2015-02-04 14:33 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეების ატესტაციებისა და კონკურსების მიმდინარე გასაუბრების ეტაპის დაკვირდება განახორციელა. 2014 წლის ნოემბერსა და დეკემბერში საია მისი წარმომადგენლების მეშვეობით ცხრა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ წარმართულ გასაუბრების ეტაპს დააკვირდა.
2015-02-02 10:18 სრულად ნახვასაია გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად ტენდერში საკანცელარიო ნივთების შეძენაზე დამატებიტი ინფორმაცია იხილეთ დანართში
2015-01-30 16:56 სრულად ნახვასაია გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად კარტრიჯების შესყიდვის/დამუხტვის მომსახურების შეძენაზე დამატებიტი ინფორმაცია იხილეთ დანართში
2015-01-30 16:40 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პარტნიორ ორგანიზაცია ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოსთან ერთად ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით ახორციელებენ პროექტს: „დაცული არჩევანი – ეფექტური თვითმმართველობის გარანტი“. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების შედეგად არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებლობის ეფექტური გარანტიების შექმნას, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ხარისხის გაუმჯობესებას.
2015-01-30 14:07 სრულად ნახვასაია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-60 მუხლის პირველ და მეოთხე ნაწილებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. აღნიშნული ნორმები, ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის გამგებლის არჩევის შემდეგ სამსახურის უფროსებისათვის უფლებამოსილების ავტომატურ შეწყვეტას, და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, კვალიფიკაციის და გამოცდილების გაუთვალისწინებლად მოქალაქის დანიშვნის, ასევე აღნიშნული პირის ნებისმიერ დროს და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე თანამდებობიდან გათავისუფლების შესაძლებლობას.
2015-01-30 11:02 სრულად ნახვა2015 წლის 27 იანვარს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის ერთობლივი პროექტის - „ქალთა გაძლიერება შრომითი დისკრიმინაციის წინააღმდეგ და გენდერული ძალადობის დასამარცხებლად“ საბოლოო ანგარიში წარადგინა.
2015-01-27 12:00 სრულად ნახვა