სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას მოსაზრებები პატიმრობის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით

საქართველოს პარლამენტი პატიმრობის კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავს. სიახლეები ეხება პატიმართა როგორც წამახალისებელ, ისე შემზღუდავ ღონისძიებებს. აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა საქართველოს სახალხო დამცველმა. ის გამოეხმაურა მსჯავრდებულთათვის ხანმოკლე პაემნის უფლების შეზღუდვის საკითხს, რაც ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად  შეაფასა. საიას მოსაზრებები განსახილველ კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტს წერილობითი სახით ამა წლის 27 ოქტომბერს წარედგინა. კანონპროექტი ამ ეტაპზე პირველი მოსმენით არის მიღებული. კანონპროექტი ითვალისწინებს სატელეფონო საუბრის, ვიდეო პაემნის და პაემნის რაოდენობის გაზრდას, როგორც პატიმრის წახალისების ფორმას, ასევე, მოიცავს მთელ რიგ შემზღუდავ ცვლილებებსა და დამატებებს. მაგალითად, კანონპროექტის მე-9 მუხლით, დისციპლინური სახდელების ჩამონათვალს ახალი სახეები ემატება. ესენია: თ) სატელეფონო საუბრის შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით; ი) პირადი ხასიათის კორესპონდენციების მიღების და გაგზავნის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით; კ) პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით, ლ) ფულადი გზავნილის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით.  

2011-11-01 14:04 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებები მთავრობის ახალ ინიციატივაზე პოლიტიკური გაერთიანებების დაფინანსების საკითხებთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „საერთაშორისო გამჭვრვალობა - საქართველოს“ და   წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომაზე სამინისტრომ წარმოადგინა წინადადებები პოლიტიკურ გაერთიანებათა დაფინანსების რეგულაციებთან დაკავშირებით. სამინისტროების წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების მომზადებისას სამინისტრო გაითვალისწინებს ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების (GRECO, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი) მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს. გარდა ამისა, სამინისტროს მიერ ინიციირებული იქნება დამატებითი რეგულაციები, რომელთა ნაწილიც პოლიტიკურ პარტიებს შორის 2011 წლის ივლისში მიღწეულ შეთანხმების ზოგიერთ დებულებებთან წინააღმდეგობაში მოდის. შეხვედრაზე არ ყოფილა წარმოდგენილი  მუხლობრივი ფორმულირებები, შესაბამისად, რთულია სამართლებრივი ანალიზის გაკეთება.მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოების მიერ პოლიტიკურ პარტიათა დაფინანსების სისტემაში არსებული პრობლემები გასული (2008 და 2010 წლის) არჩევნების  პერიოდშიც მწვავედ ისმებოდა, GRECO-ს რეკომენდაციები კი, ჯერ კიდევ 2011 წლის 1 ივლისს გამოქვეყნდა, მმართველი გუნდის მიერ მათი გათვალისწინება დღემდე არ მომხდარა და არც ახალ საარჩევნო კოდექსის პროექტში ასახულა.  შესაბამისად,  ვფიქრობთ, რომ პარტიათა დაფინანსების შეზღუდვების მიმართულებით ხელისუფლების ინიციატივები შესაძლებელია უკავშირდებოდეს საქართველოში უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს.

2011-10-25 09:45 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ახალ საარჩევნო კოდექსის პროექტთან დაკავშირებით ქუთაისსა და ბათუმში საჯარო დისკუსიები გამართეს

2011 წლის 20 და 21 ოქტომბერს ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) და ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საარჩევნო კოდექსის რეფორმის საკითხებთან დაკავშირებით ქ.ქუთაისსა და ბათუმში საჯარო დისკუსიები გამართეს. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედია საშუალებების, პოლიტიკური პარტიების, საოლქო საარჩევნო კომისიების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. შეხვედრის თემას წარმოადგენდა საარჩევნო კოდექსის პროექტთან დაკავშირებით სამი ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციებისა და შენიშვნების გაცნობა. ორგანიზაციების რეკომენდაციები შეეხება ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტით შემოთავაზებულ საარჩევნო სისტემას, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მარეგულირებელ ნორმებს, არჩევნების დაფინანსების გამჭვირვალობისა და მონიტორინგის საკითხებს, საარჩევნო სიების ფორმირების, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისა და საარჩევნო დავების პროცედურებთან დაკავშირებულ პრობლემებს.

2011-10-21 19:21 სრულად ნახვა

საქართველოს მოქალაქეობის მიღებისა და დაკარგვის წესი

ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შედეგად საზოგადოებაში ბევრი კითხვა გაჩნდა საქართველოს მოქალაქეობის მიღებისა და დაკარგვის წესთან დაკავშირებით. მიზანშეწონილად მიგვაჩნია მოკლედ განვმარტოთ საქართველოს მოქალაქეობის მიღებისა და დაკარგვის კანონმდებლობით დადგენილი წესი. საქართველოს მოქალაქეობა პირმა შეიძლება მოიპოვოს დაბადებით, საქართველოს მოქალაქეობის მიღებით (ნატურალიზაციით), საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით.,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად სრულწლოვანი პირი საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:ა) მუდმივად ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში;ბ) დადგენილ ფარგლებში იცის სახელმწიფო ენა;  გ) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები;  დ) საქართველოში აქვს სამუშაო ადგილი ან უძრავი ქონება, ან საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, ანდა საქართველოს საწარმოში ფლობს წილს ან აქციებს.

