სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

მობილური ოპერატორების მონაცემებზე პირდაპირი წვდომის საკითხზე პოლიტიკური გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში უნდა იქნას მიღებული

31 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირველად გამოიყენა კონსტუტუციით მინიჭებული ვეტოს უფლება და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში წინა დღით მიღებული ცვლილებები. 

2014-11-03 15:59 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები თბილისის მუნიციპალიტეტი მერიის აღმასრულებელი ორგანოების სისტემაში დაგეგმილ ატესტაციას ეხმაურებიან

სამწუხაროა, რომ ატესტაციამდე პერიოდში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან, როგორც დედაქალაქში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, ადგილი ჰქონდა სამსახურებიდან მოხელეების მასობრივად გათავისუფლებებს. მომდინარე მოვლენებში სამოქალაქო საზოგადოება გარკვეულ საშიშროებას ხედავს, რომ ატესტაციის პროცესში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პოლიტიკური შეხედულებების გამო თანამშრომლების/კანდიდატების განსხვავებას და დისკრიმინაციული საფუძვლით გადაწყვეტილების მიღებას.

2014-11-01 10:47 სრულად ნახვა

კამპანია ,,ეს შენ გეხება“-ს მონაწილეები პრემიერის განცხადებას პასუხობენ

კამპანია ,,ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ“ მონაწილეები ეხმაურებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას,რომლითაც პრემიერ-მინისტრმა უკმაყოფილება გამოხატა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ ე.წ. ,,ორგასაღებიან სისტემასთან“ დაკავშირებით. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: ,,მობილური ოპერატორები სამივე შემთხვევაში არის უცხოური კომპანიების მფლობელობაში და არც ერთ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფოს ინტერესებს იცავენ, ამგვარი ტიპის მოწყობა არ არსებობს.“

2014-10-30 17:19 სრულად ნახვა

საიას განცხადება თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავა და მომდევნო დღეს ბრალი წარუდგინა თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა, დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით სხვისი ნივთის დიდი ოდენობით მითვისება/გაფლანგვას.

2014-10-30 13:37 სრულად ნახვა

საიას 21-ე საერთო კრება 30 ნოემბერს გაიმართება

 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების შედეგად საიას 21-ე საერთო კრების ჩატარების დრო ცნობილია. 

2014-10-29 21:02 სრულად ნახვა

კამპანია „ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ“: მობილური ოპერატორების მონაცემებზე პირდაპირი წვდომის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება არ უნდა გადაიდოს

კამპანიაში „ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ“ გაერთიანებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივა, რომელიც საქართველოს პარლამენტში ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის მუშაობის 2015 წლის აპრილამდე გაგრძელებას ითვალისწინებს. გადავადების საფუძვლად ჯგუფის მიერ ფარული თვალთვალის და მიყურადების სისტემასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიუღებლობა სახელდება, თუმცა, ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად სხდომა  არ მოწვეულა.  

2014-10-29 13:00 სრულად ნახვა

სამოქალაქო პლატფორმაში “არა ფობიას!” მიმართვა საქართველოს სახელმწიფო მინისტრს დიასპორის საკითხებში

გვსურს, გამოვეხმაუროთ 25 ოქტომბერს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის სანდრო ბრეგაძის მიერ გაზეთ “კვირის პალიტრისათვის” მიცემულ ინტერვიუს , რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობის” ხელმძღვანელის ირაკლი ვაჭარაძის მიმართ   აშკარა სიძულვილის ენას  და ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ  მოწოდებას შეიცავს.

2014-10-29 10:15 სრულად ნახვა

ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის წევრთა ნაწილის მიმართვა პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონო დავით, მოგმართავთ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის წევრთა ნაწილის სახელით. მოგახსენებთ, რომ ჩვენთვის ცნობილი გახდა ჯგუფის ერთ-ერთი წევრის ბატონი შალვა შავგულიძის საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ, რომლის მიხედვითაც სამართალდამცავების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებში არსებული პერსონალური ინფორმაციის უკონტროლო და შეუზღუდავი წვდომის საკანონმდებლო დარეგულირება ა.წ. 1 ნოემბრიდან 2015 წლის აპრილამდე გადაიდება.

2014-10-28 11:59 სრულად ნახვა

ქალთა მიმართ ძალადობაზე ერთობლივი რეაგირების შესახებ – “არა ფობიას!” წევრების განცხადება

 სამოქალაქო პლატფორმის “არა ფობიას!” წევრი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს მთავრობას, პოლიტიკურ, რელიგიურ და საზოგადოებრივ ინსტიტუტებს, მედიას ქალთა მიმართ ძალადობაზე ერთობლივი რეაგირების შესახებ

2014-10-27 16:29 სრულად ნახვა

საქართველოს მთავრობამ არ უნდა დააკნინოს სახელმწიფო ინსტიტუტების როლი

გვსურს გამოვეხმაუროთ მიმდინარე დისკუსიასა და გაურკვევლობას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომის თაობაზე. საქართველოს პრეზიდენტმა 15 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება 28 ოქტომბრისთვის ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დანიშვნის შესახებ. ამის მიზეზი გახდა ხელშეკრულება, რომლის ხელმოწერასაც რუსეთი აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებასთან გეგმავს. მოგვიანებით, 17 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღორეზოლუცია და დაგმო რუსეთის მცდელობა „მოახდინოს ოკუპირებული აფხაზეთის ანექსია.“ 

2014-10-24 17:14 სრულად ნახვა