სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ საზოგადოებას 2012 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საზოგადოებას 2012 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.  2012 წლის განმავლობაში, ჩვენ დახმარება გავუწიეთ 100 ათასზე მეტ ადამიანს და აქტიური მონაწილეობა მივიღეთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში, კანონმდებლობის შექმნასა და საარჩევნო პროცესებში; რეფორმების განხორციელებასა და სტუდენტების გადამზადებაში, კერძოდ:  იურიდიული დახმარება  საიას თბილისის ცენტრალურ და 7 რეგიონულ ოფისში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა უფასო იურიდიული დახმარება. სულ წლის განმავლობაში უფასო კონსულტაცია გავუწიეთ 110 418 პირს. შევადგინეთ 12 266 სამართლებრივი დოკუმენტი; უფასო საადვოკატო მომსახურეობა გავუწიეთ 433 მოქალაქეს სისხლის სამართლის, ადმინისტრაციული სამართლის და სამოქალაქო სამართლის საქმეებზე.  

2012-11-27 01:45 სრულად ნახვა

"კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ადამიანის უფლებათა ცენტრი მერაბ რატიშვილის განცხადებას ეხმიანებიან

2012 წლის 22 ნოემბერს მერაბ რატიშვილმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც იგი მიმართავს  ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტსა და სამუშაო ჯგუფის წევრებს, მისი გვარი ამოიღონ პოლიტმატიმართა სიიდან და ცალკე განიხილონ. ამასთან, რატიშვილი თხოვნით მიმართავს ადამიანის უფლებათა ცენტრს, კონსტიტუციის 42–ე მუხლს და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომ მისი საკითხი ცალკე გაიტანონ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე განსახილველად.   საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მერაბ რატიშვილი აღიარებულია პოლიტპატიმრად და შეყვანილია პოლიტპატიმართა სიაში,  რადგან მისი დაპატიმრება უკავშირდება პოლიტიკურ აქტივობებს და ოპოზიციის მხარდაჭერას. მისი საქმე ორჯერ მოხვდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელწიფო დეპარტამენტის ანგარიშში და რამდენიმეჯერმე საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში. მას პირადად შეხვდა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი თომას ჰამერბერგი, რის შედეგადაც მისი საქმე აისახა 2011  წლის ივნისის ანგარიშში. მიუხედავად ამისა,  ის დღემდე პატიმარია და სასჯელს იხდის საპატიმრო დაწესებულებაში.     

2012-11-23 04:18 სრულად ნახვა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარი დააკმაყოფილა

2012 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება დაასრულა. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით განიმარტა სოციალური რეკლამის გაშვების წესი, დაევალა საზოგადოებრივ მაუწყებელს საიას 2012 წლის 28 სექტემბრის განცხადების განხილვა, მაუწყებელს სანქციის სახით დაეკისრა გაფრთხილება. 

2012-11-23 03:43 სრულად ნახვა