სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია და სამართლიანი არჩევნები მოუწოდებენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს საარჩევნო დავა კანონით დადგენილ გონივრულ ვადებში განიხილოს

საიას ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლო საარჩევნო დარღვევის თაობაზე წარდგენილი სარჩელის განხილვას არა საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილ შემჭიდროვებულ ვადებში, არამედ დავის განხილვის ზოგადი წესის გამოყენებით გეგმავს, რაც არსებითად ეწინააღმდეგება  საარჩევნო კანონმდებლობის სულისკვეთებას, ზიანს აყენებს როგორც წინასაარჩევნო გარემოს, ასევე მართლმსაჯულების ინტერესებს.    2013 წლის 30 ივლისს საიამ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად სარჩელი წარადგინა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ჩვენ მოვითხოვეთ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შეჯამებამდე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  ბიუჯეტიდან წინასაარჩევნო პერიოდში უკანონოდ გაზრდილი დაახლოებით 14 მილიონი ლარის ხარჯვის შეჩერება.  

2013-08-06 08:02 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება გეგუთის ციხეში გარდაცვლილი პატიმრის საქმეზე

როგორც საზოგადოებისთვის ოფიციალური უწყებების მიერ გავრცელებული ინფორმაციითაა ცნობილი, 2013 წლის 13 მაისს გეგუთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასტიკად იქნა ნაცემი 24 წლის პატიმარი ლევან კორტავა,  რასაც ამავე წლის 23 მაისს მისი გარდაცვალება მოყვა. აღნიშნული საქმის გამოძიებამ მთელი რიგი შემაშფოთებელი გარემოებები გამოავლინა.

2013-08-05 07:47 სრულად ნახვა

საიამ სამი ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებებით მიმართა

დღეს საიამ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის და მოთხოვნილი ინფორმაციის არასრულყოფილი სახით გაცემის ფაქტზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თბილისის მერიის წინააღმდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებებით მიმართა. 

2013-08-01 03:23 სრულად ნახვა

საია საქართველოს პრეზიდენტის მიერ თენგიზ გუნავას შეწყალების ფაქტს ეხმაურება

საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 30 ივლისის განკარგულებით შეწყალებულ იქნა მსჯავრდებული თენგიზ გუნავა და მას ნასამართლობა მოეხსნა. გაჩნდა კითხვები, თუ რამდენად კანონიერი და სამართლიანი იყო პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს პასუხი გავცეთ აღნშინულ ფაქტთან დაკავშირებულ რამდენიმე ძირითადი კითხვას:  

2013-07-31 07:14 სრულად ნახვა

საიამ და მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა მიგრაციასთან დაკავშირებული კვლევების პრეზენტაცია გამართეს

2013 წლის 30 ივლისს, 15:00 საათზე,  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ერთობლივი პროექტის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა“ ფარგლებში მომზადებული კვლევების პრეზენტაცია გაიმართა.  

2013-07-30 08:18 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ სასამართლოში სარჩელი წარადგინეს

2013 წლის 24 ივლისს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის თანახმადაც 14 722 700 (თოთხმეტი მილიონ შვიდასოცდაორი ათას შვიდასი) ლარით გაიზარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შემოსულობები. მათ შორის, 13 554 400 (ცამეტი მილიონ ხუთასორმოცდათოთხმეტი ათას ოთხასი) ლარი ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებს მოხმარდება.  

2013-07-30 05:01 სრულად ნახვა

პრემიის გაცემის წესი საჯარო სამსახურში

საჯარო მოხელეთა ანაზღაურების საკითხი საჯარო სამსახურის ფუნქციონირების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტია, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. სწორედ ანაზღაურებასთან არის დაკავშირებული ისეთი საკითხები, როგორიცაა კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა საჯარო სექტორში, კვალიფიციური კანდიდატების დაინტერესება საჯარო სამსახურში საქმიანობით, მათი მოტივაციის შენარჩუნება და შესრულებული სამუშაოს მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა. შესაბამისად, ანაზღაურების სისტემის დახვეწა საჯარო სექტორის რეფორმის მნიშვნელოვან პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. 

2013-07-30 04:19 სრულად ნახვა

საია ეხმაურება უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმეებზე აღსრულების შეჩერების შესახებ კანონპროექტს და საქართველოს პარლამენტს დასკვნით მიმართავს

საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტები. აღნიშნული დოკუმენტის ავტორი საქართველოს პარლამენტის წევრი გედევან ფოფხაძეა, ხოლო ინიციატორი - საქართველოს პარლამენტის 49 წევრი. კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ 2014 წლის 1 თებერვლამდე, 6 თვის ვადით, შეჩერდეს აღსრულება (გამოსახლება) იმ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმეებზე, რომლებზეც საკუთრება მოპოვებულია სესხის ან/და იპოთეკის ხელშეკრულებიდან. 

2013-07-26 06:30 სრულად ნახვა

საია მთავარ პროკურორს მიმართავს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გიორგი გვიჩიანის საქმესთან დაკავშირებით მთავარ პროკურორს მიმართავს. 

2013-07-25 07:39 სრულად ნახვა

კონკურსი ტრენერთა შესარჩევად (ტრენინგი ტრენერთათვის)

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა - 22 აგვისტო   ევროპის საბჭო და ს.ს.ი.პ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი აცხადებენ ტრენერთა შესარჩევ კონკურსს,  ადვოკატებისა და ადამიანის უფლებათა დამცველთათვის ტრენინგების ჩასატარებლად. აღნიშნული კონკურსი ტარდება ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის - „ადვოკატთა შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპის შესწორებული სოციალური ქარტიის ეროვნულ დონეზე გამოყენებისათვის“  - ფარგლებში.  

2013-07-25 02:56 სრულად ნახვა