2011-10-21 09:45 სრულად ნახვა

ფილიპ ს. ჯესაფის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესები საერთაშორისო სამართალში

ჯესაფის სახლობის შეჯიბრის საქართველოს საორგანიზაციო ჯგუფი ეპატიჟება სამართლის სტუდენტებს იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობის მისაღებად, რომლის საერთაშორისო რაუნდებიც გაიმართება ვაშინგტონში, აშშ, 2012 წლის გაზაფხულზე.შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა 2-4 სტუდენტისაგან შემდგარი გუნდი, რომელიც ეროვნულ რეგისტრაციას გაივლის არაუგვიანეს 2011 წლის 1 ნოემბრისა.შეჯიბრი ტარდება ინგლისურ ენაზე და მასში მონაწილეობა უფასოა. ეროვნული რეგიტრაციისათვის დაუკავშირდით საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენელს - ანა ტაბიძე (მობილური 577 48 98 48; atabidze@yahoo.com ) დამატებით ინფორმაციას გაეცანით ვებგვერდზე: www.ilsa.org/jessup

2011-10-19 09:00 სრულად ნახვა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“  და   „ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა“ 2011 წლის ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის   პრაქტიკული საქმიანობის მონიტორინგი განახორციელა. 18 ოქტომბერს თბილისი მერიოტში გაიმართა კოალიციური პროექტის „სამოქალაქო მონიტორინგი სატელევიზიო მედია სივრცეში ვითარების გაუმჯობესებისათვის“ შუალედური ანგარიშის  პრეზენტაცია. საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება  ავტორიზებულ პირთა  (საკაბელო ტელევიზიები) სანქცირების მართლზომიერების, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის და რეგულირების პროცესის გამჭვირვალობის  საკითხებს დაეთმო. პრეზენტაციაზე საკუთარი პოზიციები წარმოადგინა კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბატონმა კახი ყურაშვილმა. მისი განცხადებით კომისიის მიერ გაზიარებულ იქნა მონიტორინგის ჯგუფის მიერ მომზადებული შენიშვნების ნაწილი.  

2011-10-18 13:56 სრულად ნახვა

საიას წევრთა საყურადღებოდ

გაცნობებთ, რომ 2011 წლის 29 ოქტომბერს, შერატონ მეტეხი პალასში გაიმართება საია-ს რიგით XVIII საერთო კრება.  

2011-10-18 13:05 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციებმა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საელჩოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს

,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ,“ ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“(ISFED), და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“  საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და აკრედიტირებული საელჩოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრის თემას წარმოადგენდა 2011 წლის  30 სექტემბერს სამი ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციებისა და შენიშვნების გავრცელების შემდგომ საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტთან შეხვედრის შედეგების განხილვა. ორგანიზაციების რეკომენდაციები შეეხებოდა ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტით შემოთავაზებულ საარჩევნო სისტემას, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მარეგულირებელ ნორმებს,  არჩევნების დაფინანსების გამჭვირვალობისა და მონიტორინგის საკითხებს, საარჩევნო სიების ფორმირების,  საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისა და  საარჩევნო დავების პროცედურებთან დაკავშირებულ პრობლემებს. შეხვედრის დროს იურიდიული კომიტეტის მხრიდან მოხდა ორგანიზაციების მიერ დაყენებული საკითხების ნაწილის გაზიარება, თუმცა, რეკომენდაციებს შორის კვლავ რჩება მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც, იურიდიული კომიტეტის მხრიდან განხილვას და შესაბამისად, ცვლილებებს აღარ დაექვემდებარება. მაგალითად დეპუტატთა რაოდენობის ზრდა, ამომრჩეველთა სიების ფორმირება სპეციალური კომისიის მიერ. გარდა აღნიშნულისა, არსებობს საკითხთა ნაწილი, რომელთა შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე არსებობს დისკუსიის გაგრძელების სურვილი, მათ შორის არის მარკირების პროცედურის გაუქმების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვის საკითხები.

2011-10-17 19:50 სრულად ნახვა

ერთად დავგეგმოთ მშვიდობა - დისკუსია ზუგდიდში

2011 წლის 14 ოქტომბერს  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (GYLA),  მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტისა (CIPDD) და უსაფრთხო მსოფლიოს (Saferworld) ორგანიზებით ქ. ზუგდიდში, საჯარო დისკუსია გაიმართა თემაზე: რეგიონებში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მხარდაჭერა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობის გზით.დისკუსიის ძირითადი მიზანი იყო, საშუალება მიეცა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, შესულიყო კონსტრუქციულ დიალოგში, როგორც ადგილობრივი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ერთობლივად დაგეგმილიყო პრობლემის  გადაჭრის გზები. პრობლემების იდენტიფიცირება განხორციელდა პროექტის პირველ ფაზაში წარმოებული სათემო კონსულტაციების საფუძველზე.დისკუსია ხორციელდება გაერთიანებული სამეფოს კონფლიქტების მოგვარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რეგიონებში თემების შესაძლებლობების განვითარება, როგორც მდგრადი ადრეული გაფრთხილების, კონფლიქტის პრევენციისა და ადგილობრივი ანგარიშვალდებულების ინსტრუმენტის” ფარგლებში. ამავე სახის დისკუსიები გაიმართა სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლში, სამეგრელოსა და ქვემო ქართლში. დასკვნითი დისკუსია ჩატარდება თბილისში.

2011-10-14 12:58 სრულად ნახვა

წესდების ცვლილებები

წინამდებარე დოკუმენტი წარმოდგენილია საიას გამგეობის მიერ, როგორც საიას წესდების ცვლილებების პროექტი, რომელიც უნდა დამტკიცდეს საიას რიგით XVIII საერთო კრებაზე, ა.წ. 29 ოქტომბერს.მიღებულია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთაასოციაციის XVIII საერთო კრების მიერ2011 წლის 29 ოქტომბერს-----------------------------თბილისი2011

2011-10-11 13:02 სრულად ნახვა