სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიასთან არსებული „მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი“ ეხმიანება 2011 წლის 21 დეკემბერს ბადრი ნანეტაშვილსა და ნათია კუპრაშვილს შორის მოხდარ ინცინდენტს

მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი შსს-ს მოუწოდებს, გაასაჯაროოს ტელეკომპანია „თრიალეთის“ დამფუძნებელ ბადრი ნანეტაშვილსა და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის დირექტორს, ნათია კუპრაშვილს შორის მომხდარი ინცინდენტის ამსახველი ვიდეოთვალის ჩანაწერი. მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი მიიჩნევს, რომ 2011 წლის 21 დეკემბერს მომხდარი ფაქტი სათანადოდ და ობიექტურად უნდა იქნეს გამოკვლეული საგამოძიებო ორგანოების მიერ, ვინაიდან მასობრივი ინფორმაციის საშულებებით გავრცელებული ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები საზოგადოებას ვერ შეუქმნის ზუსტ და ნათელ სურათს აღნიშნული ინცინდეტის შესახებ. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგამოძიებო ორგანოების როლი და მათი მაქსიმალური გამჭვირვალობა, რათა თითოეულ მოქალაქეს მიეწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია კონფლიქტთან დაკავშირებით.

2011-12-23 12:35 სრულად ნახვა

საიამ 26 მაისის აქციის დაშლის დროს დაფიქსირებული ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა სერია 26 მაისი აქციის დაშლასთან დაკავშირებული ანგარიშის პრეზენტაციით დაასრულა. „ანგარიში 26 მაისი - აქციის დაშლის დროს და მასთან კავშირში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების ანალიზი“ მოიცავს 26 მაისს აქციის დაშლის დროს და შემდგომ დაკავებული აქციის მონაწილეების მიმართ უფლებათა დარღვევის ფაქტების, ასევე 26 მაისამდე მიმდინარე აქციებთან კავშირში მყოფი პირების მასობრივი დაკავებების პრაქტიკის ანალიზს. მათ შორის, ანგარიშში შეფასებულია შემდეგი საკითხები: -    აქციის დაშლის დროს პოლიციის მიერ ძალის გადამეტება;  -    აქციის დაშლის მოვლენებთან კავშირში დაფიქსირებული სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები; -    აქციის დაშლის დროს ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა;-    დაკავებული აქციის მონაწილეების მიმართ არასათანადო მოპყრობა.

2011-12-23 10:33 სრულად ნახვა

საია მიესალმება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარეზერვო სამსახურის მიმართ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლების აღიარებას

საია მიესალმება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2011 წლის 21 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას საქმეზე სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, რომლითაც დაკმაყოფილდა კონსტიტუციური სარჩელი. აღნიშნულ საქმეში საიამ ,,სასამართლოს მეგობრის” სტატუსით წერილობითი მოსაზრებები წარადგინა. საია კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლიდან გამომდინარე, რელიგიურ თუ არარელიგიურ (პაციფისტურ) რწმენას დაფუძნებული კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლება გაავრცელა სარეზერვო სამსახურთან მიმართებაში. საია თავის წერილობით მოსაზრებაში მიუთითებდა, რომ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლება და მის საფუძველზე ალტერნატიული სამხედრო სამსახურის მოთხოვნის უფლება წვევამდელს გააჩნდა სავალდებულო სამხედრო სამსახურთან მიმართებაში, იმავდრიულად პირი, რომელიც ექვემდებარებოდა სარეზერვო სამხედრო სამსახურის მოხდას, კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის საფუძველზე არ ექვემდებარებოდა მსგავსი სახის გამონაკლისს.

