მიუხედავად გარკვეული დარღვევებისა, 12 საათისათვის კენჭისყრის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. სამივე საარჩევნო უბანი აღჭურვილი იყო შესაბამისი საარჩევნო მასალებით და დროულად იყო მზად ამომრჩევლის მისაღებად. ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა საარჩევნო სუბიექტის ორი წარმომადგენელის ყოფნა უბანზე, ასევე კენჭისყრის დროს დაირღვა საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა, რაზედაც კომიასიამ მიიღო გადაწყვეტილება საარჩევნო ყუთის ხელახლა დალუქვისა და კენჭისყრის გაგრძელების თაობაზე.
2015-05-31 12:48 სრულად ნახვამინდა ვინმეს მაინც გადავცე ის, რაც ჩვენს გარშემო სინამდვილეში ხდება. ჩვენ კი არ გვესმის, არ ვხედავთ და არ გვინდა, რომ შევაჩეროთ. ეს არ გახლავთ, მხოლოდ ის სოფელი, სადაც ცხოვრებისთვის ელემენტარული პირობები არ არსებობს, სადაც მხოლოდ ,,ცალსახურავით’’ არის პატარა სახლი გადახურული და სავსეა ხმაურიანი, სასტიკი ისტორიით. სადაც მხოლოდ ერთი დაშლილი ტახტი და მოგონებებით გაჟღენთილი, სიძველისგან დაღლილი კარადები დგას...
2015-05-31 00:01 სრულად ნახვა2015 წლის 30 მაისს 8 არასამთავრობო ორგანიზაციისა და 14 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ კონფერენციაზე ქვეყნის საარჩევნო სისტემის რეფორმების საკითხზე დოკუმენტი გააფორმეს. აღნიშნულ დოკუმენტში ასახულია ერთიანი ხედვა, რომელიც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის, პროპორციული საარჩევნო სისტემით შეცვლას გულისხმობს.
2015-05-30 16:18 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საზოგადოებრივი მაუწყებლის 2015 - 2016 წწ. პროგრამული პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტზე სამეურვეო საბჭოს მოსაზრებები წარუდგინა .
2015-05-29 18:18 სრულად ნახვაკოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ეხმაურება საქართველოს მთავრობის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის ფარგლებში მომზადებულ კანონპროექტთა პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოყოფას და მისგან გამომდინარე ცვლილებებს.
2015-05-28 18:00 სრულად ნახვადღეს გამართულ კონფერენციაზე საქართველოში მოღვაწე 15-მა აქტიურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირველი ორი წელი შეაფასა. შემაჯამებელი ანგარიში საჯარო პოლიტიკის 20-ზე მეტ სფეროს ეხება.
2015-05-28 14:55 სრულად ნახვა2015 წლის 25 მაისს საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში პროექტის “სამოქალაქო და სამართლებრივი განათლების ხელშეწყობა” დახურვის ცერემონია გამართა.
2015-05-25 17:30 სრულად ნახვა2015 წლის 25 მაისს საიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით. საია დისკრიმინაციულად მიიჩნევს ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" მთავრობის დადგენილების მე-2 მუხლს. ამ ნორმით პირები, რომლებიც 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით სარგებლობდნენ კერძო დაზღვევით, ვერ მიიღებენ საყოველთაო დაზღვევით გათვალისწინებულ ყველა სამედიცინო მომსახურებას.
2015-05-25 17:00 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თბილისის ოფისის იურიდიული დახმარების ცენტრი აცხადებს კონკურსს ადვოკატ-კონსულტანტის თანაშემწეთა/სტაჟიორთა მისაღებად საზოგადოებრივ საწყისებზე.
2015-05-18 17:32 სრულად ნახვამნიშვნელოვანია, ამთავითვე აღინიშნოს, რომ ნაცვლად ფრაგმენტული ხასიათის ცვლილებებისა, აუცილებელია შემოშავებულ იქნეს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის ერთიანი კონცეფცია, რომელიც დაეფუძნება სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის კონსენსუსურ ხედვას სისტემის წინაშე მდგომი გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ. ასევე მნიშვნელოვანია, პროცესი წარიმართოს სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის დიალოგის რეჟიმში და სამოქალაქო საზოგადოებას ჰქონდეს ადეკვატური დრო და შესაძლებლობა, აქტიურად ჩაერთოს რეფორმის ყველა ეტაპზე. თუკი შსს რეფორმა მხოლოდ სამინისტროსგან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფით შემოიფარგლა, რეფორმა ვერ ჩაითვლება სრულყოფილად და ადეკვატურად არსებული რეალობის პირობებში.
2015-05-18 15:00 სრულად ნახვა