სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კენჭისყრის დღე - რეკომენდაციები მედიისათვის

წინამდებარე ნაშრომის მიზანია კენჭისყრის დღის თაობაზე სავალდებულოდ შესასრულებელი ნორმების მითითება და განმარტება მედიისათვის/დაინტერესებული პირებისათვის. დოკუმენტი ორი ნაწილისაგან შედგება. 1-9 პუნქტები ეთმობა საკანონმდებლო რეგულაციებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობის შესახებ, ხოლო 10-11 პუნქტები მოიცავს  მედიის, როგორც დამკვირვებლის სტატუსის განმარტებას და მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს. ამასთანავე საია წარმოგიდგენთ რეკომენდაციებს პრაქტიკული გამოცდილებიდან.

2012-09-18 09:32 სრულად ნახვა

საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი ფოთში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

2012 წლის 13 სექტემბერს ფოთის მშენებარე ტაძრის ეზოში ინტერვიუს ასაღებად მისულ ინტერნეტ გამოცემა TSpress.ge-ს რედაქტორს ელისო ჯანაშიასა და ჟურნალისტ იზა სალაყაიას მეუფე გრიგოლმა და სხვა სასულიერო პირებმა გადაღების საშუალება არ მისცეს. ელისო ჯანაშიას განცხადებით, სასულიერო პირებმა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, კამერა ძალის გამოყენებით წაართვეს და ძირს გადაუგდეს.  ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, როგორც საქმიანობის განხორციელების ხელშეშლის, ისე  ქონების დაზიანების თაობაზე დასტურდება ვიდეოჩანაწერით. მნიშვნელოვანია, ის ფაქტიც, რომ საპასუხოდ გავრცელებულ წერილში სასულიერო პირი უარყოფს ინციდენტის დეტალებს  და     მომხდარში ბრალს ჟურნალისტს სდებს. გამოხატვის თავისუფლება, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია, მოიცავს პირის უფლებას, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ჟურნალისტისთვის კი, მათი პროფესიიდან გამომდინარე, ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი ფორმა  კითხვების დასმაა.

2012-09-17 11:39 სრულად ნახვა

საია და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” 15 სექტემბერს ახალციხეში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება

საქართველოს  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის  საერთაშორისო საზოგადოება” კოალიცია“ ქართული ოცნების” მიერ 2012 წლის 15 სექტემბერს ახალციხეში  დაგეგმილი  აქციის  მიმდინარეობას დააკვირდება. დაკვირვებას ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში ახორციელებენ, რაც პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრების მიმდინარეობისა და შეკრებებისა და მანიფესტაციის  უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს. ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ ახალციხეში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც 2012 წლის 15 სექტემბერს დაგეგმილი  აქციის ორგანიზებას და აქციაში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება.

2012-09-14 12:48 სრულად ნახვა

იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას სამოქალაქო განათლების საკვირაო სკოლაში

საკვირაო სკოლაში სწავლის უფლება აქვთ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს. მოსწავლეებს პროფესიონალი იურისტები შეასწავლიან  პრაქტიკული      სამართლისა და სამოქალაქო განათლების  აქტუალურ საკითხებს. სწავლის მსურველებმა 17  სექტემბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

2012-09-11 13:20 სრულად ნახვა

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი 17 სექტემბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით იწყებს მსურველთა მიღებას სასწავლო კურსებზე

სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს ფონდი სთავაზობს სწავლებას 5 მიმართულებით: კურსი “შესავალი სამართალში” (დამწყებ კურსელთათვის) სისხლის სამართალი სამოქალაქო სამართალი საერთაშორისო სამართალი კონსტიტუციური სამართალი

2012-09-11 13:14 სრულად ნახვა

საია და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 8 სექტემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობის მიმდინარეობას საქართველოს 10 ქალაქში დააკვირდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 2012 წლის 8 სექტემბერს საქართველოს 10 ქალაქში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ყრილობის მიმდინარეობას დააკვირდება. დაკვირვებას ორგანიზაციის წარმომადგენლები ზუგდიდში, ოზურგეთში, ბათუმში, ამბროლაურში, ახალციხეში, ქუთაისში, გორში, თელავში, რუსთავსა და მცხეთაში განახორციელებენ. სადამკვირვებლო ორგანიზაციები დაკვირვებას წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში ახორციელებენ, რაც პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრების მიმდინარეობისა და შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს.

2012-09-07 18:28 სრულად ნახვა

საია და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” 9 სექტემბერს თელავში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება

საქართველოს  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის  საერთაშორისო საზოგადოება” კოალიცია“ ქართული ოცნების” მიერ 2012 წლის 9 სექტემბერს თელავში  დაგეგმილი  აქციის  მიმდინარეობას დააკვირდება. დაკვირვებას ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში ახორციელებენ, რაც პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრების მიმდინარეობისა და შეკრებებისა და მანიფესტაციის  უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს. ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ თელავში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც 2012 წლის 9 სექტემბერს დაგეგმილი  აქციის ორგანიზებას და აქციაში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება. საია და “სამართლიანი არჩევნები” იმედოვნებენ, რომ აქცია მშვიდობიან გარემოში ჩატარდება, სახელმწიფო ორგანოების მიერ უზრუნველყოფილი იქნება შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონმდებლობით დადგენილი გარანტიები.