2011-12-22 17:29 სრულად ნახვა

საქართველოს პარლამენტი პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილი სანქციების გამკაცრებას გეგმავს

საქართველოს პარლამენტში ამა წლის 20 დეკემბერს ინიცირებულ იქნა სისხლის სამართლის კოდექსში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსსა და „საქართველოს კონტოლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები. ცვლილებების ძირითადი მიზანია პოლიტიკური პარტიებისათვის დაწესებული სანქციების გამკაცრება. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის განხილვა რეგლამენტის სრული დარღვევით მიმდინარეობს. კერძოდ, პარლამენტის ბიურომ კანონპროექტის განხილვის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება ინიცირების დღესვე მიიღო. რეგლამენტის მიხედვით, კანონპროექტი ბიუროს უნდა გადაეცეს ინიცირებიდან 72 საათის შემდეგ. კანონპროექტის მიხედვით: •    იცვლება სისხლის სამართლის 1641 მუხლის (ამომრჩევლის მოსყიდვა) ფორმულირება. თუ ამომრჩევლის მოსყიდვის დანაშაულის ჩამდენი იურიდიული პირია, კანონპროექტით მისი ლიკვიდაციაა გათვალისწინებული. მიგვაჩნია, რომ ასეთი ტიპის სანქცია არაპროპორციული და არაგონივრულად მკაცრია, რაც საბოლოო ჯამში საფრთხეს უქმნის პოლიტიკური პარტიების საქმიანობას.

2011-12-22 17:21 სრულად ნახვა

საიას, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) განცხადება პარტიების დაფინანსების კანონპროექტთან დაკავშირებით

2011 წლის 12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის ინიციირება მოხდა. კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებების ნაწილი დადებითია და ეხმიანება საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებს, თუმცა მასში არის ხარვეზები და ბუნდოვანებები, რომელთა დაზუსტება და შეცვლა არანაკლებ მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით საყურადღებოა პოლიტიკური პარტიებისა და მათთან დაკავშირებული იურიდიული პირების საკითხი. ამ სიახლის თანახმად, პოლიტიკური პარტიისთვის დადგენილი ფინანსური შეზღუდვები და ანგარიშგების ვალდებულებები ვრცელდება პარტიებთან დაკავშირებულ იურიდიულ პირებზე, მათ შორის არასამეწარმეო (არაკომერციულ) პირებზე. მსგავსი შეზღუდვები დაწესებულია იურიდიულ პირზეც, რომელიც წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით მოუწოდებს ამომრჩეველს რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერის ან მხარდაჭერისაგან თავის შეკავების თაობაზე. მაგალითად: კანონპროექტის მიხედვით შესაძლებელია, რომ იმ შემთხვევაში თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერ მოწოდებას გააჟღერებს, შეუწყდეს უფლება მიიღოს შემოწირულობა  ნებისმიერი იურიდიული პირისაგან.

2011-12-22 11:01 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საზოგადოებას შრომით უფლებებთან დაკავშირებულ კვლევა წარუდგინა

2011 წლის 19 დეკემბერს ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა სერიის ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ  საზოგადოებას შრომით უფლებებთან დაკავშირებულ კვლევა წარუდგინა. 2010 წლის ბოლოდან საია ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს „ახალგაზრდა იურისტები ძირითადი შრომითი უფლებების ეფექტური დაცვისა და წახალისებისთვის საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც უფასო იურიდიულ დახმარებას უწევდა იმ ადამიანებს, რომელთა შრომითი უფლებებიც დაირღვა. ვინაიდან პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ეროვნული კანონმდებლობის დახვეწა და ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაცია, წარმოდგენილი იქნება ქართული შრომის სამართლის ანალიზი, რომელიც მოიცავს:

2011-12-19 09:58 სრულად ნახვა

შრომითი ტრავმისათვის დანიშნული ყოველთვიური სარჩოს გაუქმების საკითხს საია საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

საია ქუთაისის მანქანამონტაჟის სამმართველოს ყოფილი თანამშრომლის ბენიამინ აბრამიძის სახელით კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ითხოვს ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს მთავრობის #53-ე დადგენილების ცალკეული ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას. საიას მიაჩნია, რომ მთავრობის #53-ე დადგენილება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტს, 39-ე მუხლს და 42-ე მუხლის მე-9 პუნქტს. სადავო ნორმატიული აქტით იმის ნაცვლად, რომ მომხდარიყო ფულადი დახმარების გონივრულ ოდენობამდე შემცირება, რაც აუცილებელი იქნებოდა საბიუჯეტო სახსრების დაზოგვისათვის, ყოველთვიური სარჩო ტოტალურად გაუქმდა. გარდა ამისა, სახელმწიფოს არ იყო უფლებამოსილი, სრულად უარეყო  ადამაინის უფლება - მიეღო ყოველთვიური სარჩო, ვინაიდან ეს მოთხოვნა ეფუძნებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ადმინისტრაციული აქტით წარმოშობილ კანონიერ მოლოდინს. სახელმწიფოს მიმართ სოციალურ შემწეობის უზრუნველყოფაზე არსებული კანონიერი მოლოდინი გამომდინარეობს სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპიდან, რაც კონსტიტუციის პრეამბულით გათვალისწინებული სამართლებრივი სახელმწიფოს არსებითი მახასიათებელია.

