სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვს

საია კიდევ ერთხელ ეხმაურება დღეს ბათუმში ჩვენს თანამშრომლებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსს ვალერიან თელიას შორის მომხდარ ინციდენტს და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს. საია განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, განადგურდა ბათუმში მომხდარი ინციდენტის ამსახველი უტყუარი მტკიცებულება - ვიდეო მასალა.   

2013-03-28 11:43 სრულად ნახვა

საია ვალერიან თელიას თანამდებობრივ პასუხისმგებლობას ითხოვს

საია ეხმაურება დღეს ბათუმში მომხდარ ინციდენტს და აღშფოთებას გამოთქვამს აჭარის შს სამმართველოს უფროსის, ვალერიან თელიას ქმედების გამო, რომელიც საიას თანამშრომლების ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გამოიხატა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, მისი ნებისმიერი თანამშრომელი მოქალაქეთა ღირსებისა და უფლებების უპირველესი დამცველი უნდა იყოს. სწორედ ამ მიზნების მისაღწევადაა შექმნილი აღნიშნული უწყება. პოლიციის მაღალჩინოსნის ზემოაღნიშნული ქმედება წინააღმდეგობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან და მის მაღალ პასუხისმგებლობასთან. ამ ვითარებაში, სრულიად მიუღებელი და აღმაშფოთებელია აჭარის შს სამმართველოს უფროსის მიერ მოქალაქეებისათვის, ამ შემთხვევაში კი, საიას თანამშრომლებისათვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება. აღნიშნულს თან ახლდა ვალერიან თელიას მიერ საკუთარი თანამდებობრივი მდგომარეობის ხაზგასმა და საკუთარი ძალაუფლების მოქალაქეების საწინააღმდეგოდ გამოყენების მუქარა, რაც აბსოლუტურად შეუსაბამოა მის თანამდებობრივ ვალდებულებებთან. ძალიან სამწუხაროა, როდესაც პოლიციის მაღალჩინოსანს არ აქვს გაცნობიერებული საკუთარი როლი და კანონით მისთვის დაკისრებული ვალდებულებები.  

2013-03-28 06:26 სრულად ნახვა

საია თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებულ ფონდებში გადარიცხულ თანხებთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს

2012 წლის მაისში,  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილი იქნა კვლევა „რეაბილიტაციის პროცესი ფასადს მიღმა“, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი თბილისის ისტორიული ნაწილების რეაბილიტაციის პროცესში თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ორი ააიპის -„ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდისა“ და  „თბილისის განვითარების ფონდის“ მონაწილეობასა და წლების განმავლობაში  ფონდებში  თბილისის ბიუჯეტიდან გადარიცხულ თანხებს ეხებოდა.  

2013-03-27 07:19 სრულად ნახვა

პასუხის პასუხი თბილისის მერიას

საიამ, 2013 წლის 21 მარტს, თბილისის მერის სახელზე ღია წერილი გაავრცელა, რასაც მერიის მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა. საპასუხო წერილის შინაარსი მერიის მიერ არის იმის ახსნა, რომ კანონის მოთხოვნათა შეუსრულებლობას ადგილი არ ჰქონია და საიას პრეტენზიები უსაფუძვლოა. წერილის ბოლოს მერია საიას ,,შეახსენებს", რომ თურმე იურიდიული პირების შესახებ ინფორმაციის მიღება საჯარო რეესტრის ვებ-გვერდიდანაც არის შესაძლებელი. 

2013-03-23 04:51 სრულად ნახვა

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" (ISFED) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების მონიტორინგის ანგარიში წარადგინეს. 

2013-03-22 04:03 სრულად ნახვა

საია სს ,,თბილავიამშენის” ყოფილ აქციონერებს საადვოკატო დახმარებას გაუწევს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საადვოკატო დახმარებას უწევს სს ,,თამ თბილავიამშენის“ ყოფილ აქციონერებსა და შპს ,,თბილავიამშენის” ყოფილ პარტნიორებს. აღნიშნულმა პირებმა 2004 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სახელმწიფოსგან შეიძინეს სს ,,თამ თბილავიამშენის“ აქციათა 90%, რაშიც გადაიხადეს 67 მლნ.  აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.  2010 წელს განხორციელებული ზეწოლისა და დაშინების შედეგად მესაკუთრეები იძულებულნი გახდნენ, თავიანთი ქონება სახელმწიფოსთვის ეჩუქებინათ.  უკანონოდ მიღებული ქონება დღესაც სახელმწიფოს საკუთრებაშია და  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზე ირიცხება.  