2012-09-07 13:27 სრულად ნახვა

კამპანიის - „ეს შენ გეხება“ მონაწილე ორგანიზაციებმა პრესკონფერენცია გამართეს

კამპანიის - „ეს შენ გეხება“ მონაწილე ორგანიზაციებმა, 2012 წლის 7 სექტემბერს, პრესკონფერენცია გამართეს და ხელისუფლებისადმი მიმართვა გაავრცელეს. კამპანია „ეს შენ გეხება“-ს მონაწილე ორგანიზაციები ეხმაურებიან  ელჩების სამუშაო ჯგუფის, აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის და კოალიციის „მედია ადვოკატირებისათვის“ მიერ ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებებს Must Carry-სა  და Must offer-ის არჩევნების დღის შემდგომ გაგრძელების აუცილებლობასა და ქვეყანაში მრავალფეროვანი ინფორმაციის გავრცელების კუთხით არსებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით. ვთვლით, რომ: • Must Carry-სა  და Must offer-ის ამოქმედებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მრავალფეროვან ინფორმაციაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, თუმცა, ინფორმაციის მიღება მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილისთვის კვლავ შეზღუდულია; • დღეისათვის საქართველოს ხელისუფლებას არ გამოუხატავს  მზადყოფნა Must Carry-სა  და Must offer-ის არჩევნების დღის შემდგომ გაგრძელებასთან დაკავშირებით და ჯერჯერობით არ შექმნილა შესაბამისი მექნიზმები აღნიშნული პრინციპების გაგრძელებასთან დაკავშირებით, რაც  არჩევნების დღეს და მის შემდეგ მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიღების შეზღუდვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს;

2012-09-07 12:46 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ლობისტურ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით

1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, საარჩევნო კამპანია მხოლოდ საქართველოს საზღვრებში არ მიმდინარეობს. უკანასკნელ თვეებში, ოპოზიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა და საქართველოს მთავრობის ეროვნულმა უშიშროების საბჭომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ლობისტური ფირმები დაიქირავეს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საზოგადოება მიიჩნევენ, რომ უცხოელი ლობისტების როლი და მათი საქმიანობის შესაძლო გავლენა საარჩევნო კამპანიაზე უფრო ფართო საზოგადოებრივი განხილვის საგანი უნდა გახდეს.როგორც ინტერნეტ-საიტ Civil.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, საქართველოს მთავრობა სულ მცირე 1,83 მლნ. აშშ დოლარს უხდის ვაშინგტონში მოქმედ ლობისტებს (the Podesta Group, Orion Strategies LLC, Prime Policy Group, Gephardt Group Government Affairs, LynxDC), ასევე კონსულტანტ გრეგორი ა. მანიატისს. მათ მიერ გასაწევი მომსახურება მოიცავს სტრატეგიულ რჩევებს, მხარდაჭერას კომუნიკაციის სფეროში, ლობისტურ საქმიანობას და “სამთავრობო ურთიერთობებთან დაკავშირებულ მომსახურებას” ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თავისუფალი ვაჭრობა, საქართველოს ინტეგრაცია ნატო-სა და ტრანსატლანტიკურ სტრუქტურებში, და “დემოკრატიის საკითხები”, ასევე “დახმარებას წინასაარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით.”

2012-09-06 17:11 სრულად ნახვა

საია მიუღებლად მიიჩნევს ადგილობრივი თვითმმართველობის ვებ-გვერდების პარტიული მიზნებისათვის გამოყენებას

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ვებ-გვერდებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივობების გაშუქების ფაქტებს, რომელმაც ბოლო პერიოდის განმავლობაში საგანგაშო ტენდენციის სახე მიიღო. აღნიშნული ნათლად მეტყველებს ადგილობრივ დონეზე პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარის არარსებობაზე, რა დროსაც უგულებელყოფილია საჯარო სამსახურის უპარტიობის ძირითადი პრინციპი. ჩვენს მიერ მოკვლეული ინფორმაციით, თვითმმართველობების ვებ-გვერდები აქტიურად აშუქებენ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატების წარდგენის პარტიულ ღონისძიებებსა თუ ისეთ სააგიტაციო შეხვედრებს, სადაც ოპონენტების საწინააღმდეგო მოწოდებები უხვადაა გამოყენებული. ხშირ შემთხვევაში, შესაბამის ინფორმაციასთან ერთად, ვებ-გვერდებზე განთავსებულია მმართველი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატების სურათები. ცალკეულ შემთხვევაში გამოქვეყნებულია საარჩევნო სუბიექტის ნომერი „5“-ის, საარჩევნო პროგრამის, კანდიდატის სახელისა და გვარის შემცველი საარჩევნო ბანერის ამსახველი ფოტომასალა. ასევე, ცალკეულ შემთხვევაში თვითმმართველობების ვებ-გვერდების მეშვეობით ხორციელდება მთავარი ოპოზიციური გაერთიანების საწინააღმდეგო აგიტაცია. ჩვენს მიერ ჯამში 14 თვითმმართველობის ვებ-გვერდი იქნა გამოვლენილი, სადაც განთავსებული მასალა ეწინააღმდეგება საარჩევნო კანონმდებლობას. აღსანიშნავია, რომ თვითმმართველობების ვებ-გვერდებზე მხოლოდ მმართველი პარტიის სასარგებლო აგიტაციას აქვს ადგილი და არც ერთ შემთხვევაში არ ხდება ოპოზიციური პარტიების პოზიტიურ კონტექსტში მოხსენიება.

2012-09-06 14:48 სრულად ნახვა