სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შედეგებს აფასებს

დღეს, 2010 წლის 30 აგვისტოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად განხილულ იქნა “საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ეფექტური მმართველობის 2010-2013 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი.” მოცემული დოკუმენტი არასამთავრობო სექტორისთვის მხოლოდ მისი გასაჯაროების შემდეგ, მიმდინარე წლის 23 აგვისტოს გახდა ცნობილი. დოკუმენტთან დაკავშირებული მოსაზრებების წარდგენის ვადად განგვესაზღვრა 26 აგვისტო, რაც არასაკმარისი დრო იყო სამოქმედო გეგმის დეტალური ანალიზისთვის. მიუხედავად ამისა, საიამ დადგენილ ვადაში წარადგინა დასკვნა, სადაც გამოვყავით 19 საკითხი, რომელთა დამატებითი ასახვა სამოქმედო გეგმის პროექტში მიზანშეწონილად მივიჩნიეთ. სამწუხაროდ, ჩვენს მიერ შემუშავებული შენიშვნებიდან მხოლოდ სამი საკითხი იქნა სრულად გაზიარებული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების მხრიდან, ორი შენიშვნა სამოქმედო გეგმაში ნაწილობრივ აისახა, ხოლო დანარჩენი საკითხები საბჭომ არ გაიზიარა.

2010-08-30 15:28 სრულად ნახვა

დევნილების საინიციატივო ჯგუფის საკრებულოს სხდომაზე არდაშვებით საკრებულომ კანონი დაარღვია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აპროტესტებს გუშინ, 2010 წლის 27 აგვისტოს, ქ. თბილისის საკრებულოს მიერ საკრებულოს სხდომაზე დევნილთა არ შეშვების ფაქტს.დევნილების საინიციატივო ჯგუფის მიერ 2010 წლის 26 აგვისტოს, საკრებულოში წარგენილ იქნა განცხადება 27 აგვისტოს სხდომაზე დაშვების მოთხოვნით. მიუხედავად ამისა, საკრებულოს მიერ არ იქნა უზრუნველყოფილი დაინტერესებულ პირთა მონაწილეობა კოლეგიური ორგანოს საჯარო სხდომაში.საკრებულოს თავმჯდომარემ, ბ-ნ ზაალ სამადაშვილმა დაინტერებულ პირთა მონაწილეობის უფლების შეზღუდვა ტექნიკური მიზეზებით, კერძოდ, საკრებულოს კარების გაფუჭებით ახსნა.

2010-08-28 09:36 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოსაზრებები ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის პროექტთან დაკავშირებით

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს მიერ 23 აგვისტოს წარმოდგენილი ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელიც საბჭოს 30 აგვისტოს სხდომაზე უნდა დამტკიცდეს, შედგება 9 მიზნის, 42 მოსალოდნელი შედეგისა და 140 ღონისძიებისაგან. მასში გათვალისწინებული საკითხები მნიშვნელოვანია, თუმცა, ვფიქრობთ, არაა საკმარისი საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისათვის. ვფიქრობთ, საკითხების სოლიდური ნაწილი სამოქმედო გეგმის მიღმაა დარჩენილი.

2010-08-27 11:52 სრულად ნახვა

საია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთვის კატეგორიულად მიუღებელია შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებაში დევნილების მასიურ გამოსახლებამდე რამდენიმე დღით ადრე განხორციელებული ცვლილებები, რომელმაც უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა გამოსახლებული დევნილების დიდი ნაწილი.  კერძოდ, 2010 წლის 2 აგვისტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის #698-ე ბრძანების საფუძველზე ცვლილებები შევიდა 2007 წლის 24 მაისის მინისტრის #747 ბრძანებაში ,,საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის დამტკიცების შესახებ". შეტანილმა ცვლილებებმა გააუქმა 5 დღიანი ვადა, რომელიც საკუთრების სავარაუდო ხელმყოფს ოფიციალური გაფრთხილების ჩაბარებიდან ხელყოფის ნებაყოფლობით შეწყვეტისათვის ჰქონდა განსაზღვრული.

2010-08-25 14:43 სრულად ნახვა

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა" და "ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის" მიმართვა პარლამენტისადმი კონსტიტუციის პროექტის განხილვის ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით

საქართველოს უახლეს ისტორიაში განვითარებული პოლიტიკური პროცესების ანალიზი ცხადყოფს, რომ ჩვენი ქვეყნის მდგრადი და უსაფრთხო განვითარებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა პოლიტიკური სისტემისა და სახელმწიფო მმართველობის ფორმის სწორად განსაზღვრას, აგრეთვე აღნიშნულ პროცესში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებას ენიჭება.დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, საქართველოში დაჩქარებულად მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები და სახელისუფლებო შტოებს შორის არსებული ბალანსის რღვევა, ქვეყანაში შექმნილი არაერთი კრიზისისა და პოლიტიკური კატაკლიზმის საფუძვლად იქცა. ნიშანდობლივია, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია სწორედ 2009 წლის აპრილში დაწყებული პოლიტიკური მღელვარების ფონზე შეიქმნა. ამასთან საგულისხმოა, რომ კომისიის შექმნის ერთ-ერთ ძირითად მიზანს სახელისუფლებო შტოთა შორის ბალანსის აღდგენაში პოლიტიკური სპექტრის და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურად ჩართვა წარმოადგენდა.