2011-12-16 07:18 სრულად ნახვა

ინტერესთა კონფლიქტის თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებას არასამთავრობოები გამოეხმაურნენ

კომუნიკაციების ეროვნული კომისია, 2011 წლის 14 დეკემბრის   განცხადებით კატეგორიულად არ ეთანხმება არასამთავრობო ორგანიზაციების  შეფასებას კომისიის თავმჯდომარის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია,  რომ კომპანია “მაგი სტილი მედია”  “ამზადებს და ათავსებს რეკლამას”. მასში ასევე  ნათქვამია, რომ “რეკლამის განთავსება კომისიის რეგულირების სფერო არ არის”. ვფიქრობთ, კომისიის ხსენებული განცხადება მკაფიოდ არ განმარტავს კომპანია “მაგი სტილი მედია”_ს საქმიანობის სფეროს და კომისიის უფლებამოსილებებს სატელევიზიო სივრცეში რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით.კერძოდ, განცხადებიდან არ ჩანს, თუ კონკრეტულად სად განათავსებს ხსენებული კომპანია რეკლამებს და შეუძლია თუ არა კომისიას, რაიმე ზემოქმედების მოხდენა რეკლამების არამართლზომიერად განთავსებაზე. აღნიშნულიდან  გამომდინარე, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  სამოქალაქო მონიტორინგის ჯგუფი  მოგმართავთ თხოვნით,  საზოგადოებას დაუზუსტოთ კომისიის განმარტება შემდეგი გარემოებების შესახებ:

2011-12-15 13:13 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საზოგადოებას 10 დეკემბრის ანგარიშები ტრადიციულად წარუდგინა

ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა სერიის ფარგლებში საიამ საზოგადოებას ტრადიციულად წარუდგინა 10 დეკემბრის ანგარიშები. ინფორმაციის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებაა, ის არის ხელისუფლების კონტროლის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ინფორმირებული მონაწილეობის ერთი-ერთი  ძირითადი კანონიერი საფუძველი. მისი დაცვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს, საჯარო დაწესებულებების ვალდებულება, მათ დაწესებულებაში, ამ უფლებასთან დაკავშირებით წლის განმავლობაში არსებული მდგომარეობის შესახებ დეტალური ანგარიშების წარდგენა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტისათვის. ინფორმაციის თავისუფლების შესრულების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ხაზგასმათ უნდა იქნეს მიჩნეული ის გარემოება, რომ მის შესრულებაზე საჯარო დაწესებულებები ანგარიშვალდებული არიან, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წინაშე. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) მუდმივად აკვირდება და სწავლობს კანონის 49-ე მუხლის მოთხოვნების შესრულების მდგომარეობას. 2010 წელს გამოიცა ,,10 დეკემბრის ანგარიშების’’ მონიტორინგის შედეგების ამსახველი ანგარიში, რომელიც მოიცავდა 2000 წლიდან 2009 წლამდე წარდგენილ ანგარიშებს.

2011-12-15 10:29 სრულად ნახვა

საიამ ადმინისტრაციულ პატიმრობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მრგვალი მაგიდა გამართა

2011 წლის 14 დეკემბერს ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა სერიის ფარგლებში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა ადმინისტრაციულ პატიმრობასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე საიამ წარმოადგინა მოსაზრებები ადმინისტრაციული პატიმრობის  ძირითად საკანონმდებლო და პრაქტიკულ პრობლემებზე. აქცენტი გაკეთდა იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული პატიმრობის, როგორც სანქციის გამოყენება არღვევს ადამიანის ძირითადი უფლებების დიდ ნაწილს. ასევე მისი შეფარდება ხდება აუცილებელი პროცესუალური გარანტიების გვერდის ავლით. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეები, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

2011-12-14 10:32 სრულად ნახვა