განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციების აზრით, შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში შსს) მიერ მომზადებული, სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის, 2391-ე მუხლი შეიცავს გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვისა და კრიტიკული აზრის ჩახშობის საფრთხეს. აღნიშნული ნორმით, დასჯადად ცხადდება მოწოდება შუღლის გაღვივების მიზნით, ე.ი. „ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის რომელიმე სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება ძალადობრივი ქმედებებისკენ რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნების მქონე პირთა ჯგუფებს შორის მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების მიზნით”.
2015-01-26 14:47 სრულად ნახვარამდენიმე დღის წინ საზოგადოება შეძრა 2006 წელს სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამის, ბატონი იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებამ შვილის საფლავზე მომხდარი აფეთქების შედეგად. არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახს.
2015-01-26 12:30 სრულად ნახვასაქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა საქართველოს პარლამენტის წევრების მანანა კობახიძის, დავით საგანელიძის, გედევან ფოფხაძის, ზვიად კვაჭანტირაძის და პაატა კიკნაველიძის საკანონმდებლო ინიციატივა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. ცვლილების თანახმად, უქმდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 330-ე მუხლის 31 ნაწილი. შესაბამისად კანონის მიღების შემთხვევაში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით სასამართლოები აღარ განიხილავენ „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლში მითითებული თანამდებობის პირის სისხლის სამართლის საქმეს, რომელსაც ეკავა ან უკავია შესაბამისი თანამდებობა და აგრეთვე იმ პირთა საქმეებს, რომელთაც ბრალი ედება დანაშაულის ჩადენაზე აღნიშნულ პირთან ერთად.
2015-01-21 19:19 სრულად ნახვა2015 წლის 20 იანვარს, შვილის საფლავზე აფეთქების შედეგად დაიღუპა ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი. საქმე განზრახ მკვლელობის მუხლითაა აღძრული. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეშფოთებულია და გამოხატავს ღრმა მწუხარებას მომხდართან დაკავშირებით; საია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ამ ფაქტის სწრაფი, ყოველმხრივი და მიუკერძოებელი გამოძიება; ასევე უზრუნველყოს 2006 წლის 2 მაისს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე 2012 წელს განახლებული გამოძიების ეფექტურობა, დამნაშავეთა დროულად გამოვლენა და გასამართლება.
2015-01-21 14:59 სრულად ნახვა2015 წლის 14 იანვარს საყდრისი-ყაჩაღიანის მოვლენების შესახებ კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ყველაზე მსხვილმა ევროპულმა გაერთიანებამ - ,,ევროპა ნოსტრამ’’ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
2015-01-16 14:28 სრულად ნახვაშინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 1 მარტის #271-ე ბრძანების მე-15 მუხლის თანახმად, ნებისმიერი სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბანკში ელექტრონული ფორმით ინახება უვადოდ. მინისტრის ბრძანება ერთმანეთისაგან არ განასხვავებს სხვადასხვა საშიშროების შემცველ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს და არ ითვალისწინებს უმნიშვნელო ხასიათის გადაცდომის შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ წაშლის ვალდებულებას, მას შემდეგ რაც მოხდება დაკისრებული ჯარიმის გადახდა.
2015-01-15 12:36 სრულად ნახვამიგვაჩნია, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნების ჭრილში პრიორიტეტულ საკითხს არსებული საარჩევნო სისტემის შეცვლა წარმოადგენს, კერძოდ, უნდა მოხდეს ისეთი სისტემის დამკვიდრება, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, ამომრჩეველთა ნების პროპორციულად გარდასახვას მანდატებში, დაკარგული ხმების მინიმუმამდე შემცირებას და ხმის წონის თანაბრობის პრინციპის დაცვას.
2015-01-14 16:34 სრულად ნახვაკოალიციას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის სურს გამოეხმაუროს უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შერჩევის საკითხს, რომლის მიმართაც საზოგადოებაში უკვე არსებობს მზარდი ინტერესი. როგორც ცნობილია, მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა 2015 წლის თებერვალში იწურება.
2015-01-12 14:25 სრულად ნახვა2014 წლის 12 დეკემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე, შპს "RMG Gold"-მა არქეოლოგიური ობიექტის დაშლა (აღების) სახელით, საყდრისი-ყაჩაღიანის უძველეს ოქროს მაღაროზე მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოება განაახლა. აღნიშნული სამუშაოების განახლება წარმოადგენს კანონის დარღვევას, ვინაიდან მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოების უფლება "RMG Gold"-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ამ დრომდე შეჩერებული აქვს.
2015-01-12 11:30 სრულად ნახვასაიას დახმარებით მ.ბ.-მ შეძლო სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხის მოგვარება საიას თბილისის ოფისი იცავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, მ.ბ. -ს ინტერესებს. 2005 წელს სასამართლომ მ.ბ.-ს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მოპასუხეს დააკისრა მიყენებეული ზიანის ანაზღაურება. გადაწყვეტილება წლების განმავლობაში არც ნებაყოფლობით და არც იძულებით არ სრულდებოდა, იმ მიზეზით რომ მოპასუხის სახელზე ქონება არ ირიცხებოდა. მოგვიანებით მ.ბ.-თვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხემ ფაქტობრივი ფლობით მიიღო მამის სამკვიდრო ქონება, თუმცა თავი აარიდა ქონების მესაკუთრედ საჯარო რეესტრში რეგისტრაციას და მთელი სამკვიდრო მოწმობა მისი განცხადების საფუძველზე გაიცა მხოლოდ მის დედაზე.
2015-01-07 14:13 სრულად ნახვა