სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ ახალი კანონის პროექტი მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებს

საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ ახალი კანონის პროექტი. მისი ავტორი უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფია, ინიციატორი კი - საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი სესიაშვილი. დღეს მოქმედი მოძველებული კანონის ცვლილების სურვილი მისასალმებელია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი ინიციატივა ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს და ვერ უზრუნველყოფს დასახული მიზნის - სახელმწიფო საიდუმლოების მარეგულირებელი ნორმების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიღწევას.

2014-07-23 15:04 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები 19 ივლისს თბილისში სომხურ ეკლესიასთან მომხდარი ინციდენტის თაობაზე ერთობლივ განცხადებას აკეთებენ

არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფი უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში სწავლობდა 2014 წლის 19 ივლისს ქალაქ თბილისის სურბ ეჩმიაძინის ეკლესიასთან მომხდარ ინციდენტს. შესწავლის დროს ჯგუფმა გამოიკითხა დაზარალებული პირები და რამდენიმე თავდამსხმელი, ასევე შეაფასა ვიდეო მასალა, რომელიც კონფლიქტის ამსახველ ეპიზოდებს აღწერს.

2014-07-22 16:07 სრულად ნახვა

საია პრემიის ოდენობის განსაზღვრის შესახებ მთავრობის დადგენილებას აფასებს

გვსურს გამოვეხმაუროთ პრემიის ოდენობის განსაზღვრის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებას. უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას,  რომ სამწუხაროდ აღნიშნულ დოკუმენტზე მუშაობა არ მიმდინარეობდა ღიად. საია წლების განმავლობაში ამ საკითხზე მუშაობს და ვფიქრობთ, რომ შიდა თუ საერთაშოროსო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე მთავრობისთვის შეგვეძლო ღირებული რეკომედაციების მიწოდება.

2014-07-18 13:54 სრულად ნახვა

„საქართველოს მოსამართლეთა ერთობის“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს” მიმართვა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს

 საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის 17 ივლისის სხდომის დღის წესრიგში განსახილველ საკითხებს შორის განსაზღვრულია მივლინებულ მოსამართლეთა მივლინების ადგილის სასამართლოებში გადაყვანის, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის შოთა გეწაძის თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადაყვანისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის დანიშვნის შესახებ  საკითხების განხილვა.

2014-07-17 12:50 სრულად ნახვა

საია სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში სავარაუდოდ ,,მაყურებლების“ არსებობასთან დაკავშირებით პროკურატურას და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიმართავს

2014 წლის 15 ივლისს, სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში მოთავსებულმა პატიმარმა შავლეგ გურგენიძემ საიას ადვოკატს მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც სავარაუდოდ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და დროულ რეაგირებას საჭიროებს. საქმე ეხება აღნიშნულ დაწესებულებაში სავარაუდოდ არსებულ ე.წ. ,,ციხის მაყურებლების“ პრობლემას.

2014-07-16 15:52 სრულად ნახვა

კონკურსი ვიდეორგოლების მომზადებაზე

 მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი/CIPDD და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია/საია, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად, აცხადებს კონკურსს თანამემამულეთა გლობალური ქსელის და ონლაინ სკოლის ვიდეო რგოლების მომზადებაზე. კონკურსი ცხადდება პროექტის ,,საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა" ფარგლებში. თანამემამულეთა გლობალური ქსელის პროექტს ახორციელებს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი. 

2014-07-15 17:04 სრულად ნახვა

საიას განცხადება საიხან მუზაევის საქმესთან დაკავშირებით

საია იცავს საიხან მუზაევის ინტერესებს, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველგვარი დასაბუთების გარეშე არ აძლევს ქვეყნის დატოვების შესაძლებლობას და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ გადაადგილების თავისუფლებას უზღუდავს.

2014-07-15 13:06 სრულად ნახვა

მერებისა და გამგებლების არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღის შეფასება

ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების - თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მერებისა და გამგებლების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების მეორე ტურს საია თბილისსა და 13 საარჩევნო ოლქში 400- მდე დამკვირვებლით აკვირდებოდა.   მიუხედავად გარკვეული დარღვევებისა, კენჭისყრის პროცესი ძირითადად მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში.    საარჩევნო ადმინისტრაცია უმრავლეს შემთხვევაში ადეკვატურად რეაგირებდა საიას დამკვირვებლების მიერ მიცემულ შენიშვნებზე და ასწორებდა საარჩევნო კანონმდებლობის პროცედურულ დარღვევებს.  დარღვევების გამოსწორების შემთხვევაში, როგორც წესი, საიას დამკვირვებლები საჩივრებს აღარ წერდნენ.   

2014-07-13 10:36 სრულად ნახვა

კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 20:30 საათისთვის

 20:30 საათისთვის საია აგრძელებს არჩევნების დაკვირვებას.   ხმის მიცემის პროცესი უმეტესწილად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 20:00 საათისათვის დასრულდა ხმის მიცემის პროცედურა. აღნიშნული დროისათვის დაფიქსირდა გადასატანი ყუთით ხმის მიცემასთან დაკავშირებული დარღვევები, ამომრჩევლის ნებაზე არაპირდაპირი გავლენის ფაქტები, საარჩევნო ბიულეტენის უბნიდან გატანის მცდელობის ფაქტი და სხვა დარღევევები. 

2014-07-12 21:40 სრულად ნახვა

კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 16:00 საათისთვის

დღის 16:00 საათისთვის საია აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობის დაკვირვებას.   ძირითადად, კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში. თუმცა დაფიქსირდა  ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტები ცალკეული უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე.  ასევე დაფიქსირდა სხვა სახის დარღვევებიც:  საიას დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებულ იქნა სხვადასხვა სახის დარღვევები და დაიწერა საჩივრები.

2014-07-12 16:39 სრულად ნახვა