2010-08-24 09:51 სრულად ნახვა

საია პარლამენტის წინ მიმდინარე დევნილთა აქციაში პოლიციის ჩარევას გაუმართლებლად მიიჩნევს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეშფოთებას გამოთქვამს გუშინ, 19 აგვისტოს, პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან პარლამენტის წინ გამართული მშვიდობიანი შეკრების მსვლელობაში ჩარევასთან დაკავშირებით და ამ ფაქტს შეკრების თავისუფლების დარღვევად აფასებს. „შეკრებებისა და მანიფესტაციის“ შესახებ საქართველოს კანონი შეკრებასა და მანიფესტაციას განმარტავს, როგორც მოქალაქეთა შეკრებას ან მასობრივ მსვლელობას „სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით.“ ბუნებრივია, პროტესტის ნებისმიერი გამოხატულება თავისთავში მოიცავს ხელისუფლებისთვის გარკვეული დისკომფორტის შექმნას, რომლის თმენის ვალდებულებაც პირდაპირ გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებიდან.

2010-08-20 12:08 სრულად ნახვა

საია 14 აგვისტოს ბუშის ქუჩაზე დაკავებული პირების მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ უკანონო და დაუსაბუთებელ დადგენილებას ასაჩივრებს

საია შეშფოთებას გამოთქვამს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 15 აგვისტოს დადგენილებასთან დაკავშირებით, რომლითაც ირაკლი კაკაბაძე, შოთა დიღმელაშვილი და ალეკო ჩიღვინიძე ცნობილი იქნენ სამართალდამრღვევებად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (შემდგომში ‘კოდექსი’) 173-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელის კანონიერი მოთხოვნისადმი ბოროტი დაუმორჩილებლობა) გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენაში და შეეფარდათ ჯარიმა 400 ლარის ოდენობით. საიას იურისტი სასამართლოში იცავდა ორი პასუხისგებაში მიცემული პირის, შოთა დიღმელაშვილისა და ალეკო ჩიღვინიძის ინტერესებს.

2010-08-17 06:22 სრულად ნახვა

საია 2 აგვისტოს მესტიაში მომხდარი ინციდენტის ობიექტურ შეფასებას ითხოვს

2010 წლის 6 აგვისტოს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის და მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე რეაგირების თხოვნით მიმართა მესტიის მკვიდრმა, ალექსანდრე ხერგიანმა.ალექსანდრე ხერგიანის განცხადებით, 2010 წლის 2 აგვისტოს, როდესაც მეხანძრეთა დაგვიანების გამო მესტიაში მისი მეზობლის სახლი ხანძრის გამო ბოლომდე დაიწვა, ადგილობრივ მცხოვრებლებს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ მესტიის გამგებელთან, გოჩა ჭელიძესთან. ხერგიანის განცხადებით, გოჩა ჭელიძე მას ‘ცეცხლში შეგდებით’ დაემუქრა, ხოლო მის ხანში შესულ დედას ცუცა გოშტელიანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ხელი აუკრა, რის შედეგადაც მოხუცი წაბარბაცდა. ინციდენტის ადგილზე, ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად იმყოფებოდა ალექსანდრე ხერგიანის შვილი, დავით ხერგიანი. შელაპარაკების დროს გოჩა ჭელიძეს ადგილობრივი მცხოვრებელთაგან ერთ-ერთმა სახეში გაარტყა, თუმცა ალექსანდრე ხერგიანის განცხადებით, მისთვის უცნობია ვინ გააკეთა ეს.

2010-08-10 08:35 სრულად ნახვა

საია ,,ზოგადი განათლების შესახებ” კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ საკუთარ დასკვნას აქვეყნებს

2010 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო კანონპროექტი ,,ზოგადი განათლების შესახებ” კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, რომელითაც მანდატურებს მიენიჭათ პირადი გასინჯვის (ჩხრეკის), ასევე ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლებამოსილება. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კრიტიკულად შეაფასა აღნიშნული ცვლილებები და მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, შეეჩერებინა კანონპროექტის განხილვა და მხოლოდ არსებული ხარვეზებისა და მოსალოდნელი საფრთხეების აღმოფხვრის შემდეგ განეახლებინა მისი მიღების პროცესი.

2010-07-29 07:07 სრულად ნახვა

საიამ ჟურნალისტებთან ერთად მრგვალი მაგიდა გამართა

27 ივლისს  საქართველოს ახლგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მედიის სამართლებრივი დაცვის პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გამართა ჟურნალისტებთან. შეხვედრის მიზანი იყო იმ საკანონმდებლო ხარვეზების იდენტიფიცირება, რომლებიც საქართველოში ჟურნალისტებს ყველაზე მეტად უშლის ხელს ეფექტურად მუშაობაში და რომელთა აღმოფხვრა შესაძლებელია საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შედეგად.შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი და რეიოგული მედია-საშუალებების წარმომადგენლება და ისაუბრეს იმ საკითხებზე, რომლებიც მათ საქმიანობაში ყველაზე პრობლემატურად მიაჩნდათ.

2010-07-28 12:37 სრულად ნახვა