2013-03-22 03:15 სრულად ნახვა

საია თბილისის მერს ღია წერილით მიმართავს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ, მიმდინარე წლის  11 თებერვალს თბილისის მერიაში წარდგენილი იქნა განცხადება საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით. განცხადების მიხედვით, საია ითხოვდა ინფორმაციას თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ორი იურიდიული პირისთვის - ააიპ „ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდისა“ და ააიპ „თბილისის განვითარების ფონდისთვის“, 2005 წლიდან - 2011 წლის 5 ივლისამდე ჯამში  367 მილიონ ლარზე მეტი გადარიცხული თანხის ხარჯვის თაობაზე. კერძოდ, თბილისის მერიას უნდა გაეცა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ: 

2013-03-21 06:14 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კვლავ ეხმიანება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან თანამშრომელთა გათავისუფლებას

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2013 წლის 19 მარტს, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის ბატონ დავით ჯანდიერის ოფიციალურ კომენტარზე (იხ. მიმაგრებული ფაილი) დაყრდნობით, განცხადებით გამოეხმაურა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურიდან სამი თანამშრომლის  გათავისუფლების ფაქტს.  საიას მიერ უარყოფითად იქნა შეფასებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამასთან, ამ განცხადების გაკეთებისას უცნობი იყო  გათავისუფლების კონკრეტული სამართლებრივი საფუძველი.  

2013-03-21 02:44 სრულად ნახვა

კოალიციის მიმართვა საქართველოს პარლამენტისადმი

ბრალდებულს დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარის თქმის უფლება უნდა შეუნარჩუნდეს ამა წლის 16 იანვარს „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ გამოეხმაურა იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც შეეხებოდა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით საქმეების განხილვის რეგულირებას. კერძოდ, წარმოდგენილი ინიციატივის მიხედვით, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით საქმეების განხილვა ბრალდებულისათვის უფლების ნაცვლად (ისე როგორც ეს მოქმედ სისხლის სამართის საპროცესო კოდექსით არის განსაზღვრული) ვალდებულებას წარმოადგენდა, რამდენადაც მათი მონაწილეობის გარეშე საქმის განხილვა შესაძლებელი იყო მხოლოდ პროკურორის თანხმობის შემთხვევაში.  ამასთან, თანხმობის განუცხადებლობისას პროკურორს არ ევალებოდა საკუთარი პოზიციის დასაბუთება. კოალიციამ აღნიშნული კანონპროექტი უარყოფითად შეაფასა, რის შემდეგაც, საქართველოს მთავრობის მიერ ის გამოთხოვილ იქნა პარლამენტიდან. აღნიშნულმა გარკვეული პოზიტიური მოლოდინი გააჩინა. ამის მიუხედავად, 2013 წლის 4 მარტს პარლამენტს წარედგინა მთავრობის ახალი ინიციატივა ნაფიც მსაჯულთა საკითხზე, რაც შინაარსობრივად წინამორბედი დოკუმენტის ანალოგიურია. შესაბამისად, კოალიციის ყველა მოსაზრება, რომელიც პირველ კანონპროექტს უკავშირდებოდა, დღესაც ძალაშია. 

2013-03-21 02:08 სრულად ნახვა

საჯარო დისკუსია თემაზე „სისხლის სამართლის პოლიტიკა, როგორც დანაშაულობის დეტერმინანტი“

2013 წლის 21 მარტს იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი უმასპინძლებს საჯარო დისკუსიას თემაზე: „სისხლის სამართლის პოლიტიკა, როგორც დანაშაულობის დეტერმინანტი“. 

2013-03-20 04:05 სრულად ნახვა